No video

განძანი-აბულის ციხე-ლევანის ტბა-ტამბოვკა/ Gandzani-Abuli Fortress-Levani Lake - Tambovka

  Рет қаралды 5,914

ლაშქრობა

ლაშქრობა

Күн бұрын

ვიდეოში აღწერილია 2022 წლის 20-21 ივლისს გავლილი მარშუტი "განძანი-აბულის ციხე-ლევანის ტბა-შაორის ციხე-ტამბოვკა", დეტალურად მარშუტი შეგიძლიათ ამ ბმულიდან ჩამოიწეროთ drive.google.c...
ლანდშაფტი და რელიეფი სრულიად განსხვავებული და უნიკალურია, ვეება ვულკანური მთები, კონუსები, ქვის მდინარეები, მორენები, ალპური ტბები - განსაკუთრებულად დასამახსოვრებელს ხდის ლაშქრობას. განძანი ფარავნის ტბის მახლობლად გაშენებული, სომხებით დასახლებული დიდი სოფელია. სოფლის ბოლოს ლამაზი, ძველი ხიდი და გემრიელი წყაროა. სწორედ აქედან დავიწყეთ ჩვენც ფეხით სიარული. თანაბარი გრუნტის გზით ავედით აბულის ციხემდე. ციხე შთამბეჭდავია, მშრალი წყობითაა ნაშენი და გარდასულ დროში გაცილებით დიდრონი იქნებოდა, დღეს კი წარაღუა ტურისტები კედლებზე ზედ ბობღიალით აზიანებენ ამ სანუკვარ ძეგლს. აბულის ციხიდან მთა პატარა აბულის ჩრდილოეთით დავეშვით. ბილიკი არ არის მოწყობილი. მაღალ ბალახში, ქვებზე ფეხის გადაბრუნების მაღალი შანსია. ასე რომ, მანდ ფრთხილად იყავით. შემდეგი ორიენტირი დანგრეული მეცხვარეების სახლია, შიდა კედლებზე ძალიან გარყვნილი მხატვრობა ვიხილე, თბილისის კედლებზე რას არ ნახავს კაცი, მაგრამ ასეთი რამ დედაქალაქშიც კი არსად შემხვედრია. ამ "ხელოვნების ნიმუშის" შემდეგ გადავკეთეთ ელექტრო ხაზები და კვლავ ჩრდილოეთით ავუყევით თანაბარ ბილიკს. უკვე საკმაოდ დაღლილები მივადექით პირველ საბანაკეს, ლოკალიზებული ლამაზი ტბები, ჭანჭრობები ლამაზადაა მოქცეული ალპურ ქვაბულში. ჩვენდა გასაკვირად, ნორმალური წყარო აქაც ვერ ვნახეთ, აქ კიარადა წინასწარ გეტყვით, რომ მთელ მარშუტზე ნორმალური წყარო არ შეგხვედრია. შესაბამისად, ჩვენი გასვლის ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობა იყო. პირველი საბანაკიდან "ბუსტჰალტერის" მთას, რომელიც ორ ვეება ძუძუს მოგვაგონებს, მარცხნიდან უნდა შემოვუაროთ, 2900 მეტრე ავიდეთ, სადაც დაგვხვდება მანიშნებელი დაფა. ამ დაფიდან 400-500 მეტრში ძალიან ლამაზი მრგვალი ტბაა. იმდენად ლამაზი, რომ ჩემთვის მარშუტის ყველაზე სანუკვარ წერტილადაც კი შევრაცხე. სამომავლოდ ვიმედოვნებ, ერთხელ ამ ტბის ნაპირებზეც დავბანაკდები. იქვე ძველი, აუფეთქებელი ჭურვი ვიპოვე. ადრე აბულის ძირში პოლიგონი იყო. ეტყობა, რომელიმე არტილერისტმა ნამეტანი მოინდომა და მთის იქით გადააცილა ჭურვი, ფრთხილად იყავით! ხელი არ მოკიდოთ! მრგვალი ტბიდან უღელტეხილის გავლით, დიდ ლოდებზე სკუპ-სკუპით დავეშვით გრძელ "კიტრანა" ტბასთან, ნაპირზე პლასტმასის ნაგავი შევაგროვეთ და თან წავიღეთ. გთხოვთ! გთხოვთ! ნუ დაყრით ნაგავს, მითუფრო ასეთ სამოთხეში. კიტრანას ტბიდან უკვე გასავათებული ლევანის ტბაზე გადავჩანჩალდით, საბანაკეზე კარავი აღვმართეთ, მაგრამ იმ 2-3 წუთში სანამ გრძელმკლავიანს ჩავიცვამდი კოღოებმა სრულად შემმუსრეს. გამოვიძინეთ, ენერგია აღვიდგინეთ და შემდეგ დღეს უკვე სეირნობა-სეირნობით ალპური აფრიკა (ასე იმიტომ დავარქვით, რომ დამშრალი გუბურები გვხვდებოდა სულ გზადაგზა და ჩვენც წყალი გვწყუროდა) გადავიარეთ, შაორის მთას და ციხეს მივადექით, იქაც ავძვერით, შაორის მთის წვერზე ნისლიან ამინდში მოხუც დრუიდებსაც გამოვესაუბრეთ და სოფელ ტამბოვკაში დავასრულეთ ჩვენი გასვლა. გასვლის მთავარი მიგნება, ბუნებრივ სილამაზეებში, მრგვალი ტბა იყო, ხოლო ისტორიულ ძეგლებში - შაორის ციხე. სოფელი ტამბოვკაც საინტერესო და გამორჩეულია, ღრმა რუსეთიდან გადმოსახლებულ დუხობორებს აუშენებიათ და შემდეგ 90-იან წლებში მიუტოვებიათ კიდეც ეს ლამაზი სოფელი. დღეს სომხები ცხოვრობენ. საძოვარი, სახნავი აქვთ - გვერდზე უზარმაზარი ტბა და თევზი, ერთი ცოტა ტყის ნაკლებობაა თორე ისე არაფერი უჭირთ. ამ ხუმრობა-ხუმრობაში 49 კილომეტრი გამოგვივიდა, თან ვიდეოს გადაღება, თან სიცხე და კი დავიქანცეთ, ტრანსპორტის ამბავი ჭირს. ერთი ჩვენიანი ავტოსტოპით ტრასამდე გაყვა, იქიდან ისევ ავტოსტოპით განძანამდე სადაც ჩვენი მანქანა გვქონდა დატოვებული, წამოიყვანა მანქანა ჩვენც ჩაგვისვა და წალკის გავლით დავბრუნდით ცხელ დედაქალაქში. კარგი გასვლა გამოვიდა. ვფიქრობ, ივნისში და სექტემბერში, სეზონიდან გამომდინარე, კიდევ უფრო განსხვავებული გარემო შეიძლება დაგხვდეთ. ასევე, შეიძლება, რომ მანქანით ლევანის ტბამდე მიხვიდეთ ახალქალაქიდან, ხულგუმოდან - დასცეთ ბანაკი და ტვირთის გარეშე მოინახულოთ მის გარშემო არსებული ლამაზი ალპური ტბები და მთის მწვერვალები. სამომავლოდ, ალბათ, ასეც მოვიქცევი.
ვიდეოს გადაღებაში გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას, განსაკთრებული მადლობა დავით მუმლაძეს და ნინო ხაზალაშვილს.
ტურისტული ინფორმაცია რეგიონზე შეგიძლიათ იხილოთ აქ visitsj.ge/wha...
მონტაჟის რეჟისორი: თინათინ მუმლაძე

Пікірлер: 62
@nikoloz123_
@nikoloz123_ Жыл бұрын
ბირთვისიც ულამაზესი ადგილია❤
@tsotneodikadze7414
@tsotneodikadze7414 2 жыл бұрын
კარგი ბილიკია👍
@demetre2669
@demetre2669 Жыл бұрын
მაგრად მიყვარხარ♥️♥️
@gaglo1991
@gaglo1991 2 жыл бұрын
ძალიან კარგი და საინტერესო იყო ❤❤❤
@KazuxaFilms
@KazuxaFilms 2 жыл бұрын
ასცორებს მაგრად !!! წარმატებები
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
მადლობა
@kakotsetskhladze483
@kakotsetskhladze483 2 жыл бұрын
ვაა ახალი ვიდეო👍🏻👍🏻👍🏻
@andriaachuashvili
@andriaachuashvili 9 ай бұрын
ახალი ვიდეო გადაიღე გთხოვ
@mamukagvineria2968
@mamukagvineria2968 2 жыл бұрын
კარგი თაობა ხართ იმედიანი მადლობა
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
მადლობა რომ გვიყურებთ.
@datobachilava3111
@datobachilava3111 2 жыл бұрын
აუუ ბოლომდე ვუყურე გადახვევის გარეშე!! 45 კილომეტრიი ეგრევე დაგეტყოთ. სასიამოვნოო ვიდეო იყო ,ბევრ ქართველ იუთუბერთან შეძლებთ კოლაბს. სიამოვნების 23 წუთი
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
მიხარია რომ მოგეწონა
@teimurazgamkrelidze5814
@teimurazgamkrelidze5814 2 жыл бұрын
ძაან კარგი გასვლა გამოვიდა. წარმატებები.
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
მადლობა
@Sandro-rp9un
@Sandro-rp9un Жыл бұрын
ძალიან მეამაყება, რომ საქართველოში მსგავსი შინაარსის ვიდეოებს იღებენ. საინტერესოდ გადმოცემული, ვიდეო ვიზუალურად დახვეწილი, უბრალოდ კარგი იქნებოდა ასევე ამ ადგილების შესახებ უფრო მეტი ისტორია გეამბათ🙏
@davitkveliashvili1215
@davitkveliashvili1215 3 ай бұрын
Sagol kargia
@user-jb9zl5us1c
@user-jb9zl5us1c Жыл бұрын
გააგრძელე ვიდეოების დადება ! 😊👏👏👏
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
აუცილებლად, სავარაუდოდ წელს, ზაფხულის მერე, შეიძლება იქამდეც.
@user-jb9zl5us1c
@user-jb9zl5us1c Жыл бұрын
@@Lashqroba. იქამდე არ გამოვიდა და იმედია ზაფხულის მერე კიდევ ვისიამოვნებ. ბავშვობა გადავატარე თქვენი ვიდეოების ყურებით, ახლახანს კარავი ჩამომივიდა და მეც ვიწყებ რამდენიმე დღიან გასვლებს უზომოდ ბედნიერი🥰
@ziragorgodze5363
@ziragorgodze5363 14 күн бұрын
არაჩვეულებრივი ლაშქრობა მეც ვისიამოვნე
@malo_ALNO
@malo_ALNO 5 ай бұрын
რატი წახვედი იუთუბიდან გვჭირდება შენი ვიდეოები დაბრუნდი ❤
@tron4334
@tron4334 Жыл бұрын
გამარჯობა,ერთ-ერთ თქვენ ვიდეოში სადაც ლექციას ატარებᲓით სალაშქრო აღჭურვილობის შესახებ, ბოლოში თქვით,რომ ბორჯომიდან ჩამოხვედით თბილისში ფეხით 5 დღეში და მაგრად მაინტერესებს მარშრუტი თქვენით გააკეთეთ,დასახლებული ფუნქტებით იარეთ თუ ველურ ბუნებაში.მოკლედ საინტერესოა და თუ შეგიძლიათ მაგ ლაშქრობაზე რამოდენიმე წინადადებით რომ მომიყვეთ.
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
kzfaq.info/get/bejne/mNlomtWWt87Wj4k.html
@GEOKUPANT
@GEOKUPANT Жыл бұрын
საინტერესო ადგილია. ნაშალი ქვის მთები დგას ფატიურად. ვერ დავიჯერებ რომ მარტო ბუნების ნახელავი იყოს :დ
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
თავისი განსაკუთრებული აურა აქვს, მართლა სხვანაირი მთებია.
@fedia7005
@fedia7005 7 күн бұрын
ლევანის ტბასთან
@giogio4002
@giogio4002 2 жыл бұрын
გიო,საკარვე (საბანაკე) ადგილის შერჩევის ვიდეოს თუ დადებ კარგი იქნება ❤რა უნდა გავითვალისწინოთ და ა.შ,მაგალითად ალპურ ზონაში როგორ ადგილას ,ან ტყიან მასივში.
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
კი აუცილებლად, ერთერთ გადასაღებ ვიდეოდ ეგეც მაქვს მონიშნული.
@fAb_-
@fAb_- Жыл бұрын
ვიდეოებს რატომ აღარ დებთ?♥️ ვიდეოების დადების შორის დრო შეამცირეთ, ძაან იშვიათად დებთ
@fedia7005
@fedia7005 7 күн бұрын
ხომ ვერ მეტყვით, სამანქანო გზა თუ მიდის ახლოში მაინც და საიდან?
@lianaberishvili3203
@lianaberishvili3203 11 сағат бұрын
რატომ ქვია ლევანის ტბას ლევანი?ეგებ ვინმემ დაწეროთ
@sabagogia
@sabagogia 2 жыл бұрын
მარშუტი, გერგეთი საბერწესია, შეასწორეთ
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
ჩავასწორე, მადლობა
@giorgiabramia2589
@giorgiabramia2589 Жыл бұрын
სად დაიკარგე გიორგი? ინსტაგრამზე გააკეთე გვერდი
@user-jb9zl5us1c
@user-jb9zl5us1c Жыл бұрын
რუკა/კომპასზე იქნება საინტერესო ვიდეო.
@dante4687
@dante4687 Жыл бұрын
გიო ძველი სტილის ვიდეოების დაბრუნებას ხომ არ აპირებ? სალაშქო აღჭურვილობების განხილვას?
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
აუცილებლად.
@dante4687
@dante4687 Жыл бұрын
@@Lashqroba. წარმატებები ❤️🖤
@kakotsetskhladze483
@kakotsetskhladze483 Жыл бұрын
მოგვანატრეთ თავი 😢
@kakotsetskhladze483
@kakotsetskhladze483 2 жыл бұрын
კვადროციკლით ამ მარშუტის გავლას შევძლებ?
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
ვერა, იმ ქვებზე რანაირად ივლი. ზოგადად ისე სალაშქრო ბილიკებზე ნორმალურ ქვეყნებში კვადროები-მოტოები არ მოსულა, თხრის და აფუჭებს ბილიკს.
@kakotsetskhladze483
@kakotsetskhladze483 2 жыл бұрын
@@Lashqroba. გასაგებია არ ვიცოდი და მადლობა ყურადღებისთვის 🙏🏻
@kakotsetskhladze483
@kakotsetskhladze483 2 жыл бұрын
არ დაყაროთ ხალხო ნაგავი არსად სადაც არ უნდა იყოთ, გავუფრთხილდეთ რა ამ პატარა ქვეყანას
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
ნამდვილად!
@lashaturmanidze
@lashaturmanidze Жыл бұрын
თქვენთან ერთად სალაშქროდ წამოსვლა შესაძლებელია ?
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
როგორც წესი 2-4 კაცის შემადგენლობით დავდივარ ხოლმე, კომერციულ ტურებს არ ვაწყობ, ამ მიმართულებით რამე თუ შეიცვალა აუცილებლად გავაჟღერებ.
@giorgistepa8592
@giorgistepa8592 2 жыл бұрын
მარშუტის გადმოწერა რომ ვსცადე გერგეტი-საბერწეს მიჩვენბს
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
ჩავასწორე
@amiranchokheli9652
@amiranchokheli9652 2 жыл бұрын
რამდენი ხანი ველოდი დაბრუნებას
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
აქ ვარ სულ :) როცა დროა ეგრევე გადავიღებ
@user-eq3ss9tc2i
@user-eq3ss9tc2i Жыл бұрын
რუკის და კონპასის გაკვეთილებიც გადასაღები გაააქვს
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
არის გეგმაში.
@nikusha_a
@nikusha_a Жыл бұрын
გიო მოკლედ შენგან რჩევა მჭირდება, ძალიან მომწონს შენი ვიდეოები დაინდა რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამოვცადო სადმე მინდა რომ გავიდე. აღჭურვილობა ყველაფერი მაქვს რაც საჭიროა მამაჩემისგან😅(სამხედროა) და სად მირჩევდი დასაწყისისთვის გასვლას (გორში ვცხოვრობ)
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
გორი ბრწყინვალე მუნიციპალიტეტია ლაშქრობის მოყვარული ადამიანისთვის, ბევრი მივლია მანდ. ძირითადი მიმართულება გორის სიახლოვეს თავისთავად თრიალეთის ქედზეა: ტანას, ძამას და თეძმის ხეობები, ყველაზე ახლოს ტანას ხეობაა. დანახვისზე ადი, ვერეს ხეობა მოინახულე, მერე ბიისის ჩანჩქერი, სოფელი ორმოცისკენ ძალიან კარგი ფიჭვის ტყეებია სასიარულოდ საიდანაც თეძმის სათავეებზე გადადდიხარ, ერთი სიტყვით ატენის ხეობა აითვისე, ჯერ ერთდღიანებით, შემდეგ ორდღიანებით.
@nikusha_a
@nikusha_a Жыл бұрын
@@Lashqroba. დიდი მადლობა რჩევისთვის გავითვალისწინებ აუცილებლად
@khantadze
@khantadze 2 жыл бұрын
მომინდა მეც მანდეთ გავლა :)
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
მაგარი ადგილებია, გაზაფხულის ბოლოს იქნება კიდევ უფრო ლამაზი თოვლი ჯერ კიდევ შერჩენილი როა.
@giorgiwero7715
@giorgiwero7715 Жыл бұрын
karoche erti 300 kilometrian kruizs ro dapireb unda camovide ra aba 100 k ra aris 1 dgeshi vfarav 100 k 300 ro iqnrba an 500 camovide unda ra : )))
@user-eq3ss9tc2i
@user-eq3ss9tc2i Жыл бұрын
აღჭურვილობის განხილვებიც გააკეთე ნუ მოკალი არხი😂
@Lashqroba.
@Lashqroba. Жыл бұрын
გავაცოცხლებთ :)
@user-zj4kx6jo5e
@user-zj4kx6jo5e 2 жыл бұрын
დაბრუნდი გიო?
@Lashqroba.
@Lashqroba. 2 жыл бұрын
აქ ვარ სულ გულით და სულით, გარემოებები როგორც კი შეიცვლება ვეცდები უფრო ხშირად დავდო.
Running With Bigger And Bigger Feastables
00:17
MrBeast
Рет қаралды 159 МЛН
Get 10 Mega Boxes OR 60 Starr Drops!!
01:39
Brawl Stars
Рет қаралды 19 МЛН
wow so cute 🥰
00:20
dednahype
Рет қаралды 30 МЛН
ერთი პურით გავლილი 50 კილომეტრი
37:06
გელა ბარკალაიას ისტორია - საქართველოს დაბადება
1:26:11
საქართველოს დაბადება
Рет қаралды 154 М.
ოთხი ფეხსაცმლის ისტორია
12:57
ლაშქრობა
Рет қаралды 9 М.
Running With Bigger And Bigger Feastables
00:17
MrBeast
Рет қаралды 159 МЛН