ლევან ბერძენიშვილი: რეზო გაბრიაძის „შერეკილები“

  Рет қаралды 44,732

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

3 жыл бұрын

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“, შედარებით ახალი რუბრიკით „კინო და ლიტერატურა“, ქართული კინოს შედევრსა და მის ლიტერატურულ პირველწყაროზე საუბარს გთავაზობთ. იგულისხება ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ და მისი პირველწყარო, რევაზ გაბრიაძის მიკრორომანი „უცხო ჩიტი“, რომელიც ბოლო რედაქციით „შერეკილების“ სათაურით გამოსცა ჩვენი დროის ამ უნიჭერესმა მწერალმა, დრამატურგმა, მხატვარმა და რეჟისორმა. მწერლობაში რევაზ გაბრიაძე გენიალური დავით კლდიაშვილის კანონიერი მემკვიდრეა, რომელსაც გაძლიერებული აქვს ლიტერატურული წინაპრის იუმორისა და ჰუმანიზმის ხაზი. „შერეკილები“ ბილდუნგსრომანია, იგი გმირის ჩამოყალიბებაზე მოგვითხრობს. ერთაოზი, „ჩვეულებრივი ბიჭი“, ზუსტად ისევეა ჩვეულებრივი, როგორც თომას მანისეული ჰანს კასტორპი, რომელსაც მოულოდნელ ტალანტებს გააჩენინებენ მთის გიგანტები. თუკი ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ბიჭი მთაზე განისწავლა, ჩვენი ერთაოზი ჭურში იღებს განათლებას. მწერალი დიდოსტატურად აცოცხლებს „ჭურში ჯდომის“ მეტაფორას და მასწავლებელ-მოსწავლეს ამ შეზღუდულ სივრცეში ახვედრებს ერთმანეთს. ქრისტეფორეს ტყუილად კი არ ჰქვია „უფლის მატარებლის“ სახელი, მისი ვერტიკალური სიყვარული და ენერგია ოკრიბელი მიზანას შთამომავალს სამყაროს მარადიულ ასტრონავტად გადააქცევს. როგორ მოხვდა ერთაოზი ქალაქში, სადაც უყვარდათ სიტყვები: „გენიოზი“, „გრადუზი“ და „ესენცია“; რა იყო ობერკონდუქტორ ტრიფონის სიცოცხლის არსი; იყო თუ არა „იმნაირი“ „ერთი უქორწილოდ მოყვანილი ქალი“ მარგალიტა ამყოლაძე; რა აკავშირებდა ერთმანეთთან ხუტა ოდიშარიასა და ნოშრევან კუჭუხიძეს; რა არის „ხონური ღიმილი“; რა პრინციპმა აიყვანა ზეცაში ცათმფრენი „თამუნია“ და რატომ უდრის სიგრძე სიყვარულს, ხოლო სიგანე - რწმენას,- ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 80
@khatunaroinishvili1016
@khatunaroinishvili1016 2 жыл бұрын
გისმენთ და ვრწმუნდები, ათასი სიცოცხლე არ გეყოფა კაცს, მრავალი მხრიდან შეხედო შესაცნობს, და მილიონი წელი, რომ საერთოდ რამის აზრზე მოხვიდე , მადლობა ბატონო ლევან, მრავალფეროვნებას არ აკლებთ ჩემს წარმოსახვას
@anukitsutskiridze8616
@anukitsutskiridze8616 7 ай бұрын
მე მეგონა რეზო გაბრიაძეზე იტყოდით 😅
@iakvavilia
@iakvavilia 3 жыл бұрын
ძალიან ვისიამოვნე. ვერასდროს ვიფიქრებდი ჰანს კასტორფსა და ერთაოზს რაიმე აკავშირებდათ. საინტერესო პარალელებია. მადლობა ამ სიამოვნებისათვის.
@izashanava5806
@izashanava5806 4 ай бұрын
😮😮
@zelmaodishvili-tk4rc
@zelmaodishvili-tk4rc Жыл бұрын
ადამიანი კომპიუტერი, ზენიჭიერი. იცოცხლეთ დიდხანს❤
@shorenakostava9906
@shorenakostava9906 3 жыл бұрын
მადლობა ბატონო ლევან, ყველა თქვენი გადაცემა საოცრებაა❤️
@ivaneparaviani772
@ivaneparaviani772 2 жыл бұрын
😽💙💙💙💙💙💙
@tamtageldia9428
@tamtageldia9428 3 жыл бұрын
ყოველთვის მოუთმენლად გელით. დიდი მადლობა ასეთი სიამოვნებისათვის.
@vikaj6247
@vikaj6247 3 жыл бұрын
რა სუფთა იყო ცა უჩვენოდ..🥀🥀აუცილებლად წავიკითხავ! მადლობა ბ-ნო ლევან!❤❤
@datob1489
@datob1489 Жыл бұрын
როცა ნასტუდენტარი ფიზიკოსის, ბიძია-ბაბუას (ვასილ ჩხაიძე) "ჭურში ჯდომაზე" არისტოფანე ახსენეთ, მას უყვარდა ასეთი მეტაფორები, გამახსენდა რომ მიმინოში, ვასილ ჩხაიძის გმირს, მღებავს არისტოფანე ჰქვია :)
@Chkhitoooo
@Chkhitoooo 3 жыл бұрын
ეხ, თამუნია, თამუნია.. 💐
@vazhanatroshvili7523
@vazhanatroshvili7523 2 жыл бұрын
მადლობა, საინტერესო იყო
@vikamzhavanadze5787
@vikamzhavanadze5787 2 жыл бұрын
ამის შემდეგ როგორ შეიძლება ბატონი რეზოს ეს შედევრი არ წაიკითხო კაცმა! მადლობა, ბატონო ლევან! მართლა საოცრებაა თქვენი ყოველი გადაცემა! ❤️
@Player-ub9tg
@Player-ub9tg 2 жыл бұрын
მართლაც რომ ყველაფერში ნიჭიერი იყო რეზო გაბრიაძე. ძალიან კარგი გადაცემაა
@dianatsitsakishvili9285
@dianatsitsakishvili9285 3 жыл бұрын
მადლობა ბატონო ლევან ♥️♥️♥️
@sandronatadze
@sandronatadze 3 жыл бұрын
ვისი გამოცემაა ეს წიგნი? ელ. ვერსია ვიცი და ბეჭდური სად შეიძლება მოინახოს?
@tamarchumburidze1969
@tamarchumburidze1969 5 ай бұрын
უღრმესი მადლობა ბატონო ლევან!❤❤❤.
@vazhasarjveladze4406
@vazhasarjveladze4406 3 жыл бұрын
"სანტა ესპერანსა" განიხილეთ, უკეთეს რაიმეს ვერც განიხილავთ
@paatagulordava3688
@paatagulordava3688 2 жыл бұрын
სად ვიყიდო ეს წიგნი? ბიბლიუსში არ არისო
@uchakhurtsilava3554
@uchakhurtsilava3554 3 жыл бұрын
Uhkvianeci adamiani
@nanabuadze9373
@nanabuadze9373 3 жыл бұрын
ვისაც ეზარება და უნდა "შერეკილების' წაკითხვა, მოუსმინეთ ლევან ბერძენიშვილის საუბრე ბს, ამ წიგნის ირგვლივ და მერე აღარ დაგეზარებათ წაკითხვა. უდიდესი სიამოვნებაა, ნუ მოიკლებთ.......
@Ryan-ez3jf
@Ryan-ez3jf 3 жыл бұрын
მეორედ ვუსმენ :)მაგრამ,პირველად წაკითხულს და მოსმენილს სხვა სიამოვმება აქვს.გაიხარეთ
@ingakharebava9472
@ingakharebava9472 2 жыл бұрын
მადლობა ცოტაა მიყვარს 🥰
@lerinozadze8660
@lerinozadze8660 2 жыл бұрын
კლასიკოსის სიდიადე!
@gvirila259
@gvirila259 6 ай бұрын
ეჰ,როგორი ყურადღებით ვუსმენდი! სად მედეა,სად ბანძიდან იტალიაში ფულის საშოვნელად წასული ეფროსინე ,პელაგია,ვარდუშა და ა.შ
@giorgigelenidze728
@giorgigelenidze728 8 ай бұрын
დიდებული❤
@pikriaberekashvili2054
@pikriaberekashvili2054 3 жыл бұрын
Madloba batono levan.
@ranshaw1837
@ranshaw1837 3 жыл бұрын
არ წამიკითხავს, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერებ, რომ ფილმს ჯობია. :)
@kabukabu9373
@kabukabu9373 2 жыл бұрын
ასმათი არ იყო როსკიპი, ფატმან ხათუნია მაგი :))
@Player-ub9tg
@Player-ub9tg 2 жыл бұрын
ლევან ბერძენიშვილს ჩვენგან არ ესწავლება ვეფხისტყაოსნი. ალბათ მექანიკური შეცდომა დაუშვა 😅
@GiorgiBughadze
@GiorgiBughadze Жыл бұрын
👍👍👍👍👍👍
@nanoiobidze19
@nanoiobidze19 3 жыл бұрын
❤️❤️❤️❤️❤️❤️
@user-pt3cy8pl9x
@user-pt3cy8pl9x 2 жыл бұрын
💖💖💖💖
@neshfox9519
@neshfox9519 3 жыл бұрын
Შერეკილებზე მაგარი ქარᲗული ფილმი არ გადაᲦებულა ჯერ..
@badgeologist
@badgeologist 3 жыл бұрын
წიგნი მაინც ჯობია))) მარტო ჩხუბის პროცესის აღწერაა სასწაული
@user-ld9es3ic6v
@user-ld9es3ic6v 3 жыл бұрын
🥰🥰🥰🥰🥰🥰
@tamarkapanadze3485
@tamarkapanadze3485 3 жыл бұрын
იმდენად მიყვარს წიგნიც და ფილმიც (წიგნი კიდევ უფრო ადრე წავიკითხე, ვიდრე ფილმს ვნახავდი), რომ თავიდან ბოლომდე ვუსმინე და, იმედგაცრუებული დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საყურადღებო პარალელი გააკეთა მსოფლიო ლიტერატურასთან... ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანს საბჭოთა ბანაკები ჰქონდეს გამოვლილი, დისიდენტური წარსული ჰქონდეს და ვერ ხვდებოდეს პარალელს ციმბირის ბანაკებთან (=ჭური) და სხვაგვარად მოაზროვნეების ფსიქიატრიულებში "მკურნალობასთან".... წიგნის შინაარსიც შეეშალა ერთგან (ქრისტეფორესა და ერთაოზის სტუმრობა მარგალიტასთან).. წიგნის დასასრულსაც, ფაქტობრივად, ვერანაირი ინტერპრეტაცია ვერ გაუკეთა, ფატმანისა და ასმათის ერთმანეთში არევაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მოკლედ-უფრო მეტად უკმაყოფილო დავრჩი ამ ანალიზით, ვიდრე კმაყოფილი. ოდიშელიძე-ოდიშარიაზე ტყუილად ედავებით. წიგნში ოდიშარიაა ხუტას გვარი, ფილმში არის ოდიშელიძე.
@ingakharebava9472
@ingakharebava9472 2 жыл бұрын
არადა პირიქით საინტერესო იყო ზუსტად არასაბჭოთა ჭრილში დანახული ეგ წიგნი. მგონი ეს ყველაზე დიდი კომპლიმენტი იყო რაც შეეძლო გაეკეტებინა თორემ რაც თქვით მანდ ვართ უმეტესობა. ჩემთვის ეს იყო ნაბიჯი წინ ზუსტად ტქვენეული განხილვიდან.
@user-kw9sx6sk5k
@user-kw9sx6sk5k 2 ай бұрын
Შენი ერᲗაოზი ვარ მარგალიტა
@tamosiradze3298
@tamosiradze3298 Жыл бұрын
@maaskharuldze1941
@maaskharuldze1941 Жыл бұрын
მიყვარხართ ბატონო ლევან..ვგუჟდები რეზო გაბრიაძეზე❤❤❤❤❤❤
@nodovicosettembrini7936
@nodovicosettembrini7936 3 жыл бұрын
ბერლინ ალექსანდერ პლაც,იქნებ ამ ფილმზე და წიგნზეც ისაუბროთ. ახალი ეკრანიზაციაც გამოვიდა
@mariamgivishvili6449
@mariamgivishvili6449 3 жыл бұрын
ესეც მორიგი შერეკილი....ასმათს და ფატმან ხათუნს ვერ არჩევს🙄
@giorgitoklikishvili9586
@giorgitoklikishvili9586 3 жыл бұрын
შე საცოდაობავ 😅
@toko3656
@toko3656 8 ай бұрын
გახდები 80 წლის და რა ყლეც გემახსოვრება ნახავ😂
@sofosofio3876
@sofosofio3876 5 ай бұрын
რა ღირსი ხარ მაგის განხილვის
@salomebudagashvili4413
@salomebudagashvili4413 3 жыл бұрын
ხომ არ იცით ეს წიგნი სად შეიძლება რომ შევიძინო
@ketevanberdzenishvili2515
@ketevanberdzenishvili2515 3 жыл бұрын
არის ელ ვერსია , დაგუგლეთ და ნახავთ 👍
@salomebudagashvili4413
@salomebudagashvili4413 3 жыл бұрын
@@ketevanberdzenishvili2515 ხომ არ იცით წიგნის სახით გამოვა თუ არა?
@ketevanberdzenishvili2515
@ketevanberdzenishvili2515 3 жыл бұрын
არ ვიცი, ვიკითხე მინდოდა წამითხვა და ვერ ვნახე. შემდეგ ელ ვერსიით წავითხე.
@salomebudagashvili4413
@salomebudagashvili4413 3 жыл бұрын
@@ketevanberdzenishvili2515 დიდი მადლობა❤️
@DavidNamdvili
@DavidNamdvili 3 жыл бұрын
აგერ PDF ფორმატით: drive.google.com/file/d/1qP5fS6f7fUctduPXanzzMOHDBs1YrXG0/view?usp=drivesdk
@pikriaberekashvili2054
@pikriaberekashvili2054 3 жыл бұрын
Filmi romlis naxvac ar mbezrdeba.yvela sityva saintereso,iumorit savse da sigrmiseulia.martlac shedevria.
@user-zk9rv7bw6n
@user-zk9rv7bw6n 3 жыл бұрын
ხუტა არის ოდიშელიძე და არა ოდიშარია
@levanishukhoshvili2318
@levanishukhoshvili2318 3 жыл бұрын
არა, ოდიშელიძე მარგარიტას ქმარია-ტრიფონი.
@Player-ub9tg
@Player-ub9tg 2 жыл бұрын
ფილმში არის ოდიშელიძე, წიგნში არის ოდიშარია
@mtvarisapirtskhalaishvili5528
@mtvarisapirtskhalaishvili5528 3 ай бұрын
რუსული სკოლა აქვს დამთავრებული ქუთაისში, გენიოსია
@2grdemla
@2grdemla 10 ай бұрын
ხუტას გვარი რატომ გადაუკეთეთ ვერ გავიგე?! ოდიშელიძე იყო და არა ოდიშარია...
@user-kw9sx6sk5k
@user-kw9sx6sk5k 2 ай бұрын
რა გვᲭირს Ჩვენ ბრეგვაᲫეებს ასეᲗი უსაᲨველო.
@bybargin
@bybargin 3 жыл бұрын
ლევან ბერძენიშვილი - ქათველი ერის სინდისი. ადამიანი, რომელზეც შეიძლება ითქვას რომ, სულისკვეთებით არის ილია ჭავჭავაძე 2 (ერთს უკვე ვესროლეთ). კაცი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ.
@mastermobile6292
@mastermobile6292 3 жыл бұрын
გეთანხმებით!💙
@shengeliashengelia8080
@shengeliashengelia8080 3 жыл бұрын
ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანია👌
@magnumopus7502
@magnumopus7502 3 жыл бұрын
შენი სინდისი იყოს თუ გინდა, ერს თავი დაანებე :)
@gagaimnaishvili7298
@gagaimnaishvili7298 3 жыл бұрын
ავადმყოფი ხარ
@longines8160
@longines8160 3 жыл бұрын
@@magnumopus7502 და ერი ვინ არის. ვისგან შედგება. ადამიანებისგან ხომ არა. რატო განაცალკავე ერისგან. მაგალითად 30% ს მოწონს ბერძენიშვილი, 70%ს არა, 70% არის ერი? და 30% ვინაა
@kamamuka
@kamamuka 3 жыл бұрын
რა სისულელეებს ყვება 🤦‍♂️სოფლის ლიტერატურის მასწავლებელი უკეთესად გაარჩევს ან ნაწარმოებებს
@toko3656
@toko3656 9 ай бұрын
Მაგარი ქარტულის მასწავლებლები გვყავს
@sofosofio3876
@sofosofio3876 5 ай бұрын
ნადირალა ხარ შე ნაბიჭვარო
პერსონაჟი: ანა კარენინა - ლევან ბერძენიშვილი
40:35
He tried to save his parking spot, instant karma
00:28
Zach King
Рет қаралды 20 МЛН
Miracle Doctor Saves Blind Girl ❤️
00:59
Alan Chikin Chow
Рет қаралды 63 МЛН
ლ. ბერძენიშვილი - „დავითიდან რუსთაველამდე“
1:12:48
ინტერნეტ ტელევიზია - მარტივი - MarTV
Рет қаралды 91 М.
ლევან ბერძენიშვილი: პილატეს სახარება
37:55
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 78 М.
პერსონაჟი: ნესტანი
37:08
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 34 М.
He tried to save his parking spot, instant karma
00:28
Zach King
Рет қаралды 20 МЛН