22 წელი მთაწმინდის საბაგიროს ტრაგედიიდან 2012 წლის სიუჟეტი

  Рет қаралды 15,633

Irakli Zhozhuashvili

Irakli Zhozhuashvili

7 жыл бұрын

მთაწმინდის საბაგიროს 1990 წლის ტრაგედია - 1990 წლის 1 ივნისს მომხდარი საბაგირო უბედური შემთხვევა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რომლის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა და 22 გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ორი გონდოლის მონაწილეობით მოხდა, რომლებიც რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საბაგიროზე მოძრაობდნენ[1]. წითელი გონდოლა ნომერი 1 მთაწმინდის პარკისკენ მიემართებოდა და სულ რამდენიმე მეტრი აშორებდა ზედა ანძას, ასევე წითელი გონდოლა ნომერი 2 რუსთაველისკენ ეშვებოდა და ქვედა ანძას უახლოვდებოდა როდესაც საწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი გონდოლას ქუროში. ორივე გონდოლა პარალელურად დაგორდა. ქვევითა გონდოლა ქვედა სადგურის კედელს შეეჯახა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზევითა გონდოლამ მაღალი სისწრაფის აკრეფა დაიწყო (ხელის მუხრუჭებმა ვერ იმუშავეს), ქვედა საყრდენის ბუნიკთად მიახლოებისას კი უკვე ძლიერ ქანაობდა რის შედეგადაც მას და იქვე ჩახვეულ გაწყვეტილ საწევ ბაგირს შეეჯახა, შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ გონდოლა ორ ნაწილად გაიხლიჩა ხოლო მზიდი ბაგირი საყრდენი ანძის ღარიდან გადმოვარდა და გონდოლა დაბლა სახურავებთან ჩამოჰქნია და ჩამოეკიდა. დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლიდან ადამიანები 6 სართულიანი შენობის სახურავზე და მის ეზოში ჩამოცვიდნენ, ზოგი მანამდე აჩქარებული გონდოლიდან პანიკაში მყოფი გადმოხტა. 22 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. მგზავრების ნაწილი ახალციხიდან №5 სკოლის მოსაწავლეები იყვნენ რომლებიც ფუნიკულიორის დასათვალიერებლად ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ, „ბავშვთა დღეს“ აღნიშნავდნენ. ნაწილი კი ჯარისკაცები.
საბაგირო 1958 წელს აიგო გიორგი ფანცულაიას პროექტის მიხედვით, რომელიც 3 საყრდენ ანძას მოიცავდა. 1988 წელს, ტრაგედიამდე ორი წლით ადრე, საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ინჟინერ ვახტანგ ლეჟავას პროექტის მიხედვით, რაც ითვალისწინებდა 3 საყრდენი ანძიდან ორ ანძიან ვერსიაზე გადასვლას. შეიცვალა ქვედა ანძა, 20 მეტრიანს მაგივრად დაიდგა 25 მეტრიანი. ზედა ორი დაბალი ანძის (10 და 12 მეტრის) მაგივრად რომელზეც საბაგირო მცირე თანაბარი ტეხილი კუთხით გადადიოდა დაიდგა მაღალი (20 მეტრიანი) ანძა რის შედეგადაც ახალი გონდოლები ზედა სადგურიდან ჰორიზონტალურად მიემართებოდნენ ანძისკენ შემდეგ კი ძალიან მახვილი კუთხით და მოწყვეტით ეშვებოდნენ. სტანდარტული ქართული "თბილავიამშენის" წარმოების ოვალური გონდოლები (თითოეული 25 ადამიანის ტევადობით) შეცვალეს. ახალი გონდოლები მართკუთხა ფორმის იყო (ტევადობა 40 ადამიანი) წარმოებული იტალიაში "ლოვისოლოს" მიერ და მოგვაწოდა ასევე იტალიურმა კომპანია "ჩერეტი & ტანფანიმ" ეს ცვლილება განხორციელდა მგზავრთბრუნვის გაზრდის მიზნით, რადგან საბაგიროზე მუდამ დიდი რიგები იყო. ახალი გონდოლების სამუხრუჭე სისტემა ზედა საყრდენ ანძაზე გადასვლისას აქტიურდებოდა. მომსახურე პერსონალი იძულებული ხდებოდა ამძვრალიყო გონდოლას სახურავზე და ყოველ ჯერზე გამოერთო მუხრუჭები. ამ "უსიამოვნების" თავიდან ასარიდებლად საავარიო სამუხრუჭე სისტემა გამორთული იყო. ავარიის დღეს ქვემოთ მომავალ გონდოლაში 46 ადამიანი იმყოფებოდა ხოლო ზემოთ მიმავალში 47. [2][3][4]
სპეციალურად შექმნილმა კომისიამ ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად საწევი ბაგირის გაწყვეტა და დამჭერი მოწყობილობის პრობლემა დაასახელა, თუმცა ფინალური ანგარიშში არ დევს დოკუმენტაცია იმის თაობაზე თუ რატომ მოხდა საწევი ბაგრის გამოვარდა გონდოლას ქუროდან [5].
ტრაგედიიდან 3 წელიწადში დეფორმირებული გონდოლები და გამწევი ბაგირი ჩამოხსნეს. მზიდი ბაგირის დემონტაჟი ეტაპობრივად მოხდა 2005 წლიდან. საყრდენი ანძები და სადგურები შენარჩუნდა.
2014 წელს იგეგმებოდა საბაგიროს აღდგენა გადანაცვლებული ქვედა სადგურით ვარდების მოედანზე, სასტუმრო "რედისონის" წინ. საბაგირო იქნებოდა რევერსიული გონდოლებინი ტიპის 21 გონდოლით. განხორციელდა ზედა ძველი სადგურის დემონტაჟი, რომლის ადგილასაც ახლის განთავსება იგეგმებოდა. ძველი საბაგიროს ორივე საყრდენი ანძაც გადაიჭრა. გონდოლებიანი საბაგიროს მშენებლობა ითვალისწინებდა გამომავალი ანძის დადგმას ვარდების მოედანზე ასევე ანძებს გრიბოედოვისა და ჭონქაძის ქუჩებზე რაც ისედაც ვიწრო ქუჩებს უფრო ტვირთავდა და ავიწროებდა. საბაგიროს ამ სახით მშენებლობას საზოგადოების უმეტესი ნაწილი წინ აღუდგა, ასევე შეცვლილი მუნიციპალური ხელისუფლების პირობებში მისი მშენებლობა შეჩერდა მანამ სანამ არ მიიღებოდა გადაწყვეტილება, აშენდებოდა თუ არა საბაგირო ამ ფორმით თუ აღდგებოდა ძველი სადგურიდან, ამ უკანასკნელ ვარიანტს მოსახლეობაც ემხრობოდა.
2017 წლის თებერვლიდან საბაგიროს რეკონსტრუქცია დაიწყო ძველი ტრასირებით, ქვედა სადგური იგივე შენობაში რჩება ზედა სადგური კი ახალი აშენდება ასევე ძველის ადგილას, რადგან ძველი ზედა სადგური 2014 წელს დაანგრიეს. დანარჩენი ინფრასტრუქტურა სრულიად ახალი იქნება გონდოლების ჩათვლით. რეკონსტრუქციას დოპელმაირ გარავენტას ჯგუფი ჩაატარებს და საბაგიროს გახსნა 2017 წლის ივლისში იგეგმება

Пікірлер: 12
@Maka-vc7nk
@Maka-vc7nk 4 жыл бұрын
Sad story😭
@dominoharway
@dominoharway 7 жыл бұрын
1 ივნისსვე როგორ იქნებოდა გაზეთებში მიზეზებზე სტატიები )))
@siachoquero
@siachoquero 6 жыл бұрын
პირველი ივნისის გაზეთები არ არის არამედ 2 ივნისის და მას შემდგომი.
@datkamik
@datkamik 7 жыл бұрын
ნათელი მათ სულებს :(
@heavyirakli5376
@heavyirakli5376 7 жыл бұрын
ეეეეეეეეეეე რეებს ბოდავენ, ჩემი კლასელი ცხოვრობდა ზუსტად მას საბაგიროს სახურავის ქვეშ და დედამისი ეხლაც იქ ცხოვრობს. და მე 90ანებში მასთან რომ მივდიოდი, კარგად მახსოვს ზევით რომ ავიხედავდი ხოლმე ეს ამ საბაგიროს სახურავი კიდევ იმ ტროსზე ეკიდა. ტროსზე ეკიდა ანი ტროსი არ იყო გაწყვეტილი სახურავი თავის ბორბლებით შენარჩუნებული ოყო და ესგი კქბინა მოწყდა იმას რაც იჭერს.
@siachoquero
@siachoquero 6 жыл бұрын
ვიდეოში ყველაფერი ზუსტად არის მოყოლილი გამწევი ბაგირი გაწყდა ზემოთ მიმავალი ვაგონის ქუროში ზემოთა მხრიდან, შეაბამისად ორივე ვაგონი დაგორდა, მარცხენა ვაგონი ნომერი 1 შვარდა ქვედა სადგურში და კედელს შეასკდა. ეგ ვაგონი რომელსაც თქვენ ხედავდით მოკონწიალეს მარჯვენა ვაგონია ნომერი 2 ქვემოთ რომ მოჰქროდა საყრდენთან რომ ჩამოვიდა ძლიერ ქანაობდა და მაგარი სიჩქარე ჰქონდა აკრეფილი უკვე და გორგოლაჭებზე ჩამოკონწიალებულ გამწევ ბაგირმა მყისიერად გააჩერა მას შეასკდა პლიუს ვაგონი წამოედო საყრდენის სრიალა მუცელას და შესაბამისად ამ დარტყმამ გაგლიჯა შუაზე. ვაგონის მარჯვენა მხარე ძირს ჩამოვარდა მარცხენა მხარე გაბრეცილი გახეთქილი დარჩა ბაგირზე. მზიდი ბაგირი რაზეც საბაგირო დაგორავს არ გაწყვეტილა. ამ დაჯახებისას საყრდენის ღარიდან გადმოვარდა და ვაგონი უფრო დაბალ სიმაღლეზე აღმოჩნდა ახლოს სახურავებთან.
@heavyirakli5376
@heavyirakli5376 6 жыл бұрын
ესეგი არა 1, არამედ 2 ვაგონი აღმოჩნდა შავ დღეში?
@siachoquero
@siachoquero 6 жыл бұрын
რა თქმა უნდა ორ ვაგონიანი ქანქარისებრი საბაგირო იყო, გამწევი ბაგირი ორივეს საერთ აქვს, ერთ რომ ზემოთ აჰყავს მეორე ქვემოთ მოჰყავს შემდეგ ძრავა პირიქით ტრიალდება და მეორე ზემოთ აჰყავს პირველი ქვემოთ ჩამოჰყავს და ასე მუშაობს. გამწევი ბაგირის გამოვარდნამ ქუროდან გამოიწვია ბუნებრივია ორივეს დაგორება, უბრალოდ ზემოთ მყოფი ვაგონი უფრო შავ დღეში აღმოჩნდა რადგან მეტი გზა ჩამოიარა და შესაბამისად დიდი სიჩქარე აკრიფა და საყრდენზე ვეღარ გადაივლია მოკონწიალე გამწევი ბაგირით. გამწევმა ბაგირმა ქუროთი გაჭიმულმა უნდა გადაიაროს გორგოლაჭებზე.
@siachoquero
@siachoquero 6 жыл бұрын
ამხელა ტრაგედია არ დატრიალდებოდა ვაგონებს საავარიო სამუხრუჭე სისტემა რომ არ ჰქონოდა გაუქმებული კუსტარულად.
@heavyirakli5376
@heavyirakli5376 6 жыл бұрын
შენ სავარაუდოთ გაცილებით უფრო მეტი გცოდნია ვიდრე რაც ამ ჟურნალისტმა მოიპოვა! მანდ ხომ არ მუშაობდი შემთხვევით?
Slow motion boy #shorts by Tsuriki Show
00:14
Tsuriki Show
Рет қаралды 8 МЛН
Now THIS is entertainment! 🤣
00:59
America's Got Talent
Рет қаралды 39 МЛН
Beautiful gymnastics 😍☺️
00:15
Lexa_Merin
Рет қаралды 15 МЛН
Hiroshima - the unknown images
52:01
La 2de Guerre Mondiale
Рет қаралды 5 МЛН
1991 წლის ივნისი ვერელი თორაძეები : vereli toradzeebi. ვიდეო - არქივიდან
15:48
ვერელი თორაძეები,vereli Toradzeebi Tamar Toradze
Рет қаралды 606 М.
БМВ i4
0:29
Vladione
Рет қаралды 1,8 МЛН
Подменил НОМЕРА на ЧУЖОМ скутере 😱 #shorts
1:00
Лаборатория Разрушителя
Рет қаралды 2,3 МЛН
Всегда проверяйте зеркала
0:19
Up Your Brains
Рет қаралды 20 МЛН