ლევან ბერძენიშვილი: სენეკას „მედეა“

  Рет қаралды 6,093

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

3 жыл бұрын

ლიტერატურულმა გადაცემა „წახნაგებმა“ შექმნა ახალი რუბრიკა „მედეა“, რომლის ეგიდით უნდა გავიდეს რამდენიმე გადაცემა მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ქალ პერსონაჟზე, რომელსაც ძველ, ახალ და უახლეს დროში მიეძღვნა უამრავი ტრაგედია, ოპერა, ბალეტი, ფილმი და ა.შ. იგულისხმება ევრიპიდეს, ლუკიუს ანევს სენეკას, პიერ კორნელის, ჟან ანუის ტრაგედიები; აპოლონიოს როდოსელისა და ვალერიუს ფლაკუსის პოემები, მოზრდილი ნაწყვეტები პინდაროსისა და ოვიდიუსის შემოქმედებიდან და ა.შ. დღეს ვისაუბრებთ სენეკას ტრაგედია „მედეაზე“, რომელიც ძვ.წ. I საუკუნის რომის გემოვნებასაა მისადაგებული და რომელშიც რომის იპერიის ფაქტობრივი გამგებლისა და დიდი ფილოსოფოსის შექმნილი მედეა ერთდროულად ფილოსოფიური სტოიციზმის ადეპტად და ცივსისხლიან ურჩხულად გვევლინება. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო მედევრებიდან სენეკას პერსონაჟი ყველაზე ნაკლებადაა ასე თუ ისე ამბივალენტური ადამიანი, იგი პირდაპირ სცენაზე კლავს შვილებს და თავისი სისასტიკით, მუქარითა და გამუდმებული ტრაბახით თავზარს სცემს ტრაგედიის პერსონაჟებსაც, რომაელ მაყურებლებსაც და თანამედროვე მკითხველებსაც. სენეკას მისტიციზმით გაჟღენთლი ტრაგედია კიდევ ერთი უცნაურობით გვამახსოვრებს თავს: მასში რომაელმა ფილოსოფოსმა და დრამატურგმა არაორაზროვნად ილაპარაკა მომავალში ატლანტის ოკეანის მიღმა „დიდი მიწის“ აღმოჩენასა და სამყაროს „გაფართოებაზე“ - თითქოს კოლხი ქალის მასშტაბი ვეღარ ეტეოდა იმდროინდელ მსოფლიოში და ახალი სივრცე, ახალი ასპარეზი სჭირდებოდა.

Пікірлер: 8
@bybargin
@bybargin 3 жыл бұрын
დიდი სიამოვნებით ველოდებით ბატონი ლევანის სხვა მედეების განხილვას. მადლობა რა თქმა უნდა, როგორც კანალს ასევე ბატონ ლევანს.
@ms4students804
@ms4students804 3 жыл бұрын
ქსენაკისის "მედეას" ხსენებისთვის რესპექტი. ისე, გადასარევი "ორესტეაც" აქვს და "ოდიპოსი კოლონოსში"-ს ფრაგმენტიც :)
@vazhasarjveladze4406
@vazhasarjveladze4406 3 жыл бұрын
ბატონო ლევან, ამდენი გადაცემის შემდეგ მე მგონი ერთ განხილვას მაინც იმსახურებს ყველასგან გამორჩეული წიგნი, ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში "სანტა ესპერანსა". მე იმდენჯერ წავიკითხე უკვე, ნამდვილად არ მჭირდება, მაგრამ უამრავმა ადამიანმა არ იცის ამ საოცარი რომანის და საერთოდ საოცარი სამყაროს შესახებ და იქნებ თქვენი გადაცემის ხათრით წაიკითხონ, ან ვინც წაიკითხა, ხელახლა მიუბრუნდეს, იმიტომ რომ ყოველ წაკითხვის შემდეგ, ვხვდები თუ როგორი მაგარი ხდება, დაძველებული კონიაკივით
@barbareshermazanashvili155
@barbareshermazanashvili155 2 жыл бұрын
მედეას სიტყვები სენეკასთან: ,,მე არ ჩამიდენია დანაშაული, რადგან დანაშაულს სჩადის ის, ვინც სარგებელს პოულობს ამ დანაშაულიდან"-საინტერესო რამეა...
@s-music3882
@s-music3882 2 жыл бұрын
სტოიციზმზეც გააკეთეთ
@ima-rik
@ima-rik 6 ай бұрын
სტოიციზმზე ლევან გიგინეიშვილს აქვს მოკლე ლექცია.
@s-music3882
@s-music3882 6 ай бұрын
ki makvs nanaxi roca dado @@ima-rik
პიერ კორნელის „მედეა“ | ლევან ბერძენიშვილი
33:57
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 6 М.
პერსონაჟი: იაგო - ლიტერატურული წახნაგები
33:58
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 5 М.
Tom & Jerry !! 😂😂
00:59
Tibo InShape
Рет қаралды 53 МЛН
FOOTBALL WITH PLAY BUTTONS ▶️❤️ #roadto100million
00:20
Celine Dept
Рет қаралды 36 МЛН
Каха ограбил банк
01:00
К-Media
Рет қаралды 10 МЛН
He sees meat everywhere 😄🥩
00:11
AngLova
Рет қаралды 8 МЛН
ბაკურ გულუას ისტორია - “საქართველოს დაბადება”
3:25:21
საქართველოს დაბადება
Рет қаралды 1,1 МЛН
„მეფე ერეკლე - რეპორტაჟი ისტორიიდან“
2:13:35
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Рет қаралды 740 М.
„ილიადა“ | ლევან ბერძენიშვილი
36:18
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 23 М.
პერსონაჟი: ენეასი | ლევან ბერძენიშვილი
37:15
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 6 М.
Tom & Jerry !! 😂😂
00:59
Tibo InShape
Рет қаралды 53 МЛН