ბილწი აზრების შესახებ "მამა თეოდორე"

  Рет қаралды 142,258

Giorgi Tsetskhladze

Giorgi Tsetskhladze

7 жыл бұрын

ვისაც გაწუხებთ ეს პრობლემა აუცილებლად მოუსმინეთ და თქვენი განკურნება დაიწყება. მადლობა მამა თეოდორეს ასეთი აზრიანი დარიგებისთვის.
ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის
ცხოვრების დაძაბული და შფოთიანი რიტმით დაღლილი ხალხი ხშირად ეძებს ისეთ გარემოს, სადაც დამშვიდდებიან და თავს კარგად იგრძნობენ. ამ ძიებაში ზოგჯერ მთელი სიცოცხლე გადის, რადგან ისინი არასწორად ეძიებენ - ეძიებენ გარეთ, სიმშვიდე კი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ. წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს: „ადამიანები, რომლებიც საკუთარ მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ“. მართლაც ასეა - ადამიანები იტანჯებიან და არც კი იციან, რატომ.
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, საიდან მოდის ჩვენი აზრები, ვინ არის მათი წამქეზებელი. მაგრამ როგორ გავიგოთ ეს?
ამ კითხვაზე ღირსი ბარსანოფი დიდი პასუხობს: „დემონებისგან მოსული ზრახვები აღსავსეა მღელვარებით და შფოთით. ისინი ადამიანში ფარულად და მზაკვრულად შემოდიან, რამეთუ მტრები ცხვრის ქურქში ეხვევიან ხოლმე და უბოროტო გულებს იმით ინადირებენ, რომ თავს კეთილად მოაჩვენებენ.
მოსმენილზე, ნანახზე, გაფიქრებულზე ოდნავადაც რომ შეგიშფოთდეს გული, იცოდე, რომ ყოველივე ეს ბოროტ სულთაგან მომდინარეობს“.
სხვაგან იგი ამბობს: „ყოველგვარი ზრახვა, რომელსაც წინ არ უძღვის მორჩილების სიმშვიდე, ღვთისგან არაა. უფალი ჩვენი მხოლოდ სიმშვიდით გვსტუმრობს; ყოველივე მტრული შფოთითა და ამბოხით მოდის“.
უფლის ანგელოზმა ასე აუხსნა წმიდა ერმს კეთილი და ბოროტი ანგელოზის მოქმედება: „კეთილი ანგელოზი წყნარია, მოკრძალებული, თვინიერი, მშვიდი. როცა ის შემოდის გულში, ჩაგვაგონებს სამართლიანობას, გონიერებას, სიწმინდეს, შემწყნარეობლობას, სიყვარულსა და ღვთისმოსაობას... ბოროტი ანგელოზი ანჩხლია, ბრაზიანი და უგუნური... როცა მრისხანება ან ჯავრი შეგიპყრობს, იცოდე, რომ ის შენშია; ასევე, როცა გულში შემოგეპარება უთვალავი სურვილი, კეთილმოწყობილი გარემო, სხვათა ცოლების ნდომა, სიამაყე, თავმოწონება, გულზვიადობა, - იცოდე, რომ შენში ბოროტი ანგელოზი სახლობს“.
აზრების გარჩევის უნარი მომწიფებული სულიერი ცხოვრების მონაპოვარია. დამწყებებმა კი სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვონ, გამოცდილ ადამიანებსა და ლოცვას უნდა მიმართონ.
სიმშვიდის მოსაპოვებლად ადამიანმა უნდა ისწავლოს მოძალებულ აზრებთან გამკლავება. ეს იმდენად რთულია, რომ ბერი ბარსანოფი ოპტელი ამბობს: „ზრახვებთან ბრძოლას ღმერთი მოწამეობად თვლის“.
თუ ადამიანმა მოახერხა უწმინდური აზრებისგან გონების დაცვა, ის ჭეშმარიტად ქრისტეს სასძლო ხდება. აი, რას წერს ამის შესახებ მაკარი დიდი: „სული და გონება ისევე უნდა დავიცვათ უწმინდური, გარყვნილი ზრახვებისგან, როგორც სხეული ხილული ცოდვებისგან, რადგან სული ქრისტეს სასძლოა“.
უნდა ითქვას ისიც, რომ ადამიანს ცოდვაში ვერ ჩაითრევს ვერც ერთი გარედან შემოჭრილი უკეთური აზრი, თუ მის გულში ამ აზრისადმი თანაგრძნობა არ გაჩნდა.
ბერი ბარსანოფი დიდი ამის შესახებ ამბობდა: „თუკი ზამთრის ქარბუქი კარს შემოამტვრევს და ოთახში შემოყრის თოვლს, ეს სახლის პატრონის ბრალი არ არის. ჩვენც უდანაშაულონი ვართ, როცა უკეთური აზრები გვიჩნდება. მაგრამ როგორც სახლის პატრონია ვალდებული, კარი მიხუროს და ოთახი მოასუფთავოს, ჩვენც დაუყოვნებლივ უნდა შევუდგეთ ლოცვას, რათა ღმერთმა დაგვიცვას ბოროტი ძალებისგან, რომლებმაც ეს აზრები თავს მოგვახვევს“. წმინდა ბერი გვირჩევს, ასეთ დროს „იესოს ლოცვას“ მივმართოთ.
ერთ მონასტერში ცხოვრობდა ბერი, რომელსაც ასეთი უცნაურობა შეატყვეს: მარტო მიმავალი დროდადრო მარცხნივ მიბრუნდებოდა ხოლმე და ამბობდა: „უარვყოფ“.
ბერს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი საქციელი. მან უპასუხა: „თავში ხშირად მომდის ცუდი აზრები, რომლებსაც ჩემი გული უარყოფს. არ მინდა, მაცდურისაგან დათესილი ამ აზრების გამო ვზღო, ამიტომ ღვთის წინაშე უარვყოფ მათ“.
მართალია, ჩვენ გონებაში აღმოცენებული უნებლიე აზრებისთვის პასუხს არ ვაგებთ, მაგრამ თუ ისინი ჩვენს გულისთქმასც შეეხო, შესაძლოა, ძალზე საშიშნი აღმოჩნდნენ ჩვენთვის.
როცა წმინდა ადამიანების გვერდით მოვხვდებით, ჩვენი სული მშვიდადაა, არ გვსურს მათთან განშორება და ვცდილობთ, ეს წუთები რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მათი სიმშვიდე თითქოს ჩვენც გვეფინება. ამ დროს ჩვენ ჩიტებს ვემსგავსებით, რომლებიც სულიერ საკენკს კენკავენ და იმ ადგილიდან გაფრენა არ სურთ.
ვევედროთ უფალს, რათა ჩვენი გულებიდან უხვად გადმოედინებოდეს სიკეთე, სიმშვიდე და სიხარული. როგორც წმინდა იოანე კრონშტადტელი გვასწავლის: „იმისთვის, რომ გული იყოს დაწმენდილი, კეთილი და მშვიდი, ხოლო ადამიანის თავისუფალი ნება - ღვთივსათნო, სული უნდა განვიწმინდოთ ლოცვით, წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ქმნილებების კითხვით, მიწიერ სიამოვნებათა ხრწნადობასა და წარმავლობაზე ფიქრით“.
საპატრიარქოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის
ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ნინო კანდელაკი
ჟუნრალი „კარიბჭე“, № 2 (13), 2005 წ.

Пікірлер: 138
@GigaTsereteli
@GigaTsereteli 9 ай бұрын
დიდება ღმერთო შენდა დიდება უფალო შენდა შეგვიწყალენ ჩვენ ცოდვილნი ამინ ამინ ამინ🙏🙏🙏❤️❤️❤️
@trezernager6766
@trezernager6766 6 жыл бұрын
კითხვაც კარგად ჩამოაყალიბა ბიჭმა და მამაოსაც ძალიან მაგარი განმარტებები აქვს, ღმერთმა შეგიწიროს მამა თეოდორე.
@lalichigladze9522
@lalichigladze9522 6 жыл бұрын
ასეთი მამაო არ მინახავს.საოცარი უნარი აქვს ჩაწვდეს ადამიანის სულზ.უფალმა ამრავლოს ასეთი მამაოები საქართველოში.
@iamzemaier8402
@iamzemaier8402 4 жыл бұрын
Xmertma kargad amxofos.
@nargizaqantaria1847
@nargizaqantaria1847 3 жыл бұрын
p
@nargizaqantaria1847
@nargizaqantaria1847 3 жыл бұрын
ooo
@atigog2610
@atigog2610 6 жыл бұрын
მეც მჭირდა იგივე და (მოძღვრის მსგავსი დარიგების შემდეგ) ყურადღებას რომ არ ვაქცევდი აღნიშნულ ფიქრებს, ისე გაქრა ვერც მივხვდი!
@leomessileomessi4091
@leomessileomessi4091 5 жыл бұрын
რა კარგად დაისვა კითხვა და რა კარგი პასუხი იყო,მადლობა უფალს რო ეს ჩანაწერი ვნახე...
@kavkaz-6519
@kavkaz-6519 6 жыл бұрын
ჭეშმარიტი ქრისტიანი კაცია, საპატრიარქოში ყველა ასეთი ქრისტიანი რომ იყოს ჩვენი სამშობლო უძლიერესი იქნებოდა!!!
@gvancaberoshvili1219
@gvancaberoshvili1219 4 жыл бұрын
ღმერთმა დალოცოს მამა თეოდორე და დიდხანს გვყოლოდეს სულიერ ექიმად. ამინ!!
@chixoo
@chixoo Жыл бұрын
ამინ!!
@lashaotarashvili8638
@lashaotarashvili8638 6 жыл бұрын
madloba am kitxvistvis da madloba mamaos pasuxistvis dideba ufals shegewiot wminda sameba
@giobuta
@giobuta 6 жыл бұрын
საოცარი მამაოს და ადამიანი. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ასეთი დარიგებებისთვის. სიკეთისთვის
@user-vg4nb4ge6r
@user-vg4nb4ge6r 2 жыл бұрын
მამაო სახარებაში შავით თეთრზე წერია რო ვინც ნდომით შეხედა ქალს იმრუშა. თქვენკი რასასწავლით უკუღმა ქადაგებთ. არგეშინიაა ?
@millanon7978
@millanon7978 6 жыл бұрын
უსაყვარლესი.ფსიქოლოგიურადაც შველის ფსიქიკას,არამარტო სულს✔
@mariami2608
@mariami2608 5 жыл бұрын
მამა თეოდორე
@natagelashvili5802
@natagelashvili5802 5 жыл бұрын
გმადლობ მამაო...იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ მამო და მიხარია, რომ უფლის შეწევნით, მთელი ჩემი ცოდნა ქრისტიანობის წიაღიდან მოდის! მამა თეოდორე, თქვენ შეგიძლიათ ადამიანის სულის სიღრმეების წვდომა და შესაბამისად სალმუნის დადება!
@mirandabaindurashvili3582
@mirandabaindurashvili3582 5 жыл бұрын
მრავალჟამიერ! მადლობა კეთილო მოძღვარო,მუდამ სიამოვნებით და სიხარულით გისმენთ
@anniechagunava1744
@anniechagunava1744 4 ай бұрын
ეს ვიდეო წლების წინ ვიპოვე, შემთხვევით. გადამარჩინა 🙏
@mariberadze5656
@mariberadze5656 5 жыл бұрын
უფალმა დალოცოს და გააძლიეროს მამა თეოდორე ❤
@catfalcon7396
@catfalcon7396 5 жыл бұрын
იწამე ღმერთი ის გადაგვარჩენს. დიდება შენდა უფალო..
@marekhikharabadze4960
@marekhikharabadze4960 4 жыл бұрын
საოცარი მამაო ხართ მადლობა უფალს რომ არსებობთ...ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ🥰❤
@dimitrtiiiiiiiiiiiii
@dimitrtiiiiiiiiiiiii 3 жыл бұрын
დიდება უფალს !!!
@ketevaniqartveli5787
@ketevaniqartveli5787 6 жыл бұрын
როგორი კარგი შედარება მოიყვანა თვითმფრიმავის სახით
@ameliebullen9934
@ameliebullen9934 3 жыл бұрын
ძალიან მაგარი მამაოა. დიდება უფალს.
@natogagadze8958
@natogagadze8958 Жыл бұрын
რა კარგი კითხვა და პასუხი იყო მადლობა 🙏დაგლოცოთ უფალმა🙏❤
@user-vd6tl2pe9w
@user-vd6tl2pe9w 4 жыл бұрын
მამაო ღმერთმა დაგლოცოცოს ძალიან მიყვარხართ
@bidzinaivanishvili4811
@bidzinaivanishvili4811 6 жыл бұрын
დიდი მადლობა მამაო ასეთი პასუხისთვის
@lizakozhorzholadze1872
@lizakozhorzholadze1872 4 жыл бұрын
dzaaan miyvars es mamao ❤️❤️❤️
@giorgid470
@giorgid470 4 жыл бұрын
შენ გაიხარე!!! უძლიერესი მამაო!!!!!
@maiagr8804
@maiagr8804 2 жыл бұрын
მადლობა უფალს მამაო რომ,არსებობთ!!!💗💗💗
@mishoadamadze6690
@mishoadamadze6690 6 жыл бұрын
დიდება მამასა ძესა და წმინდასა სულსა
@monikagagua393
@monikagagua393 5 жыл бұрын
Gmertma daglocot da gagadzlierot mamao❤❤❤
@kesomtavrishvili1733
@kesomtavrishvili1733 5 жыл бұрын
გამორჩეული სასულიერო პირია! ❤
@sabasibashvili7040
@sabasibashvili7040 6 ай бұрын
ღმერთმა დაგლოცოთ მამა თეოდორე❤
@Mananiko21
@Mananiko21 2 ай бұрын
უღრმესი მადლობა, სასიამოვნოდ საუბრობ, ნამდვილად ღვთის მსახურებაა როცა ასე სულიით გვიხსნი სათქმელს 🎉 უფალი გფარავდეთ ❤
@user-xo9rm7ih8i
@user-xo9rm7ih8i 11 ай бұрын
საუკეთესოო ადამიანი და მამაო❤❤❤
@tengizkvaskhvadze7626
@tengizkvaskhvadze7626 4 жыл бұрын
ვაიმე ეს ვიდეო როგორ გამოჩნდა :(( უფალო შეგვიწყალენ :(( უფალო მიხსენი. რა კარგია ეს ვიდეო რომ დაიდო
@ketiketi7779
@ketiketi7779 6 жыл бұрын
Madloba. .
@zazazuzadze4538
@zazazuzadze4538 Жыл бұрын
აუ რა კაი მამაოა ,როგორი განათლებული და ძლიერია ,აი ძაან ძლიერი მამაოა,შეუძლია საერთოდ ცხოვრების მიმართ შეგიცვალოს შეხედულება, შეუძლია ერთი საუბრით შეცვალოს შენი ცხოვრება რადიკალურად ♥️♥️
@forgeorgia8231
@forgeorgia8231 2 жыл бұрын
მადლობა
@Goglika-7-
@Goglika-7- 4 жыл бұрын
❤️
@niavachnadze8042
@niavachnadze8042 6 жыл бұрын
როგორც კი მოდის ეს ფიქრები მაშინვე სინანული მოყვება,,ეს ნიშნავს იმას რომ მე შევცოდე ხო? ანუ ეშმაკი უკვე ცდილობს იმას რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღო და გავაცნობიერო რომ მე გავიფიქრე ეს ,და ამისთვის დავისჯები.მეც ხშირად მომსვლია და მაშინვე ვამბობ რომ არარაობა ვარ და ასე შემდეგ.ანუ იესოს ლოცვით განმიგდია მსგავსი განსაცდელი და ეს ფიქრებიც მაშინვე გამქრალა.. უფალმა შეგვიწყალოს და დაგვიფაროს, ჩვენ და სრულიად საქართველო.
@catfalcon7396
@catfalcon7396 5 жыл бұрын
nia vachnadze ალბათ შენი გონებით მანეპულირებს ..კარგი და საინტერესო კითხვა დასვა ბიჭმაც მამაომაც კარგათ განმარტა და შენც საინტერესო აზრი დააფიქსირეე.მეც მჭირს ხანდისხან და ამ ვიდეოს ნახვის მერე და მამაოს აზრის მერე დიდი შვება ვიგრძენი რო ის თავის ბოროტი აზრები ჩვენ არ უნდა დავიწოლოთ მხრებზე.ამით ის უხსენებელი ჩვენის იკვებებაა..იყო ფიქრი ეს ჩემი ფიქრი არაა და გაატარე .შენ ხო არ გინდა რო ეგ ფიქრები ხოდა ასე რომ იწამე უფალი შენ ხო ირჩევ უფალს და აზრებს რაც შეხება ნუ მიაქცევ ყურადღებას. მტავარია გულიის სიღრმეში შენ უფალი გჭირდება 'ასე რომ დიდება უფალს .
@giorgib4298
@giorgib4298 5 жыл бұрын
ჩვენ ჩვენი ლოცვით და ცოდვილი ჩვევების დათრგუნვის სურვილით ბრძოლა გამოვუცხადეთ ბოროტს , ისიც გვებრძვის და ცდილობს ისევ მის მხარეზე გადაგვიბიროს. მებრძოლები ვართ რომლებსაც ისრებს ესვრიან გვხვდება ეს ისრები ამ საშინელი აზრების სახით , მაგრამ ეს ჩვენი არაა ბოროტისაა მისგანაა ამიტომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. წარმოიდგინე როცა ეგ აზრი მოვა რომ სიმყრალეა ახლოს და არ გსიამოვნებს მისი მყრალი სუნი განერიდე !!! დიდება უფალს ქრისტეს მადლი შეგვეწიოს
@tengizkvaskhvadze7626
@tengizkvaskhvadze7626 4 жыл бұрын
უდიდესი შვება ვიგრძენი დღეს, რადგან მეც ამ დღეში ვარ და აქამდე სასოებით ვუყურებდი უფლის მოწყალებას თუმცა დღეს შვებაც კი ვიგრძენი დიდება უფალს, მოწყალეო უფალო. დიდება უფალს!
@beqawiklauri770
@beqawiklauri770 6 жыл бұрын
მეც იგივე მცჰირს და მადლობა მამაოს განმატრებისტვის და დახმარებისტვის
@user-mp4ho8ps5y
@user-mp4ho8ps5y 5 ай бұрын
😂😂😂😂😂რა მარტივად განუმარტა მამაომ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ქრისტეს მებრძოლო ძმებო❤
@mariambekurishvili9677
@mariambekurishvili9677 4 жыл бұрын
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
@levanbalisevichi8817
@levanbalisevichi8817 9 ай бұрын
ამინ უფალო დიდება შენდა ყველაფრისთვის რაც გამაჩნია
@gigatsereteli6090
@gigatsereteli6090 2 жыл бұрын
დიდება ᲦმერᲗო Შენდა დიდება უფალო Შენდა Შეგვიწყალენ Ჩვენ ცოდვილნი❤❤❤🙏🙏🙏
@lazarekobauri1574
@lazarekobauri1574 Жыл бұрын
მადლობა უფალს ყველაფრისთვის, მადლობა მამა თეოდორეს სწორი სწავლებისთვის
@anuki23
@anuki23 Жыл бұрын
მამა თეოდორე ❤️ საოცარი ადამიანი
@tornike8434
@tornike8434 Жыл бұрын
ღმერთმა დაგლოცოთ მადლობა რომ გამიზიარეთ თქვენი ცოდნა
@giorgimezvrishvili7377
@giorgimezvrishvili7377 4 жыл бұрын
dzaan ganatlebuli mamaoa gmertma sul kargat gamyofot
@ninoedisherashvili2786
@ninoedisherashvili2786 6 жыл бұрын
zalian kargi mamaoa
@khatunaperadze1934
@khatunaperadze1934 2 жыл бұрын
როგორ დაარიგა ❤️❤️❤️❤️
@levanbalisevichi8817
@levanbalisevichi8817 9 ай бұрын
ამინ დიდება უფალს
@capeal_mema
@capeal_mema 11 ай бұрын
ანუ ასე გამოდის რომ ეგეთ აზრებს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, არაფრად ჩავთვალოთ? სწორად გავიგე ????
@lida1973
@lida1973 Ай бұрын
Дидеба Упалс ❤❤❤❤
@giorgigvalia9929
@giorgigvalia9929 5 жыл бұрын
saocari pirovnebaa.
@ninomatcharashvili9739
@ninomatcharashvili9739 6 жыл бұрын
სატანას იმითაც ვებროძლები რომ რაო?
@game-bar5453
@game-bar5453 3 жыл бұрын
არვიცი ვინ რას მეტყვის მაგრამ მამა თევდორე ძალიან ძალიან მომწონს
@giorgibichashvili1650
@giorgibichashvili1650 Жыл бұрын
"ბოლო ჟამის წინასწარმეტყველება"! სხვა გზა და გამოსავალი აღარ არსებობს! ის დროა სოციალურად დაუცველმა ხალხმა თავი შეიკავეთ გამრავლებით და იმაზე იფიქროთ თავები როგორ გადავირჩინოთ, ისიც გაითვალიწინეთ რომ შრომას ფასი არ აქვს! ყველაზე მთავარი ის არის რომ, ყველაფერში არჩევენ საუკეთესოს და ისიც შეზღუდული რაოდენობით! გაჭირვებული ახალგაზრდები რომლებიც ქმნით ოჯახებს გახსოვდეთ რომ, კარგი არაფერი შეგხვდებათ ცხოვრებაში! გაჭირვებისგან დაგენგრევათ ოჯახები, ცხოვრება ისეთი გაძვირებული და გართულებულია, გაგაყიდინებთ ყველაფერს თუ კი რამ გაბადიათ! სანამ ჯანმთელობა შეგერყათ და ჯოჯოხეთურ სიკვდილს ჩახედავთ თვალებში უფულობას, შიმშილს, უწამლობას, უექიმობას, დაუსრულებელ გაუსაძლის ტკივილებს, იმის ყურებას როგორ შიმშილობენ თქვენი შვილები და დახმარების უნარი არ შეგწევთ, ამაზე მეტი ჯოჯოხეთი არ არსებობს! როგორ ავიცილოთ თავიდან ცხოვრებისეული ტანჯვა-წვალება-წამება მონობა და სიდუხჭირე გაღატაკება? მხოლოდ არგამრავლებაშია გამოსავალი სხვა არაფერში! რაღას ველოდებით ცხოვრებისგან მეტს? მაზოხისტები ხომარხართ ამ ყველაფერს რომ გაუძლოთ, და ღმერთს ამისთვის მადლობა გადაუხადოთ რომ ცოცხლები ხართ? რა აზრიაქვს ეგეთ სიცოცხლეს? მათხოვრობით წუწუნით და დახმარებებით, როდემდე უნდა იხანგრძლივოთ ჯოჯოხეთური სიცოცხლე? კეთილ სინდისიერი შრომით პატიოსნებით და მამაო ჩვენოთი ას წლეულებია ოჯახების რჩენაა შეუძლებელი საქართველოში! ხალხის უმრავლესობა არსებობს: აფერისტობით, თაღლითობით, ძარცვით, მეძაობით, და ა.შ. ყველა ვაჭარ-ბიზნესმენი ვერ იქნებით და ყველას ნაცნობ-ახლობლობა ვერ გეყოლებათ მთავრობებში და შეძლებულ და ცნობად წრეებში რომ მფარველობა გაგიწიონ! თუ რამეს დააშავებთ მოგისჯიან ციხეს რაც ძალიან ცუდათ აისახება, თქვენს გარეთ დარჩენილ ოჯახის წევრებზე მატერიალურად სულიერად და მორალურად, არავინ იცით თუ რა გზას დაადგებიან თქვენი ოჯახის წევრები რომ პერედაჩი მოგაწოდონ და არ არის გამორიცხული რომ ვერც შეძლონ მოწოდება სიღატაკის გამო, სასჯელის მოხდის პროცესში გაგინადგურდებათ ჯანმთელობა იქაური რეჟიმის და წნეხის პირობებში, როდესაც გამოხვალთ ციხიდან ყველაფერი დაგხვდებათ შეცვლილი და გაგიჭირდებათ იმ დაკარგული წლების აღდგენა რათა განაგრძოთ ცხოვრება შერყეული და განადგურებული ჯანმთელობით! დაფიქრდით სიღრმისეულად და გამოიტანეთ დასკვნა რა აზრიაქვს სიცოცხლეს რომელიც სიმწრით ტკივილებით და ტანჯვით არის სავსე? გახსოვდეთ არავის არ ჭირდებით და არც დაჭირდებით გაჭირვებულები გამონაკლისების გარდა ამას თქვენც გრძნობთ ყოველდღიურობაში! მხოლოდ მონებად ჭირდებით ყველას ყველა სფეროში! ბრძოლით და ძალდატანებით პრაქტიკულად შეუძლებელია არსებობა.
@levanbalisevichi8817
@levanbalisevichi8817 9 ай бұрын
ამინ უფალო იესო ქრისტე ძეო ღმრთისაო შემიწყალე მე ცოდვილი
@pcpc6449
@pcpc6449 2 жыл бұрын
ufalo shegviwyale
@janomaxaradze1992
@janomaxaradze1992 4 жыл бұрын
ufalma amravlos asetimamaoebi
@pcpc6449
@pcpc6449 2 жыл бұрын
mamao malamosavit edeba tkveni nalaparakebi guls
@lukalukaluka123
@lukalukaluka123 9 ай бұрын
მეც ეგრე ვარ და სულ ვცდილობ რომ ყურადღება გადავიტანო
@beqafutkaradze600
@beqafutkaradze600 6 жыл бұрын
რით მოვიგოთ უფლის გული ?
@kavkaz-6519
@kavkaz-6519 6 жыл бұрын
Beqa Futkaradze ჩემო ძმაო, იკითხე ბიბლია და გულში ილოცე, თუ ამ ორ საქმეს ყოველ დღიურათ გულით გააკეთებს, პასუხს ძალიან მალე მიიღებ,თუნდაც იმით რომ შენში ბრძოლა დაიწყება!!!
@user-mx1fn2vj3p
@user-mx1fn2vj3p 5 жыл бұрын
გულის მოგება ცოტა ისეთი ნათქვამია, არშეესაბამება ღმერთთან დამოკიდებულებას. შინაარსზე კი რასაც გულისხმობ ჩემ აზრს გეტყვი: ქრისტე რომ ბრძანებს: "ვისაც მე ვუყვარვარ ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მცნებებს აღასრულებსო, და ვისაც მე ვუყვარვარ მას მამაჩემიც შეიყვარებსო". ესაა მთავარი ქრისტიანობაში რომ ვერწმუნოთ უფალს და სიხარულით აღვასრულოთ მცნებები.
@extra8823
@extra8823 2 жыл бұрын
ირწმუნეთ ღმერთის
@bumerbumer9030
@bumerbumer9030 5 жыл бұрын
Seriozuli kitxva dasva...
@avtandilgokadze6106
@avtandilgokadze6106 4 жыл бұрын
სგ
@user-vg4nb4ge6r
@user-vg4nb4ge6r 2 жыл бұрын
მამაო სახარებაში შავით თეთრზე წერია რო ვინც ნდომით შეხედა ქალს იმრუშა. თქვენკი რასასწავლით უკუღმა ქადაგებთ. არგეშინიაა ?
@kakhaabeslamidze777
@kakhaabeslamidze777 Жыл бұрын
კონტექსტედან ამოგლეჯილი სიტყვებით მართალი ხარ მაგრამ სინამდვილეში არა!
@salomemagrakvelidze1246
@salomemagrakvelidze1246 6 жыл бұрын
ობსესიურ კომპულსური აშლილობის სიმპტომებს ჰგავს.
@user-nh4kq9cs9s
@user-nh4kq9cs9s 6 жыл бұрын
Salome Magrakvelidze shen kide wkvians gavxar
@mrsandman939
@mrsandman939 6 жыл бұрын
კი, თქვა ამ კაცმა ეგ :)
@gugagvenetadze3438
@gugagvenetadze3438 4 жыл бұрын
OCD :)
@ninuchela4432
@ninuchela4432 4 жыл бұрын
Obsession (ობსესიონ) ფრანგული სიტყვაა და ქართულად ნიშნავს?........ აზრით შეპყრობას. დავაფასოთ ქართული ენაც.
@giorgitsetskhladze2450
@giorgitsetskhladze2450 6 жыл бұрын
kzfaq.info/get/bejne/pLp9a8mE3cXRgqc.html
@ciraximshiashvili4552
@ciraximshiashvili4552 2 ай бұрын
არ მოწიო არ დალიო და დაკავდი რამით ცხვირით ისუნთქე და ეგეთ აზრებს არმიაქციო ყურადგება
@denzelwashington979
@denzelwashington979 5 жыл бұрын
ra pikri ? egeba gijia tipi? pikri... ras pikrobs vinc itsis?
@gochatabatadze9997
@gochatabatadze9997 2 жыл бұрын
გამძრრები რო ხართ...შენი სიყვა დაუძლურებულს როგორ მოუვა...?ფლიდებიხართ..წადით პური გაუნაწილეთ მშივრებს...თქვენი ლამაზი სიტყვები არავის ჭირდება...ამაოეებაა ყველაფერი...
@androzazanaqhvili6704
@androzazanaqhvili6704 3 жыл бұрын
Ar ayve mag piqrebs.mtavaria siamovnebit ar piqrob
@lovalova7870
@lovalova7870 6 жыл бұрын
მტანჯავს ეგ ფიქრები
@GreyGoose99
@GreyGoose99 4 жыл бұрын
უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი- იმეორეთ ეს სიტყვები და ეგ ფიქრებიც გაქრება.
@tonegame3371
@tonegame3371 4 жыл бұрын
@@GreyGoose99 💜❤❤❤ადამიანს ოდიდგანვე ჰქონდა ადამინური ბუნებაა ღმერთმა დაგლოცოთ ყველა ❤❤❤❤❤❤❤❤
@GreyGoose99
@GreyGoose99 4 жыл бұрын
Giorgi Giorga გაიხარე ძმაო ❤️
@mastershio3504
@mastershio3504 6 жыл бұрын
ზუსტად ეგრე მჭირს უბრალოდ ვერ ვაჩერებ არა მარტო ეგ თვალებს რომ ვხუჭავ მაშინაც თვალ წინ მიდგას ეს გარყვნილობები და უბრალოდ მეტირება ხოლმე არა მარტო ეკლესიაზე და ხატებზე მაქვს ეს ფიქრები ადამიანებზეც ჯერ პატარა ვარ და ვერ გავიგე ანუ ეს ყველაფერი სადაც არ უნდა ვიყო მაქვს და უბრალოდ რომ ჩემ თავში იტრიალოს და ყურადღება არ მივაქციო გაქრება? მტანავს ეს ფიქრები
@magnumopus7502
@magnumopus7502 6 жыл бұрын
შემოგევლეე!!!ასეთ აზრებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, მთავარია იესოს ლოცვას არ განეშორო,ხშირად ეზიარე და ყველაფერი კარგად იქნება. ხოლო ქრისტეს თუ განევშორებით, ბილწი აზრებითაც და მის გარეშეც აზრი აღარ აქვს არაფერს, არ შედრკე, ქრისტეს არ მოწყდეს შენი არსება, მთავარი ესაა. ჩვენ ერთნი ვართ ქრისტეში, შეგეწიოს უფალი!
@gurugamtsemlidze1759
@gurugamtsemlidze1759 5 жыл бұрын
რადგან ფაქტი გაწუხებს ზნედაცემული ფიქრების შესახებ,ეს უკვე ნიშნავს რომ გადარჩენილი ხარ,რადგან რეალურ ქმედებაში არასდროს იკადრებ,მიენდე შენს სულს,აკეთე ის რაც გინდა,დროთა განმავლობაში გაგიქრება ეგ ფიქრები,აღარ შეგაწუხებს.უბრალოდ გახსოვდეს რომ ღმერთი ყოველთვის შენთან არის და მასაც სურს რომ იყო მასთან სულით.
@catfalcon7396
@catfalcon7396 5 жыл бұрын
არ იდაარდო .მეც იგივე მჭირდაა. დავიწყეე ლოცვები .მოგდის ეგ აზრებიი დაიწყე ერთი და იგივე სიტყვების თქმა უფალო შენ გირჩევ უფალო შენ გირჩევ .იქამდე და გაქრება ფიქრები.. მე ვიძახი გონებით შეილება ეშმაკი მმართაავს მარაა გული ძლიერიაა .. და მთავარია გული უფლისააა. ის თუ შენშიაა ჩათვალე ეგ ფიქრები არის მეორე ხარისხოვაანი. იფიქრეე გაათაარე .. არ მიაქციო ყურადღებაა და არ აქციო ზურგი უფაალს გყავდეს გულში დაა უფაალი არ მიგატოვეებს.. მეც ეგრე ვიყავი ხო ვიძახი მარა ამ ვიდეოს მერე და მამაო თეოდორეს ვიდეოების მერეე შევიცვაალე . გულით დავიწყე ლოცვები მამაო ჩვენო .ძილად მისვლის ლოცვები . დაუთმე 15 წუთი. თუ არ გაქ ნახე ვიდეო და უსმინე . თუ კითხვა გეზარებაა ან ვერ გიხერხდება . და ყველაფერი კარგათ იქნება .. დაგლოცოოს უფალმა და გაგვაძლიეროის ყველაა ქრისტიანი..
@catfalcon7396
@catfalcon7396 5 жыл бұрын
@Liza Black ნუ შეშინდები.. არ შეწყვიტო სიარული .. და რაც არ გინდა იყოს ილოცე .მეც ეგრე ვიყავი და უნდა გააცნობიერო რო ეგ შენ არ გინდაა .. შენ ღმერთაან და უფაალთაან გინდა უფალს ირჩევ ეგ აზები რო მოდის ნუ ჯავრობ. მაგითი ნუ ჩამოშორდები უფაალს მასაც ეგ უნდაა. მას ეშინიაა შენ კიარა მაგით გებრძვის რო გაარეთ გამოგიყვანოს ეკლესიიდან და ზურგი გაქცევინოს.. არ დანებდეე..იყავი სულიერათ ძლიერი და გულით უფალთაან . და გონება კიდე ადამიანის სუსტი ადგილია .ასე რომ .ნუ შეშინდები .. მე მესმის შენიი..😉
@catfalcon7396
@catfalcon7396 5 жыл бұрын
@Liza Black ხოო ვიცი მესმის შენიი .. მომდიოოდა მეც ზუსტაად ეგრეე ვიყაავი.. რასაც მეტ წინააღმდეჩობას უწევ მით მეტად ძლიერდება. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემში ორი ძალააა კარგი და ცუდი მე როცა უფალს ვევედრებოდი და ვლოცულობდი მასე ბილწ აზრები მოდიოდაა. და მე მაინც ვაგრძელებდი ლოცვაას.. გული გტკივა რო ასე ფიქრობ და ასეთი აზრები მოგდიის.. მარა ერთს გეტჯუი შენც ხოიცი რო შენი აზრები არა შენი ფიქრები არაა შენ ხო გმობ ეგეთ აზრებს შენ ხო გტანჯავს ეგეთი ფიქრები.. ხოდა გეტყუი რო ეგ შენი აზრები და შენი ფიქრები არააა შეენ არ გეკუთნიის ჩემო კაარგოო და ნუ მიიტაან გულთააან და ნუ შეუშვებ შენში შიშს.. არ მისცე მაგის უფლებაა
@meaqvaar1475
@meaqvaar1475 6 жыл бұрын
ჩემი აზრით ვინც მსგავს კითხვებს სვავს ბრმაა და სულელი რადგან ეს იმას გავს როცა ბილწი აზრის მსგავსად როდესაც გშივდება აზრი გებადება თავში რომ უნდა შეჭამო ესეიგი გამოდის რომ მამაოსთან უნდა მიხვიდე და ესე შეეკითხო როდის ვჭამო და როდის არაო მე არავის თავზე არაფერს ვახვევ მაგრამ უბრალოდ მეცინება მსგავს სულელურ შეკითხვებზე თეოდორე ან მამაოა ან მალამო რომელიც კურნავს ესე გამოდის? რა სისულელებს აქვეყნებენ გადაგრევს ეს ხალხი
@baitchatchua3851
@baitchatchua3851 5 жыл бұрын
სისულელე ? უფალმა გაშოროს მსგავსი რამე დაგემართოს მე მჭირს და ვიტანჯები მაგით აზრზე არახარ ჩვენ ვისაც ეგ გვჭირს რა დღეში გვაქ დღე ჩვენთვის არაა და ღამე ხოდა რაც არ იცი მაგას ნუ წერ !!!
@fairman01
@fairman01 6 жыл бұрын
Yvela tqven vinc eset absurdul kitxvebs svavt xart susti adamianebi, tqveni sisustea is rom sakutari tavi ver gagicvniat bolomde, midixart da sulis simshvides mamaoebtan edzebt, roca tqveni tavis daxmareba tvitonve unda shegedzlot, ra eshmaki ra gmerti, adamianma sheqmna gmerti da ara piriqit, magram tqven xom giyvart sicrueshi cxovreba, sakutari tavis motyueba simshvidis phasad, principshi arcaa gasakviri..
@besomironadze9714
@besomironadze9714 6 жыл бұрын
Adamianma tu sheqmna gmerti adamiani maimunma sheqmna ho? Tu aa bodishi exla axali versiebia sxva galaqtitidan movfrindit da kide ragac reptiloiduri rasebia :))))
@fairman01
@fairman01 6 жыл бұрын
beso Mironadze sheqmna anu moigona, istoriebi shetxza masze
@lerigogsadze5816
@lerigogsadze5816 5 жыл бұрын
დედამიწაც და ეს ყველაფერი ირგვლივ ალბათ ეგეც ადამიანმა მოიგონა ხომ?
@fairman01
@fairman01 5 жыл бұрын
@@lerigogsadze5816 Ara rato, varskvlavebis shejaxebit rom axali civilizaciebi ihqmneba magaze arapheri gsmenia xom, tu rogor phiqrob tviteul planetas tavisi gmerti yavs? Simartle arc me da arc aravin icis jer jerobit magram me vigacis dawerili wignit mainc ar shemovipharglebi, tu shen moazrovne adamianad tvli tavs mashin unda gesmodes es..
@lerigogsadze5816
@lerigogsadze5816 5 жыл бұрын
აუ ზუსტად მაგ "ვიღაცის" დაწერილი წიგნით არსებობს დღემდე საქართველო და მე და შენც. შენ თუ მოაზროვნე ადამიანად თვლი თავს, მაგდენს უნდა ხვდებოდე :))
@nugzarmshvidobadze3946
@nugzarmshvidobadze3946 4 жыл бұрын
რომ მოვუსმინე ივანიშვილი გამახსენდა მოტყვილებაში მზაკვრობაში
@marimartsiklauri8772
@marimartsiklauri8772 3 жыл бұрын
I'm Excited To see If Kelly Can Meet This Challenge!
00:16
Mini Katana
Рет қаралды 28 МЛН
ბერი იოსებ ვატოპედელი | ლოცვის მისტაგოგია (თავი I)
35:42
მართლმადიდებლური სწავლებანი / Orthodox Teaching
Рет қаралды 14 М.
შეკითხვა: ცუდი აზრების შესახებ
7:29
ქართული არხი/Qartuli Arxi (Official)
Рет қаралды 3,9 М.
მეორედ მოსვლის შესახებ
8:40
Giorgi Kacadze
Рет қаралды 231 М.
მამა თეოდორე ბერ ნიკოლოზზე - ნარიმან მაქარაშვილზე
3:10
საეკლესიო სიახლეები • Eklesia News
Рет қаралды 23 М.