არსებობს ბედისწერა? - თეოლოგი გიორგი გვასალია

  Рет қаралды 1,590

საეკლესიო სიახლეები • Eklesia News

საეკლესიო სიახლეები • Eklesia News

10 ай бұрын

Пікірлер: 17
@elzaarabashvili5620
@elzaarabashvili5620 10 ай бұрын
დიდება უფალს. ❤❤❤
@David_Chkhaidze
@David_Chkhaidze 2 ай бұрын
ბედისწერა არ არსებოს! არსებობს ღვთის ნება და მხოლოდ ნება, მის ყოვლისმცოდნეობასთან ერთად! რაც შეეხება ღვთის ნებას არსებობს მხოლოდ ნება და არანაირი "დაშვება". "დაშვება" ეს მხდალი ქრისტიანების მოგონილია, რომლებსაც როცა ჰკითხეს(პირველად ასე მოხდა, როცა დაშვების ცნება წარმოიშვა) ტრაგიკულ ამბავზე ეს უნდოდაო შენს ღმერთს, მათ შეეშინდათ იმის თქმის გამწარებულ ოჯახის წევრებზე რომ ღვთის ნებაა და ვალდებული ხარ დაემორჩლოო და არც მწვადი დაწვეს და არც შამფური ვითომ და მოიგონეს ე.წ. "დაშვება" - არანაირი დაშვება სინამდვილეში არ არსებობს, არსებობს ღვთის ნება და მორჩა! ვინც არ ემორჩილება და მორჩლებით არ ღებულობს მას ყველა ეშმაკია აბსოლუტურად! ყოვლისმცოდნეობას რაც შეეხება... ღმერთს აქვს განსაკუთრებული უნარი დავიწყების, თან ისე დავიწყების თითქოს არც კი მომხდარა.. ასე რომ არ იყოს არ იქნებოდა სრულყოფილი პატიება ადამიანის და მის სიწმინდესთან ვინ მივიდოდა ოდესმე?! ეს არაა სკლეროზი, არც დაავადებაა, პირიქით, ამაშია ღვთის სიწმინდე... მაგრამ, საქმე საქმეზე რო მიდგება ის ყველაფერს კითხულობს. კი არ ეკითხება ვინმეს, - გარემოში წაიკითხავს ყველაფერს, რადგან რასაც ვაკეთებთ ან გაგვიკეთებია ან უნდა მოხდეს ყველაფერი გარემოშია მიმოფრქვეული ნაწილაკების სახით, რისგანაც მას შეუძლია სრული სურათი შექმნას იმ რეალობის, რაც მოხდა, რაც ხდება დისტანციებზე, ან რაც მოხდება. სხვათაშორის, აქიდან მოდის წინასწარმეტყველებებიც. ამ თვისებით იყო დაჯილდოვებული იესოც და ამის გამო წერდა იოანე გამოცხადებაში "გაიხსენე" სიტყვას მრავალჯერ, სადაც უფალს ახსენებს რაღაც - რაღაცას! უბრალოდ წარმოიდგინეთ სხვანაირად, რო რო არ იცოდე ყველაფერი, ანუ ყოვლისმცოდნე არ იყო ვერ იქნები ყოვლისშემძლე ავტომატურად, და მაშინ რა ღმერთი ხარ თუ ყოვლისშემზლე არ ხარ? ხოლო რომ იყო ყოვლისმცოდნე რა აზრი აქვს შენს ან ვინმე სხვის არსებობა - არარსებობას შენსავე თვალში? წარმოიდგინეთ ახლა ასეთი სიტუაცია მე მივემგზავრები უცხოეთში დასასვენებლად და ლამაზი ადგილების სანახავად. თუ მე უკვე ვიცი რანაირად გამოიყურება ის ადგილები დიდი აზრი არ აქვს ჩემს იქ ჩასვლას თუ იქ რაიმე ცვლილებები არ მელოდება... ხოლო იმ შემთხვევაში თუ შენ ყველაფერი იცი და ყოვლისმცოდნე ხარ საერთოდ ინტერესი გეკარგება ყველაფრისადმი და ერთხელ აღფრთოვანებული რაღაცით მუღამი გეკარგება აი ამ რაღაცის უკვე მეორევე ჯერზე. სწორედ ამიტომ აქვს ღმერთს ეს თვისება დავიწყების, - მისი ტვინი ისეა მოწყობილი რო შეუძლია უყურებდეს და იმავე მომენტშივე ივიწყებდეს რათა სიახლისადმი ინტერესი გაუჩნდეს - ამაშია მთელი სიცოცხლის საიდუმლო ჩაქსოვილი, თორე სიცოცხლეც კარგავს აზრს ყოვლისმცოდნეობასთან ერთად. ამიტომაა სწორედ ღვთისთვის ერთი დღე როგორც ათასი წელი - წინა დღეს მომხდარი ამბავი ისეთი დავიწყებულია ღვთის მიერ, როგორც ადამიანს რომ ეცხოვრა ათასი წელი და ათასი წლის წინათ მომხდარიყო რაღაცა; ხოლო ათასი წელი როგორც ერთი დღე ნიშნავს, ისე სწრაფად შეუძლია წაიკითხოს ყველაფერი რაც მოხდა, როგორც მთელი ათასი წლის ისტორია ერთ დღეში შეუძლია ამოაგდოს! რატომ უშუალოდ ათასი წელი? განკაცებულ ღმერთს სჭირდება რაღაცა კრიტერიუმები რომ შემოიფარგლოს მისი ადამიანური ბუნება,ხოლო "ათ-ასი" იდეალური რიცხვია მისთვის! ამისთვის ამბობენ ეკლესიებში "მომიხსენე"... აი ღმერთს რომ უთხრა "გამიხსენე" ან "გაიხსენე" მისი როგორც დიდებული მეფის სამეფო პატივის შეურაცწყოფაა იმით რომ ეუბნები არ გახსოვსო... ამიტომ ითქმის "მომიხსენე" ან "მოიხსენე"!
@gamerboy-hw8cl
@gamerboy-hw8cl 10 ай бұрын
გაბრაზებული რატომ ლაპარაკობთ, მშვიდად ვერ მოყვებით? გარდა მაგისა დიდად არგუმენტირებული ვერაფერი მოყევით
@LukaUkleba
@LukaUkleba 10 ай бұрын
შენ ხო მოყვებოდი ან გასცემდი პასუხს. 😂
@OrthosAlexandros
@OrthosAlexandros 10 ай бұрын
+gamerboy-hw8cl ბოდიში, მარა ეს კაცი მართლა საოცრებაა და ძველ აღთქმას თავისი ღრმა წვდომით გაგააზრებინებს, მარა ზოგჯერ ახასიათებს ხმამაღლა ლაპარაკი, როცა სერიოზულ საკითხებს ეხება. ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ ამაში. ასეთი დაწვრილმანება უფრო სისულელეა ჩემი აზრით.
@OrthosAlexandros
@OrthosAlexandros 10 ай бұрын
+gamerboy-hw8cl მაშ, უკეთ გეტყვი, თუ ვერაფერი გაიგე და მაგალითსაც მოგიყვან. გამოცდების ფენომენით დავიწყებ იმიტომ, რომ საღვთო განგებულება უკავშირდება საღვთო ყოვლისმცოსნეობას: გამოცდას სხვადასხვანაირი გაგება აქვს. გამოცდას სხვადასხვანაირი გაგება აქვს და ცხონებისაკენ მოგვიწოდებს. ზოგჯერ შეიძლება საღვთო დაშვებით განსაცდელშიც კი ჩავცვივდეთ, რადგან ჩვენი უგუნური არჩევნით კეთილმსახურების წიაღს განვეშორეთ, მაგრამ კვლავ ღვთის შეწევნით უკან დავბრუნდეთ, როგორც ლოტს დაემართა, როცა ელამიტელ მეფეებს ტყვედ ჩაუვარდა, მაგრამ ლოტი თავისი არჩევანით მაინც ისევ და ისევ სოდომისკენ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ უფლის მართალმა გამოიხსნა იგი. თავდაპირველად ის ლოცვის გარეშე და მადლიერების გამოთქმის გარეშე მოსცილდება აბრაამს, როცა აბრაამი თავისზე უმცროს ლოტს უწყალობებს იმ მხარეს, რომელსაც თვითუფლებრივი არჩევნით მოისურვებს. იგი სოდომამდე დასცემს კარვებს, ხოლო ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ უკვე სოდომქალაქის პრივილეგირებული მოქალაქე ხდება, რადგან ჭიშკართან ზის, ხოლო ძველ ახლო აღმოსავლეთში ჭიშკართან ასე ერთი რიგითი მოქალაქე და კინიკლა კაცი ვერ ჯდებოდა, სადაც მნიშვნელოვანი სამოქალაქო საკითხები წყდებოდა.
@OrthosAlexandros
@OrthosAlexandros 10 ай бұрын
+gamerboy-hw8cl ლტოვილის მიერ ლოტის დატყვევების შეტყობინებისას, აბრაამა ზუსტად ლოტის გამო დარაზმა 318 გამოცდილი მეომარი, თავის სახლში შობილი, ანუ მისი ღმერთის საკურთხეველთან გაზრდილები, და მის გამოსახსნელად წავიდა, მაგრამ ლოტმა არც ამას მიაქცია ყურადღება. იგი მაინც თავისი გზით მოსურნეობს ქადაგებასა და მისიონერობას სხვათა წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ მართალია ისიც და აბრაამიც, ლოტის ქადაგებაზე ერთი პიროვნებაც კი არ იქცევა უფლისაკენ, ხოლო აბრაამი ყოველთვის წარმართებულია თავის მისიონერობაში იმიტომ, რომ მისი მიზნები და ინტერესები განსხვავდება ლოტის მიზნებისა და ინტერესებისგან. იმის თქმა მინდა, რომ რაც არ უნდა მართალი გეწოდებოდეს, განსაცდელები შეიძლება შენზე მოიწიოს იმისათვის, რათა დამდაბლდე და შენი აზროვნების წესი შეასწორო. თუმცა პატერიკულ თხრობებში ისეთი ამბები გვაქვს აღწერილი, პირდაპირ გაოგნდები. არიან მამები, რომლებიც აქეთ ევედრებიან ღმერთს, რომ განსაცდელი მოუვლინოს მათ, რათა ამ განსაცდელში ყველაზე მეტად შეიგრძნონ თავიანთი უღირსება და ცოდვილობა და ამით კიდევ უფრო დაახლოვდნენ ღმერთთან სულის სიგლახაკის კვალობაზე. ერთი ისეთი მამაც კი იყო, რომელიც ღმერთს წყლულების მოვლენასა და განმრავლებასაც კი ევედრებოდა, და მერე აღწერილია, რომ სულ ჭიებისაგან დაუძლურებული და შემუსრვილი გამოიყვანესო ძმებმა კელიიდან.
@OrthosAlexandros
@OrthosAlexandros 10 ай бұрын
+gamerboy-hwl8cl და რაკი ბოროტების პრობლემაც კავშირშია, ამასაც ვახსენებ და მერე გადავალ მთავარ თემაზე: მაგალითად, რომ თქვა, რომ თუ ღმერთი სახიერია, ახლავე აღკვეთოს ბოროტება, უკვე აცდენაა მართლმადიდებლური და ბიბლიური ღვთისმეტყველებისადმი. იმიტომ, რომ ბიბლიური ღმერთის სახიერება ასე არ განიმარტება. ბოროტებას კი არ აღკვეთს, არამედ სიკეთის მაქსიმალიზაციას ახდენს და ბოროტებას თავისი განგებულების აღსასრულებლად გამოიყენებს, რათა უმჯობესი სიკეთე მოახდინოს. გავიხსენოთ იუდა გამცემელი. ოცდაათ ვერცხლად გაყიდის მაცხოვარს, მაგრამ უფალი ამ უდიდეს ბოროტებასაც კი თავისი გამომხსნელობითი განგებულების აღსასრულებლად გამოიყენებს და თუნდაც აფურთხონ, თუნდაც აგინონ, თუნდაც ჯვარს აცვან და თუნდაც დაფლან, ის მაინც აღდგება, რადგან ასე უნდა, რათა ცხონდეს ადამიანი.
@user-he6yn9un6e
@user-he6yn9un6e Ай бұрын
ერთი რაღაც ვერ გამიგია და ვინემ თუ იცით გთხოვთ დამიწრრეთ,აი ღმერთმა ხო იცის ყველაფერი ადამინზე გამოდის რომ ადამინი რომ იბადება ღმერთმა უკვე იცის ის ჯოჯოხეთში მოხვდება თუბცზონდება? და ანუბღმერთმა იცის ვინც დაიბადება სანამ დაიბადება 100 წლისნმერეც ვინ დაიბადება ღმერთმა უკვე იცის ცზოვნდება თუ არაა? მომიტევე უფალოო შემიწყალე მე ცოდვილი
Русалка
01:00
История одного вокалиста
Рет қаралды 7 МЛН
Nastya and SeanDoesMagic
00:16
Nastya
Рет қаралды 14 МЛН
მწარე სიმართლე! - თეოლოგი გიორგი გვასალია
3:11
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 2,3 М.
მეუფე იოსები - შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი
1:01
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 3 М.
გიორგი მამარდაშვილის მოძღვარი - მამა იოანე ხეცურიანი
0:54
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 6 М.
მამა შალვა
0:30
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 8 М.
მამა შალვა
0:46
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 6 М.
მამა შალვა
0:21
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 3,9 М.
Русалка
01:00
История одного вокалиста
Рет қаралды 7 МЛН