40 სებასტიელის ტაძარი

  Рет қаралды 753

Mariam Adamashvili

Mariam Adamashvili

Жыл бұрын

საქართველოში, მისი გეოპოლიტიკური რეალობის გამო, ძველთაგანვე ერთმანეთს სხვადასხვა შინაარსის კულტურა და რელიგია ხვდებოდა. საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ქრისტიანული და აღმოსავლური რელიგიების გზაჯვარედინზე არსებობდა, ამიტომ აქ უძველესი დროიდან, აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გადაკვეთისთანავე, საქარავნო გზები გადიოდა, რაც ბუნებრივად უწყობდა ხელს კულტურულ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. თბილისი იმ გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რომელსაც აბრეშუმის გზა ჰქვია. ეს არის IV ს-ის რომაული ე.წ. კასტორიუსის საგზაო რუკის ფრაგმენტი, სადაც კარგად არის მონიშნული დღევანდელი თბილისის ტერიტორია, როგორც მნიშვნელოვანი და ძლიერი გამაგრებული პუნქტი. ამ გზაზე ორი დიდი სამყაროა - აღმოსავლეთისა და დასავლეთის. აქ ხდება ამ სამყაროების კულტურების შერწყმა, აბრეშუმის გზა იყო ერთადერთი საშუალება ამ ურთიერთობებისა. თბილისი კავკასიის რეგიონის ბუნებრივი ცენტრია.
ამ ტერიტორიაზე სავაჭრო სატრანზიტო გზის არსებობაზე მიგვანიშნებს ამფორის აღმოჩენა. ძალიან ბევრი ამფორაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში, მაგრამ თბილისში ეს ამ ნივთის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. ამფორა თიხის ვიწროყელიანი ორყურა დიდი ჭურჭელია ღვინის, ზეთის და სხვა სითხის შესანახად. ამ სახის ჭურჭელს ძირითადად ძველ საბერძნეთსა და რომში იყენებდნენ.
უძველეს დროს თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ნადირობისას მეფე ვახტანგ გორგასლის მიმინო ხოხობს დასდევნებია, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვენილან და დაფუფქულან. ამ ლეგენდაზე საქართველოში თაობები გაიზარდნენ, თუმცა ცოტამ თუ იცის თბილისის რეალური ისტორია, რომელიც ბევრად უფრო ძველია, ვიდრე ხოხბისა და მიმინოს ამბავი - ისტორიული ფაქტები ამტკიცებს, რომ ამ, ერთი შეხედვით უწყინარმა ისტორიამ, თბილისს განვითარების 200 წელი მაინც მოპარა... ციხე-ქალაქი ამ ადგილას ანტიკური დროის I-II ს-შიც არსებობდა, რასაც ძველ თბილისში, 40 სებასტიელი მოწამის ტაძრის მიდამოებში აღმოჩენილი ანტიკური აბანოები ადასტურებენ. აქვე აღმოაჩინეს IV ს-ის მარანი და სხვადასხვა დროის სამარხები. ეს აღმოჩენები ამტკიცებს მოსაზრებას, რომ დღევანდელი აბანოთუბნის ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალი დონის ციხე-ქალაქი ვახტანგ გორგასლის მეფობამდე, ბევრად უფრო ადრე არსებობდა.
ამ ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა არის ანტიკური ხანის I-II საუკუნის აბანო, რომელსაც დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე მიაკვლიეს. ეს აბანო რომაული სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონითაა შესრულებული. ცნობილი რომაული აბანოებისგან განსხვავებით მას არ სჭირდებოდა წყლის გამაცხელებელი სათავსო, რადგან ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი წყლები მოდიოდა, რომლითაც აუზები ივსებოდა. ეს დედაქალაქისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლეა.
ამ აბანოს აღმოჩენა და სხვადასხვა კვლევის შედეგები რომ შევაჯამოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე I ს-ში დღევანდელი თბილისის ტერიტორია წარმოადგენდა დედაქალაქ მცხეთის აღმოსავლეთ კარიბჭეს. თბილისი როგორც დედაქალაქი დაარსდა ვახტანგ გორგასლის ეპოქაში, თუმცა ამ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, I-II საუკუნეებიდან მოყოლებული საკმაოდ განვითარებული დასახლებული პუნქტები არსებობდა.
კარგად ჩანს სხვადასხვა ნაგებობების კვალი, ბევრი შენობა ერთმანეთზე გადადიოდა, ინგრეოდა, ადგილი სწორდებოდა და ახალი შენდებოდა. გარდა ამისა, არქეოლოგიური სამუშაოების დროს მეცნიერთა ჯგუფმა ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის ეპოქის ციხესიმაგრის გალავნის აღმოსავლეთი ნაწილი აღმოაჩინა, ასევე დაფიქსირდა კარიბჭეც, ანუ ქალაქის შემოსასვლელი. აღმოჩენილი ნაშთები მიგვანიშნებენ, რომ პირველი საუკუნის თბილისი საკმაოდ ძლიერ, გამაგრებულ პუნქტს წარმოადგენდა.
ამ ტერიტორიაზე მკვეთრად გამოიკვეთა IV ს-ის მარნის ნაშთი თავისი საკმაო ტევადობის ქვევრებით, რაც მიანიშნებს, რომ ამ ადგილას ძლიერი დასახლება და ღვინის დიდი საჭიროება ყოფილა. უფრო ზედა ერთ-ერთ დონეზე კარგად ფიქსირდება IX-XI საუკუნეების სასახლის ნაშთები ქვის ფილებით მოპირკეთებული იატაკი.
ძველი ქართველი ჰაგიოგრაფი იოანე საბანისძე ნაწარმოებში “აბო ტფილელის წამება” აღნიშნავს, რომ ეკლესიის კარიბჭესთან აწამეს და თავი მოკვეთეს წმ. აბო თბილელს, შემდეგ კი როგორც 40 სებასტიელი მოწამე მეომარი, წმინდა აბოს ცხედარიც ურემზე დაუდიათ და ქალაქგარეთ გადაიყვანეს. დღევანდელი აბო თბილელის ტაძრის ტერიტორია იგულისხმება ქალაქგარე მიდამოდ, სადაც საგოდებელი, ანუ სასაფლაო იყო განთავსებული.
XX საუკუნის 20-30-იან წლებში ასობით ეკლესიასთან ერთად დაიხურა თითქმის ყველა მონასტერი, გახშირდა მონასტერთა ძარცვა-რბევა. საბჭოთა კავშირის პერიოდი, ათეისტური რეჟიმის 70 წლიანი ბატონობის დრო იყო, რომელმაც საკმაოდ დიდი დაღი დაასვა საქართველოსა და მის ისტორიას. თეთრად ღებავდნენ უნიკალურ ქართულ ფრესკებს, სიწმინდეებს იტაცებდნენ და გაჰქონდათ საქართველოდან. საბჭოთა პერიოდში, როგორც სხვა მრავალ ტაძარში ლიტურგიული მსახურება შეწყდა 40 სებასტიელის ტაძარშიც, 1925 წელს კი ეკლესია საერთოდ დაანგრიეს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის - ილია მეორის ლოცვა კურთხევით 1999 წელს წმინდა 40 მოწამეთა ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. 2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე კი საზეიმოდ აკურთხა.

Пікірлер: 2
@xatunadavitiani4024
@xatunadavitiani4024 Жыл бұрын
🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏
@anglichana4924
@anglichana4924 Жыл бұрын
❤️❤️❤️
A little girl was shy at her first ballet lesson #shorts
00:35
Fabiosa Animated
Рет қаралды 4,2 МЛН
УГАДАЙ ГДЕ ПРАВИЛЬНЫЙ ЦВЕТ?😱
00:14
МЯТНАЯ ФАНТА
Рет қаралды 3,9 МЛН
ანჩისხატი
14:43
TV religia
Рет қаралды 2,9 М.
ვთქვააა?!....
28:27
Ermile Nemsadze
Рет қаралды 10 М.
ქოზიფა
9:41
Mariam Adamashvili
Рет қаралды 1,4 М.