დრიფტი, დონათი და პოპკორნი დასჯადი ხდება | წინა შუშების დაბურვაზე ჯარიმა 500 ლარი

  Рет қаралды 478

Giorgi Laluashvili

Giorgi Laluashvili

2 жыл бұрын

არხის მხარდაჭერისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია საქართველოს ბანკის მოცემულ ანგარიშზე: GE61BG0000000138099000
დრიფტი, დონათი და პოპკორნი დასჯადი ხდება | წინა შუშების დაბურვაზე ჯარიმა 500 ლარი
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები:
fb.watch/es_xMy-R_-/
#დრიფტი #ჯარიმა #ხმაური
• დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება.
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
• დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
• შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
• კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
• დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.
გამოგვიწერეთ სოციალურ ქსელებში:
kzfaq.info_c...
/ giolaluashviliofficial
/ g.laluashvili

Пікірлер: 6
@gigajiqia3457
@gigajiqia3457 2 жыл бұрын
კაროჩე რა მოსაცილებელია ეს მთავრობა უკვე დიდი ხანია
@GiorgiLaluashvili
@GiorgiLaluashvili 2 жыл бұрын
ხალხზე ორიენტირებული არცერთი მთავრობა არ იყო საქართველოში და არც იქნება 🙂სამწუხაროდ
@gigajiqia3457
@gigajiqia3457 2 жыл бұрын
@@GiorgiLaluashvili ჩვენი ბრალია ისევ რომ ბევრს ვაბლატავებთ მთავრობა ხალხს უნდა ემსახურებოდეს აქ კიდე ჩვენ ვემსახურებით მათს
@GiorgiLaluashvili
@GiorgiLaluashvili 2 жыл бұрын
@@gigajiqia3457 კი სამწუხაროდ 4 წლის მერე აქ თუ არ ვცვალეთ ხელისუფლება ეგრე კისერზე გვაჯდებიან რა
@ZodiacPerfect1
@ZodiacPerfect1 2 жыл бұрын
ეს წესები როდიდან შემოდის? უკანა ფანჯრები და ბაგაჟნიკის ზედა ფანჯარა 100% მაქვს და ნახევარ საქათვერლოს მასე აქვს და არ წერენ ჯარიმას წინები 0% მაქ
@GiorgiLaluashvili
@GiorgiLaluashvili 2 жыл бұрын
შსს მომსახურების სააგენტოში დარეკო და კითხო ჯობია +995(032)2419191
Вечный ДВИГАТЕЛЬ!⚙️ #shorts
00:27
Гараж 54
Рет қаралды 14 МЛН
버블티로 체감되는 요즘 물가
00:16
진영민yeongmin
Рет қаралды 126 МЛН
ევროპიდან დაბრუნებული ძველი ბიჭი | ახალი შაბათის შოუ
10:12
შაბათის შოუ ჯგუფი - Shabatis Show Group
Рет қаралды 124 М.
ღარიბაშვილის მდიდრული ავტოპარკი
15:50
ნოდარ მელაძის შაბათი - nodar meladzis shabati
Рет қаралды 15 М.
Choose a car for Mom ♥️ #shorts #trending #viral #cars
0:17
Fastlane
Рет қаралды 10 МЛН
Rude Man Learns Parking Etiquette #shorts
0:19
Fabiosa Best Lifehacks
Рет қаралды 3,7 МЛН
Менты остановили фуру 😂 #6кадров #смех #юмор
0:48
Смешно и Грустно
Рет қаралды 820 М.