გურამიშვილის მთავარი სიყვარული | ლევან ბერძენიშვილი

  Рет қаралды 24,321

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

4 жыл бұрын

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Omnia vincit amor („ყველაფერს ამარცხებს სიყვარული“) გთავაზობთ საუბარს დავით გურამიშვილზე, რომელმაც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება უცხოეთში გაატარა და რომ არა შემთხვევა, ჩვენ ვერასოდეს გავიგებდით, თუ როგორ გაატარა მან იგი მხოლოდ ერთი სიყვარულით, როგორ უერთგულა მან ამ სიყვარულს და როგორ იცხოვრა ამ სიყვარულით. დავით გურამიშვილის სიყვარულის ერთადერთი საგანი მისი სამშობლო იყო, ამ სიყვარულს მიუძღვნა მან მთელი ცხოვრება, აქცია
თავისი სიყვარული სიტყვებად, სიტყვები - სტრიქონებად, სტრიქონები - პოემებად და ლექსებად, ყველაფერი ეს კი - წიგნად, დაარქვა ამ წიგნს „დავითიანი“ და მხურვალე სიყვარულის ეს კრებული გამოუგზავნა თავის სატრფოს, საქართველოს. დავით გურამიშვილი 22 წლამდე საქართველოში იმყოფებოდა, აქ დაიბადა თავადების, გურამიშვილებისა და ვახვახიშვილების, ოჯახში, აქ დაქორწინდა აზნაურ გარაყანიძის ქალზე და სწორედ მეუღლის მამულიდან გაიტაცეს ლეკებმა და დაიწყო მისი უცნაური, ტრაგიკული და პოეტურად მშვენიერი თავგადასავალი. გურამიშვილის პოეზიაში პოეტის თავგადასავალი არის საქართველოს თავგადასავალი. საქართველოცგურამიშვილივით არის შეუპოვარი, დაუმონებელი, დაუმარცხებელი. ასეა ეს მის პოეზიაში. გაიქცა საპყრობილიდან. დაიჭირეს. კიდევ ერთხელ გაიქცა. იომა რუსეთის სახელით. იჯდა ციხეში. და ყოველთვის და ყველგან, მაგდებურგსა და ფინეთში, მოსკოვსა და მირგოროდში ფიქრობდა მხოლოდ ერთ საგანზე, საქართველოზე. როგორ გადარჩა მისი პოეზია, რატომ ვერ ამაღლდა პორუჩიკის წოდებაზე მაღლა, რა შემატა მან ქართულ სულიერებას, როგორ გააგრძელა მან რუსთაველის შემდეგ გაწყვეტილი პოეზიის ხაზი, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 18
@nika60
@nika60 4 жыл бұрын
ძალიან მიყვარს გურამიშვილი მას ყოველთვის ვუტოლებდი რუსთველს..და კიდევ დავამატებდი რომ ემიგრაციაში მყოფ ადამიანს განსაკუთრებით უმძაფრდება გრძნობები სამშობლოსთან მიმართბაში,განსაკუთრებულად გტკივა შენი ქვეყანა,ალბათ ამანაც დიდი გავლენა იქონია მის მწერლობაზე..
@ninougrechelidze1950
@ninougrechelidze1950 4 жыл бұрын
ილაპარაკეთ ბატონო ლევან,თქვენ ყველაზე დიდ საქმეს აკეთებთ ქართველი ერის ზნეობრივ აღზრდაში:*:* ქედს ვიხრი თქვენ წინაშე.....
@Lali-gz4du
@Lali-gz4du 5 ай бұрын
ბატონო ლევან,ვინც რა უნდა თქვა,მაგრამ თქვენ ხარ განათლებული,თავისი საქმის მცოდნე,ერთეულს შეუძლია გაიგოს.. მხოლოდ იმან,ვისაც აქვს არა ტვინი,არამედ გონება.თქვენ ნუ უსმენთ სხვებს...ისაუბრეთ,აკეთეთ ის,რაც მიგაჩნიათ მართალია .მე მოვისმინე თქვენი ლექცია თამარ მეფის და დემეტრეს შესახებ.ამას, თითქმის ვერსად წაიკითხავ.👏
@Lali-gz4du
@Lali-gz4du 5 ай бұрын
გურამიშვილს ჩვეულებრივ ვუტოლებ რუსთაველს და, ხანდახან, წინ ვაყენებ.😊❤
@foch155amxfoch3
@foch155amxfoch3 4 жыл бұрын
respect levan batono
@Tamara-yo9md
@Tamara-yo9md 2 ай бұрын
❤❤❤
@AzaKodalashvili
@AzaKodalashvili 4 ай бұрын
დიდი მადლობა ❤❤❤
@marikhutsidze4699
@marikhutsidze4699 4 жыл бұрын
ემიგრაციაში მყოფმა ამდენი სიკეთე მოუტანო შენს ქვეყანას👏
@vaso.zaqariadze1985
@vaso.zaqariadze1985 2 жыл бұрын
ეს აუცილებელია ყველამ უნდა მოუსმინოთ
@tinikogegidze2234
@tinikogegidze2234 4 жыл бұрын
მადლობა👏👏👏❤❤❤
@ekaiakobashvili8961
@ekaiakobashvili8961 2 жыл бұрын
როგორ გააღწია სარუსეთოს და უფლის წყალობით,ის ყველგან აღნიშნავს ,.რომ თუ კაცი ღმერთს მიენდობა,ღმერთი მას განსაცდელში არ მიატოვებსო,ღრმად მორწმუნე ქრისტიანია გურამიშვილი,რატომღაც არ ამახვილებ ამაზე ყურადღებას
@ticambrolauri7070
@ticambrolauri7070 3 жыл бұрын
გულისყურით მოსასმენია...
@tengotkhinvaleli6106
@tengotkhinvaleli6106 4 жыл бұрын
საამაყო ქართლელი
@mariburjanadze810
@mariburjanadze810 2 жыл бұрын
სამწუხაროა, რომ ტყვეობიდან დახსნისას არ საუბრობთ განთავისუფლების მთავარ ხელშემწყობზე, - ღმერთზე. შესაძლოა არ გწამდეთ ღმერთის, მაგრამ თვითონ გურამიშვილი რასაც წერს, ამის შეცვლის ან უთქმელობის უფლება არ გაქვთ. მით უმეტეს, როცა გურამიშვილზე ვსაუბრობთ, რომელიც თავის ყოველ ნაბიჯს ღმერთს უკავშირებს.
@lightfallonthehead3842
@lightfallonthehead3842 2 жыл бұрын
+rep said gg
@thomgeo8073
@thomgeo8073 4 жыл бұрын
დაეგდე სავერძელზე ნორმალურად, რას გათხლაშურხარ ფინთი გოიმივით, არ ეგების გურამიშვილზე საუბარი ესეთ საზიზღარ პოზაში, თანაც ბოტასების სუნით გვაყროლებ.
@giorgitoklikishvili9586
@giorgitoklikishvili9586 4 жыл бұрын
Thom geo რაყლე ყავხარ პატრონს
@leilaabuashvili7390
@leilaabuashvili7390 4 жыл бұрын
gamogicnob sen xar is erti dislaiki 175 dan uxx es weteli kvercxi
ლევან ბერძენიშვილი: გალაკტიონის „თოვლი“
36:28
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 63 М.
Маленькая и средняя фанта
00:56
Multi DO Smile Russian
Рет қаралды 5 МЛН
Super sport🤯
00:15
Lexa_Merin
Рет қаралды 20 МЛН
КАК СПРЯТАТЬ КОНФЕТЫ
00:59
123 GO! Shorts Russian
Рет қаралды 2,8 МЛН
პერსონაჟი: ანტიგონე | ლევან ბერძენიშვილი
33:40
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 15 М.
ლევან ბერძენიშვილი: შეყვარებული ჰიუგო
35:35
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 12 М.
სიყვარული | ლევან ბერძენიშვილი მინი-ლექცია
28:22
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Рет қаралды 20 М.
ლიტერატურული პანორამა - დავით გურამიშვილი
22:07
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
Рет қаралды 884
Маленькая и средняя фанта
00:56
Multi DO Smile Russian
Рет қаралды 5 МЛН