No video

კონტეინერების კონტროლის პროგრამა

  Рет қаралды 1,386

საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო სამსახური

Күн бұрын

18 - 26 ივნისს, ქალაქ ბათუმში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებისთვის თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი ჩატარდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის და ნიდერლანდების საბაჟოს ეროვნული მიზნობრივი ცენტრის (The Netherlands Customs National Targeting Center) ტრენერებმა, მონაწილეებს საბაჟო გამშვებ პუნქტებში, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, კონტრაბანდული საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის და ნარკოდანაშაულის გამოვლენის უახლესი ტენდენციები გააცნეს. მიაწოდეს ინფორმაცია გლობალურ სავაჭრო სფეროში კონტეინერების ინსპექტირებისას უსაფრთხოების უზრუნველყოფის თანამედროვე სტანდარტების შესახებ.
თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში, მონაწილეებმა განიხილეს დანაშაულის რისკების შეფასებისა და მართვის საკითხები, სინდიკატური დანაშაულის გამოვლენის ეფექტური მეთოდები და საზღვაო პორტებში მიტოვებულ კონტეინერებთან დაკავშირებული რისკები. კურსის ფარგლებში, იმსჯელეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში სამართალდამცავ სამსახურებს შორის ინფორმაცის გაცვლის მნიშვნელობის და ინტერნეტქსელის, როგორც ინფორმაციის წყაროს გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.
სასწავლო კურსს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენების, ასევე, უკრაინის, კერძოდ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები და ოდესის ოლქის მებაჟე ოფიცერები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის და პროექტის - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU-ACT) საქართველოსა და უკრაინაში“ ორგანიზებით გაიმართა.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს, გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა.

Пікірлер
ფოთის პორტი კვლავ პარალიზებულია
1:27
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Рет қаралды 2,4 М.
Ouch.. 🤕
00:30
Celine & Michiel
Рет қаралды 48 МЛН
WHO CAN RUN FASTER?
00:23
Zhong
Рет қаралды 42 МЛН
Box jumping challenge, who stepped on the trap? #FunnyFamily #PartyGames
00:31
Family Games Media
Рет қаралды 33 МЛН
Why UK 🇬🇧 is going Bankrupt? : Detailed Economic Case Study
20:37
Think School
Рет қаралды 1,4 МЛН
რა ხდება ფოთის ტერმინალზე...
5:23
Ouch.. 🤕
00:30
Celine & Michiel
Рет қаралды 48 МЛН