ჯალალედინ რუმი, არსთა მესნევი | ლევან ბერძენიშვილი

  Рет қаралды 13,723

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

4 ай бұрын

📖 რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ გთავაზობთ საუბარს გენიალური პოეტის, ჯალალედინ რუმის პოემაზე „არსთა მესნევი“.
🕌 პოემის მიზანია, მკითხველი ღმერთთან მიახლების, ადამიანის ღმერთში განზავების მისტიკურ საიდუმლოებებს აზიაროს, ნაწარმოების თითოეული ნაწილი კი, მისი ყოველი წიგნი, ამ მეტაფიზიკური კიბის ახალი, წინასთან დაკავშირებული, თუმცა თვისებრივად განსხვავებული საფეხურია.
📿 არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის - „მასნავის“ - ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას.
🪶 „არსთა მესნევის“ ავტორი, ჯალალ ედ-დინ მოჰამმად ბ. ბაჰა ად-დინ მოჰამმად იბნ ბალხი (1207-1273 წწ.), რომელიც ცნობილია ზედწოდებითაც „მოულანა“ („ჩვენი ბატონი“), გამოჩენილი სპარსელი მისტიკოსი და პოეტი, მოულავიას სუფიური საძმოს დამაარსებელ-ეპონიმი და არაფორმალური ხელმძღვანელია. გენიალური პოემის გიორგი ლობჟანიძისეულმა თარგმანმა საბას პრემია დაიმსახურა.
🎧 პოდკასტის აუდიოვერსიის მოსასმენად დააჭირეთ ბმულს 👉🏻 tinyurl.com/2362mwc2
--
🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 www.radiotavisupleba.ge
გამოგვყევი 👇🏻
KZfaq-ზე 👉🏻 tinyurl.com/5ek3z4e3
Facebook-ზე 👉🏻 tinyurl.com/yc84b2x3
Instagram-ზე 👉🏻 tinyurl.com/2cb8w3wp
TikTok-ზე 👉🏻 tinyurl.com/3skhv3ws
Threads-ზე 👉🏻 tinyurl.com/bddphfyp

Пікірлер: 16
@user-cz5xg1rj6f
@user-cz5xg1rj6f 4 ай бұрын
მადლობა, რომ არსებობთ ბატონო ლევან!🌟🌟🌟🌟🌟❤️❤️❤️❤️❤️❤️
@dianatsitsakishvili9285
@dianatsitsakishvili9285 4 ай бұрын
მადლობა ❤❤❤
@user-oq1cj4ke2k
@user-oq1cj4ke2k 4 ай бұрын
მადლობა❤❤❤
@tamarikalatozishvili5639
@tamarikalatozishvili5639 4 ай бұрын
დიდი მადლობა ბატონო ლევან ❤
@eva4116
@eva4116 4 ай бұрын
ბატონო ლევან ❤❤❤!
@supertamarela
@supertamarela 4 ай бұрын
მადლობა
@user-sf3qw9hy5e
@user-sf3qw9hy5e 4 ай бұрын
დიდი რუმი..მოვლენა...მე ანტალიაში ვცხოვრობ და ფანატიკურად ვარ გატაცებული მევლანათი...ასეთი ღრმა ცოდნა ადამიანისა არ შემხვედრია... gitmeden gelemezsin....ლიტერატურულად რო ვთარგმნოთ: წადი თუ დაბრუნება გინდა...მისი მოკლე რობები ისე თანამედროვეთ ჟღერს რომ გაოცებური რჩები...მაქვს ბედნიერება რო წავიკითხო მისი თხზულებები თურქულად...შემს თებრეზი და რუმის ურთიერთობა ცალკე ლექციებს მოითხოვს ბატონო ლევან...❤❤❤
@e404rr
@e404rr 4 ай бұрын
მევლანაააააააა რუმზეეე ბევრი ისაუბრეთ
@Tusinosi
@Tusinosi 4 ай бұрын
Best
@annanozadze2994
@annanozadze2994 4 ай бұрын
@natalianebieridze8562
@natalianebieridze8562 4 ай бұрын
ბ.ლევან ერთხელ მაინც გეხსენებათ ის საოცრად ნიჭიერი ადამიანი ვინც ამხელა შრომის ფასად თარგმნა ქართულად..😳💗
@nanimxeidze7611
@nanimxeidze7611 4 ай бұрын
კიახსენა ბატონი ლობჟანიძე
@user-sf3qw9hy5e
@user-sf3qw9hy5e 4 ай бұрын
ველოდი რომ უფრო ღრმად და ჩაწვდებოდით შპარგალკის გარეშე მევლანას...Celaleddin Rumi (Mevlana) ამას იმსახურებს...
@user-ob1kc4wx8f
@user-ob1kc4wx8f 4 ай бұрын
ანუ, როგორც ვივარაუდე, "ულისეს" გარეშე დამთავრდა 100 წიგნი?😃 წიგნი, რომელზეც ყველაზე მეტი იყო სასაუბრო, ჰომეროსთან და შმიტთან ერთად მიგდებული ორიოდე სიტყვით ამოიწურა, ყოჩაღ😀
@GGGG-wb8bk
@GGGG-wb8bk 4 ай бұрын
ხუან რულფო ?? 😏
@bejanijevaishi7709
@bejanijevaishi7709 4 ай бұрын
გამარჯობა! რუმი არ ნიშნავს რომაელს, ბერძენს ნიშნავს .
Hot Ball ASMR #asmr #asmrsounds #satisfying #relaxing #satisfyingvideo
00:19
Oddly Satisfying
Рет қаралды 23 МЛН
🍟Best French Fries Homemade #cooking #shorts
00:42
BANKII
Рет қаралды 47 МЛН
სოლონი - ბრძენი და პოეტი - ლევან ბერძენიშვილი
32:47
ლევან ბერძენიშვილი: პილატეს სახარება
37:55
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 78 М.
ლევან ბერძენიშვილი: ოდისევსი
38:05
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 32 М.
Hot Ball ASMR #asmr #asmrsounds #satisfying #relaxing #satisfyingvideo
00:19
Oddly Satisfying
Рет қаралды 23 МЛН