ჯემალ ქარჩხაძე, ქარავანი | ლევან ბერძენიშვილი

  Рет қаралды 15,511

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

Жыл бұрын

რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს ქართველი მწერლის, ესეისტისა და დრამატურგის, ჯემალ ქარჩხაძის რომან „ქარავანზე“. ჯემალ ქარჩხაძე ინტელექტუალური პროზის მთავარი ფუძემდებელია მეოცე საუკუნის მწერლობაში და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მწერალია ოცდამეერთე საუკუნეში. იმის გამო, რომ მან ბევრი რამ იწინასწარმეტყველა, როგორც შემოქმედმა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძალიან თანამედროვე მწერალი გახლავთ. „ქარავანი“ გოეთეს „ვილჰელმ მაისტერისა“ და თომას მანის „ჯადოსნური მთის“ მსგავსად ე.წ. ბილდუნგსრომანია ანუ მასში აღწერილია ახალგაზრდა კაცის პიროვნებად ჩამოყალიბების ისტორია. მთავარი გმირის, აბელის, გზაზე ნელ-ნელა ჩნდებიან მისი მასწავლებლები. უპირველეს ყოვლისა, მასაც ჰყავს გენეტიკური გურუ ბაბუის სახით, როგორც ჰანს კასტორპს ჰყავდა ტინაპელი და დომენიკოს - მამა. შემდეგ ყველაფერი აბელის თანაკლასელით, მირიანით, ხელახლა იწყება. მირიანი კვდება და მის ადგილს გედეონ რევია და სამსონი იკავებენ...

Пікірлер: 29
@annaskhiladze1740
@annaskhiladze1740 Жыл бұрын
უღრმესი მადლობა, ბატონო ლევან! ❤ ჩემს დროს არც "იგი" იყო სკოლის პროგრამაში და ქარჩხაძე ყურმოკვრითაც კი არ მქონდა გაგონილი 35 წლამდე. ვკითხულობდი, ვერ ვძღებოდი და მახსოვს ჩემი გაოგნება და ერთგვარი სირცხვილიც, რომ ასეთი კალიბრის ქართველ (!) მწერალზე არაფერი მსმენოდა.
@ninougrekhelidze2677
@ninougrekhelidze2677 Жыл бұрын
არ მწყინდება თქვენი მოსმენა,ბატონო ლევან,სიტყვის ჯადოქარი ხართ, ილაპარაკეთ,არ გაჩერდეთ:*:*:*
@Imedash1991
@Imedash1991 Жыл бұрын
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩემი უსაყვარლესი მწერლის ყველაზე საყვარელი ნაწარმოების განხილვას ჩემივე ყოფილი ინტელექტუალი ლექტორისგან ვისმენ ❤
@mariamzangaladze1257
@mariamzangaladze1257 Жыл бұрын
დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო. ნინო ხარატიშვილის ან მისი რომელიმე ნაწარმოების შესახებ არ შემხვედრია თქვენი ჩანაწერი. დიდი სიამოვნებით მოვუსმენდი მის შესახებ თქვენს მოსაზრებას.
@tiokatey8514
@tiokatey8514 10 ай бұрын
ჩვენი საუნჯეა ეს ადამიანი ❤
@vikamzhavanadze5787
@vikamzhavanadze5787 Жыл бұрын
მადლობა, ბატონო ლევან! 🙏💖
@davitdanelia1749
@davitdanelia1749 Жыл бұрын
ოთარ ჭილაძის რომანებიც რა. ❤️
@lashachulukchadze2003
@lashachulukchadze2003 Жыл бұрын
ველოდებოდი ქარავანს. და მოვუსმენ სიამოვნებით. მადლობა..
@ninomindiashvili1349
@ninomindiashvili1349 Жыл бұрын
დიდი მადლობა ბატონო ლევან....ნინო ხარატიშვილი დაგვანახეთ თქვენი თვალით ძალიან გთხოვთ...დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ...არ მომბეზრდება თქვენი მოსმენა...გმადლობთ თქვენი არსებობისათვის
@aniejibia5948
@aniejibia5948 5 ай бұрын
საოცაარი კაცი! ყველა მისი ჩანაწერი გულისყურით მოსასმენია. მიყვარხართ მთელი გულით.
@belachekurishvilu5897
@belachekurishvilu5897 Жыл бұрын
ძალიან გვიან აღმოგაჩინეთ და ძალიან მიყვარხართ. მადლობა💖🙏
@ninsskii
@ninsskii 23 күн бұрын
❤️
@manananadiradze5395
@manananadiradze5395 Жыл бұрын
სარკოზის და ბუზის ამბავი მაგარი იყო😉
@tamarkhomeriki6283
@tamarkhomeriki6283 Жыл бұрын
მადლობა ბატონო ლევან.
@aniiugrekhelidze9690
@aniiugrekhelidze9690 Жыл бұрын
გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა! ამ გენიალლურ ნაწარმოებზე ძალიან ცოტა საუბრობს, ან საერთოდ არ საუბრობენ.. ეს ცალკე ტრაგედიაა. ფაქტობრივად არ მოიძებნება კარგი ანალიზი, ან განხილვა ინტერნეტ სივრცეში (არც სხვა სივრცეებში). შესაბამისად ცოტა მეტს მოველოდი ამ რუბრიკიდან, კიდევ ძალიან ბევრია სალაპარაკო და გასაშლელი. იქნებ თუნდაც სხვა ფორმატში, კიდევ ისაუბროთ ამ წიგნზე.
@nikagvariashvili8027
@nikagvariashvili8027 9 ай бұрын
❤❤❤
@lashachulukchadze2003
@lashachulukchadze2003 Жыл бұрын
ისეტი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მეორე ნაწილიც უნდა იყოს ...........
@manananadiradze5395
@manananadiradze5395 Жыл бұрын
ქარჩხაძე ნამდვილად ჯერ კიდევ დაუფასებელი მწერალია, ნაკლებად გაშიფრული დ ნაკლებად კითხვადი, ბევრი ვერც იგებს, ქარავანის ბერძენიშვილისეული შეფასებაც არ არის სრულყოფილი და ამომწურავი, მეტს ველოდი
@michinio
@michinio Жыл бұрын
როგორც წესი ბერძენიშვილს არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ მის ხედვებს. მაგრამ ამ შემთხვევაში თითქმის ყველაფერზე მეც ასე ვფიქრობ... თითქმის :)
@ninougrekhelidze2677
@ninougrekhelidze2677 Жыл бұрын
მერე აქ რა გინდა, წადი ის ჯაქი ჟურნალისტი იპოვე და მოუსმინე,)))
@michinio
@michinio Жыл бұрын
ვინ ჟურნალისტი? აქ ქარჩხაძის გამო ვარ და ბერძენიშვილს ბევრი რომ ვუსმინე, იმის საფუძველზე არ ვეთანხმები. კიდე ვიფიქრე და შეკითხვის და კომენტარის არსს ვერ მივხვდი მაინც :)
@DAVITI1973
@DAVITI1973 Жыл бұрын
ამას ვინ ეკითხება, ვინ სად იქნება, ვინ რას მოუსმენს. ვისაც უნდა იმას მოუსმენს ადამიანი და ვისზეც უნდა იმაზე გამოთქვამს აზრს. კორექტულობის ფარგლებში ,რა თქმა უნდა. სხვის თავისუფლების ჩახშობას ნუ ცდილობ.
@ketikozmanashvili9258
@ketikozmanashvili9258 Жыл бұрын
ქარჩხაძეზე ამ დრომდე რომ არ გილაპარაკიათ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის დაუფასებლონას :( არადა, მე20ს მეორე ნახევარში ეგეთი არ გვყოლია და პირველ ნახევარშიც, ჯავახიშვილი მეგულება მარტო
@lashachulukchadze2003
@lashachulukchadze2003 Жыл бұрын
როგორ არა ,,იგი,, ქონდა ბ-ნ ლევანს წიგნებში
@Imedash1991
@Imedash1991 Жыл бұрын
გვყავდა მეორე ნახევარშიც გენიალური მწერლები, ჯემალ ქარჩხაძესთან ერთად გვყავდა ოთარ და თამაზ ჭილაძეები და გურამ დოჩანაშვილი, ოთხივე თანამედროვე ქართული ლიტერატურის ბრილიანტია
@vakhtangminashvili5308
@vakhtangminashvili5308 9 ай бұрын
ნერონიც უყვარდა ვიღაცას ალბათ და გიტლერიც და ტროცკიც მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგები იყვნენ,ის ქრისტეს მოძულეა.
@achkhikvazde
@achkhikvazde Жыл бұрын
მადლობა
@dianatsitsakishvili9285
@dianatsitsakishvili9285 Жыл бұрын
❤️❤️❤️
Muse & Wine
1:51:19
Sandro Sakandelidze
Рет қаралды 53 М.
The day of the sea 🌊 🤣❤️ #demariki
00:22
Demariki
Рет қаралды 59 МЛН
Получилось у Вики?😂 #хабибка
00:14
ХАБИБ
Рет қаралды 2,9 МЛН
TRY NOT TO LAUGH 😂
00:56
Feinxy
Рет қаралды 19 МЛН
The day of the sea 🌊 🤣❤️ #demariki
00:22
Demariki
Рет қаралды 59 МЛН