Рет қаралды 645,197
დები გოგოჭურების სოლო კონცერტი 2011 წლის 11 ოქტომბერს 19:00 საათზე, "თბილისი ართ ჰოლში", გაიმართება დები გოგოჭურების სოლო კონცერტი: „კიდევაც ვნახავ ხევსურეთს" დები გოგოჭურების შემოქმედებას უკვე დიდი ხანია კარგად იცნობს მთისა და ფოლკლურული სიმღერების მოყვარული საზოგადოება. დები აქტიურად მონაწილეობენ ფოლკლურულ ფესტივალებსა და საღამოებზე. ეს დები გოგოჭურების მეორე სოლო კოცერტია, პირველი კონცერტი გაიმართა 2008 წლის 6 დეკემბერს) კონცერტზე შესრულდება ხევსურული ფოლკლორი და ახლად შექმნილი სიმღერები მთის მელოდიებზე. კონცერტში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ: ანსამბლი "ხერთვისი", "ხრიდოლი", "ფხოვი", "ფიცვერცხლი", "ბასიანი", ძმები ილია და გიორგი ოხანაშვილები, ძმები დავით და გიორგი წიკლაურები, გიორგი გოგოჭური, მალხაზ გოგოჭური, მარიამ ჭინჭარაული, პოეტები: ირაკლი ჭინჭარაული, მერაბ არაბული, გიორგი არაბული... კონცერტზე გაიმარტება "დები გოგოჭურების" 2 ახალი ალბომის პრეზენტაცია - "კიდევაც ვნახავ ხევსურეთს" და "მავღნატრი გუროს ციხესა". პირველ ალბომში შესულია მთის მელოდიებზე ახლად შექმნილი სიმღერები, ხოლო მეორე ალბომში ძველი ხევსურული ფოლკლორი. დებ გოგოჭურებს 2009 წელს გამოცემული აქვთ ალბომი "სად დაგიჩოქო არაგვო". დასაწყისი 19:00 ბილეთის ფასი 10 ლარი მისამართი: ნაძალადევი. ცოტნე დადიანის ქ. 26 (მეტრო ნაძალადევის მიმდებარე ტერიტორია)
ბილეთის შეძენა შეგიძლიათ ხევსურულ სახლ "სამედაშენისო"-ში. მის: ლესელიძე/აბესაძე 11/2 ტელ: (832)2 99 75 19