ჯონ ჰედინგი " პავლეს მეორე გზავნილი თესალონიკელთა მიმართ". შესავალი და პირველი თავის გარჩევა.

  Рет қаралды 76

Veronica Dushinskaia

Veronica Dushinskaia

Күн бұрын

ნაშრომი ქართულად თარგმნა ხათუნა ჯინჭარაძემ.
აუდიოჩანაწერი მოამზადა და დაამონტაჟა-ხათუნა ჯინჭარაძემ
საძიებელი:
00:00 ჯონ ჰედინგი. თესალონიკელთა მიმართ მე-2 გზავნილის გარჩევა. შესავალი.
22:48 პირველი თავის გარჩევა.
დოქტორი ჯონ ჰედინგი (დაბ.1924 წ. - გარდ. 1991 წ.) იყო მათემატიკოსი და მეცნიერი, მრავალი სამეცნიერო წიგნისა და ნაშრომის ავტორი. მან დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი 1953 წელს მაგისტრის და დოქტორის ხარისხით მათემატიკაში და 22 წლის განმავლობაში იყო უელსის უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ხელმძღვანელი.
ჯონ ჰედინგი ინარჩუნებდა წონასწორობას საეროსა და სულიერს შორის, მეცნიერულსა და საღვთოს შორის. ჯონ ჰედინგი ახლად დაბადებული ქრისტიანი იყო.
ის ცდილობდა გამოეყენებინა უფლისგან მიღებული ნიჭი და დახმარებოდა მორწმუნეებს ღვთის სიტყვის შესწავლაში და რწმენის გაზრდაში. ჯონ ჰედინგი ატარებდა ბიბლიის შესწავლის გაკვეთილებს დიდ ბრიტანეთში, აბერისტვიტის ეკლესიაში და დიდი ხნის განმავლობაში იყო ქრისტიანული ჟურნალის Precious Seed-ის თანარედაქტორი.
აგრეთვე მას გამოცემული აქვს გარჩევები ბიბლიურ წიგნებზე.
ის იყო მეცნიერი მათემატიკაში მაღალი აკადემიური მოსწრებით, მაგრამ ასევე იყო გულწრფელი ქრისტიანი, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა უფალ იესო ქრისტეს მსახურებას. ის კეთილსინდისიერი იყო თავისი ცხოვრების ორივე ასპექტში და ხედავდა მათ არა ცალკეულ ნაწილებად, არამედ როგორც ერთიანს, რომლითაც უნდა ეცხოვრა ღვთის სადიდებლად. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მას ჰქონდა რაიმე სახის დაპირისპირებულობა აზროვნებაში, როდესაც იგი ეწეოდა სამეცნიერო კვლევებს და ამავე დროს ყურადღებას ამახვილებდა ბიბლიაზე და რწმენაზე. მას სრულიად სჯეროდა, რომ ღმერთმა კაცობრიობას მისცა წმინდა ბიბლია. ღმერთი თავისი დიდებულებით შეიძლება ხილული ყოფილიყო ბუნებრივ სამყაროში, მაგრამ უფრო სრულად გამოვლინდა წერილობითი სიტყვის და კონკრეტულად მისი ძის-იესო ქრისტეს მეშვეობით. როგორც ჩანს, ჯონ ჰედინგმა შეძლო ღრმა აზროვნების შერწყმა ჯვარზე მხსნელის სიკვდილის უბრალო და პირდაპირ რწმენასთან, რათა მარადიული სიცოცხლე მიეტანა ყველასთვის, ვინც ირწმუნებდა მას.
ჯონ ჰედინგი " პავლეს მეორე გზავნილი თესალონიკელთა მიმართ. გარჩევა".
წიგნის ინგლისური დასახელება: "The 2-nd Epistle To The Thessalonians "John Heading

Пікірлер
Scary Teacher 3D Nick Troll Squid Game in Brush Teeth White or Black Challenge #shorts
00:47
ОСКАР ИСПОРТИЛ ДЖОНИ ЖИЗНЬ 😢 @lenta_com
01:01
When You Get Ran Over By A Car...
00:15
Jojo Sim
Рет қаралды 26 МЛН
"მიხო და მარო" 51-ე სერია; კომედიური სერიალი; პაატა გულიაშვილი-Paata guliashvili
31:48
პაატა გულიაშვილი"-შამო და იხახანე"
Рет қаралды 68 М.
ღირსი მამა დავით გარეჯელი
13:48
მართლმადიდებლური მულტფილმები
Рет қаралды 7 М.
Scary Teacher 3D Nick Troll Squid Game in Brush Teeth White or Black Challenge #shorts
00:47