Рет қаралды 133,825
"ბარსელონა" ევროპის სუპერთასის გამარჯვებული, მესი კი - უეფა-ს სუპერთასის საუკეთესო ფეხბურთელი. 120 წუთი და 9 გატანილი გოლი - "ბარსელონამ" "სევილია" დამატებით დროში ანგარიშით, 5:4 დაამარცხა.
გადამწყვეტი გოლი შეცვლაზე შემოსულმა პედრო როდრიგესმა გაიტანა . "დინამო არენაზე" ფეხბურთელებმა ერთმანეთს გამარჯვება მიულოცეს, რის შემდეგაც მათ სუპერთასი გადაეცათ. მესიმ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. მის გარდა, "ბარსელონადან" გოლები რაფინიამ და ლუის სუარესმა გაიტანეს.
"სევილიადან" გოლების ავტორები გახდნენ ბანეგა, რეიესი, გამეირო და კონოპლიანკა. შეხვედრა თბილისში "დინამო არენაზე" მიმდინარეობდა და მას 51 ათას 940 გულშემატკივარი ესწრებოდა. დეტალებით ოთარ გიორგაძე.