მამა ოჯახური ტიპის პანსიონატშია - ნანიკო ხაზარაძის ამბავი

  Рет қаралды 21,298

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

Жыл бұрын

ორი წლის წინ, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ დემენციით დაავადებული მამა ოჯახური ტიპის პანსიონატში წაიყვანა. როცა ნანიკომ, მისთვის ამ ძალიან რთული გადაწყვეტილების ახსნა სოციალურ ქსელში, საჯაროდ სცადა, მის მიმართ წამოსულმა კრიტიკამ ყოველგვარ წინასწარ მოლოდინს გადააჭარბა. ნანიკოს იმისთვისაც კი მოუწია სასამართლოში ბრძოლა, რომ მამის მეურვედ ის დარჩენილიყო.
მას მერე საქართველოში ხანდაზმულთა სახლების და მსგავსი პანსიონატების რიცხვმაც მოიმატა და იქ, საჭიროების შემთხვევაში, მშობლების ან ახლობელი მოხუცების წაყვანის ფაქტებმაც. თუმცა ასეთ ამბებს დღემდე ადევს ტაბუ საქართველოში.
რა ხდება მაშინ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, გიწევს მშობელი ხანდაზმულთა სახლში გაუშვა და რატომ ერიდება ამაზე ღიად ლაპარაკს უმრავლესობა? რა ხვდებათ მათ იქ და რატომ არის ასე მძლავრი სტიგმა საზოგადოებაში მსგავსი გადაწყვეტილებების დროს? ან რას სთავაზობს სახელმწიფო ხანდაზმულებს, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობის 20%-ს შეადგენენ?
ნანიკო ხაზარაძის ამბავი ამ კითხვებს ნაწილობრივ სცემს პასუხს.

Пікірлер: 97
@mariamvardiashvili5234
@mariamvardiashvili5234 Жыл бұрын
საერთოდ არ მესმის სხვისი პრობლემის გაიოლების და გაუფერულების ქართული ტრადიცია. დიახ ადამიანს, რომელსაც დახმარება სჭირდება უნდა დაეხმარო და არა აწამო, იმიტომ რომ მეზობელმა, ნათესავმა, ახლობელმა და შორებელმა არაფერი თქვას. ყველა ადამიანები ვართ, ყველას ჩვენი თავი გვაბარია. თუ მეც ჭარმაგ ან არაჭარმაგ ასაკში მსგავსი რამ დამემართება, მირჩევნია იმ ადამიანებმა მომხედონ ვინც იცის ამის კეთება და არ ვიყო სხვისთვის (თუნდაც შვილისთვის) სატანჯველი.
@ninigochilaidze
@ninigochilaidze Жыл бұрын
ჯობია ყველამ თავის ცხოვრებას მიხედოს და სხვის განკითხვას თავი დაანებოს. როდესაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მერე სხვანაირად ამღერდებიან.
@ninomargiani3780
@ninomargiani3780 Жыл бұрын
ჩემო ნანუკა. შენ, ხარ საუკეთესო შვილი😘. ვისურვებდი მომავალში, რაც შეიძლება ბევრი ასეთი სახლი ყოფილიყოს საქართველოში.
@qetevanbaturishvili4644
@qetevanbaturishvili4644 Жыл бұрын
თუ ასე არ. გააკეთებდა მაშ როგორ უნდა ემოქმედა ხალხო
@basta2011
@basta2011 Жыл бұрын
და მაინც ვფიქრობ რომ მამას უკეთესი ყოფისთვის სწორად მოიქცა
@ninotsulukidze4472
@ninotsulukidze4472 Жыл бұрын
სხვისი განკითხვა ადვილია
@lianabarbakadze708
@lianabarbakadze708 Жыл бұрын
აბა სახლიდან გაქცეოდა და სადმე ეპოვათ მიცვალებული ?
@laliberidze6736
@laliberidze6736 Жыл бұрын
აი რამდენჯერ უნდა ჰკითხოთ ნანიკოს მამის პრობლემის შესახებ ჰა? ადამიანი "საიმედო ხელში" ჰყავს მოვლილი, ცივილურად 👏🏿👏🏿👏🏿👍👍👍
@indirakoxia8204
@indirakoxia8204 Жыл бұрын
მხოლოდ საქმის არსში ჩაუხედავი განსჯის.
@leilarostomashvili1556
@leilarostomashvili1556 Жыл бұрын
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილებაა...რა სიბნელეა საქართვოში ამ თვალსაზრისით😔
@daligurgenadze6148
@daligurgenadze6148 Жыл бұрын
და რატომ არის ამის ახსნა ვინმესთვის აუცილებელი.
@mananasanan205
@mananasanan205 Жыл бұрын
Warmatebebi naniko ❤️tu mama iq kargat grdznobs tavs magaria 👍👍👍
@user-lc1by8ok4n
@user-lc1by8ok4n Жыл бұрын
ამბობდით სასამართლოში საწმე შეიტანეთ მამის..მოსავლელად თანხა მიგეღოთ ანუ მეურვის ხელფასს ითხოვდით დაგაკმაყოფილა სასამართლომ?
@tsialagudushauri4602
@tsialagudushauri4602 Жыл бұрын
! Ნანუკა მაგრად მოიქეცი,, ❤️
@tamaravefxvadze8350
@tamaravefxvadze8350 Жыл бұрын
ნანიკო ძალიან მიყვარხართ. უნიჭიერი გოგო ხარ. არ მესმის რატომ გვიხსნი საზოგადოებას. შენზე მეტად შენი მამიკო არავის უყვარს. წარმატებები
@_gvantsa_7994
@_gvantsa_7994 Жыл бұрын
♥️♥️♥️♥️
@megigochashvili6690
@megigochashvili6690 Жыл бұрын
ნუ ნერვიულობ ნანიკო, მამას ბევრად ურჩევნია ურთიერთობები, მრავალფეროვანი. ჯობია არ კონცერტრირდეს თავის შიშებზე და ყურადღება გადაიტანოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. თუ ხედავ რომ მისი განწყობა უკეთესობისკენ შეიცვალა, გამოდის ასე უკეთესია მისთვის და შენთვისაც. ღმერთი შენთან იყოს❤️
@tsiurikutsia978
@tsiurikutsia978 Жыл бұрын
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა . გონება დაკარგული ადამიანის სახლში შენახვა ძალიან ძნელია
@MmvV762
@MmvV762 Жыл бұрын
ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა, მაგრამ აუცილებად უნდა ვისუაბროთ ამაზე. ნუ ამაზე და კრემაციაზეც.
@lianabarbakadze708
@lianabarbakadze708 Жыл бұрын
რა აზრები გაქვთ ? რა კრემაცია სულ გადარჯულდით ? თუ სურვილი გაქვთ ანდერძში მიუთითეთ.
@MmvV762
@MmvV762 Жыл бұрын
@@lianabarbakadze708 აი ზუსტად თქვენი რეაქციაა იმის ინდიკატორი, რომ მეტი უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე.
@lianijaradze8014
@lianijaradze8014 Жыл бұрын
ნანიკა შენ კარგი შვილი ხარ
@mindiatabukashvili5217
@mindiatabukashvili5217 Жыл бұрын
მე ვერ მივხვდი რატომ მივიდა ეს ამბავი აქამდე? ტელევიზიები,ხალხის განსასჯელი? ევროპაში ყოველ 500 მეტრშია და პირიქით მოხუცისათვის უკეთესია....
@nairamakatsaria372
@nairamakatsaria372 Жыл бұрын
❤️❤️❤️❤️❤️
@teabekauri3822
@teabekauri3822 Жыл бұрын
ნანიკო, შენს სწორ ნაბიჯს, მხოლოდ ის მიხვდება, ვისაც მსგავსი პრობლემა გამოუცდია. უფალმა გაგაძლიეროს❤️
@ninogavasheli813
@ninogavasheli813 Жыл бұрын
უკარგესი გოგო😘
@gochadiasamidze1367
@gochadiasamidze1367 Жыл бұрын
Shenac male moxvdebi mashin mixvtebi ojaxis gareshe rogoria
@tekla9995
@tekla9995 Жыл бұрын
რატომ არის გაუგებარი ხალხისთვის ეს მდგომარეობა? გყავდეს სახლში და აიტანო ყველაფერი და ვერ შეელიო იმიტომ რომ მშობელია , მართლა ძნელია, მაგრამ მიჯაჭულობით თავი და მამაც გაანადგურო ვფიქრობ უფრო მესაკუთრეობა და ეგოიზმია.ნანუკას სამსახური აქვს და გამოდის სულ სახლში უნდა ყოფილიყო და თავის კარიერაზეც უარი უნდა ეთქვა, და კიდევ სულ ცუდის მოლოფინში რომ სახლში არ ამოუწვას რაიმე მსგავსი არ ჩაიდინოს ძალიან საშიშია და რატომ ვერ გებულობს ხალხი.ნუთუ ვინმეს უნდა მშობელი სახლს მოაცილოს , მაგრამ გამოსავალი რომ არ გრჩება ასე იქცევი, ნუ განიკითხავთ ამ ადამიანს ეს სწორი გადაწყვეტილებაა.
@rusudanbezhnishvili681
@rusudanbezhnishvili681 Жыл бұрын
❤️❤️❤️❤️
@irvingstone7959
@irvingstone7959 Жыл бұрын
როგორ მინდა სიბერეში მეც ვიცხოვრო ასეთ პანსიონატში. ბევრი არ მიკლია ასაკს ვგულისხმობ თუმცა ჯერ თავს ვუვლი.
@leilawyaro3496
@leilawyaro3496 Жыл бұрын
გენიოსები გამოდიენ, თანაც ისეთები , ვინც ჩაკეტავდა და კვირაში ერთხელ ან შეიხედავდა ან არა . Ნანუკა შენ საუკეთესო შვილი ხარ
@Vardosanidze.Vardosanidze
@Vardosanidze.Vardosanidze Жыл бұрын
ნანიკო❤️ ... მე მამას არ წამართმევდნენ🙈🙈 სად ვართ სად🙈😡 დღეს სადაც არის საზოგადოების დიდი ნაწილი ჩარჩენილი დაბალი ცნობიერებით ძალიან საშიშია და კანონით უნდა ისჯებოდეს ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ მოხვევა თავზე საკუთარი მცდარი აზრისიც კი!!! უდიდესი პატივისცემა ჩემგან ნანიკოს🙏💖
@dodojikia9293
@dodojikia9293 Жыл бұрын
ასეთი ნაბიჯი მარტო თქვენ არ გადაგიდგამთ, უბრალოდ სხვები ამას არ აფიშირებენ. თქვენ თავად განიცდით ამას და იმიტომ ყვებით ამის შესახებ, ეს თქვენს კარგ ადამიანობაზე ლაპარაკობს. საშინელებაა დემენცია, არავის ვუსურვებ ამას, გამოსავალს არ უტოვებს ახლობლებს.
@Elene941
@Elene941 Жыл бұрын
სწორი დახმარება გაგიკრთებია ნანიკო. 😘😘
@ratichkadua3945
@ratichkadua3945 Жыл бұрын
❤❤❤
@lelachakonadze5123
@lelachakonadze5123 Жыл бұрын
ორჯერ შევესწარი, როცა მოხუცი მიყავდათ თავშესაფარში. ორივეჯერ იყო აუცილებელი და გამოუვალი მდგომარეობა. ორივე ამბავმა გამანადგურა. არაა იოლო
@Nathja-ft9pq
@Nathja-ft9pq Жыл бұрын
ნანუკა ❤️
@iamzekintraia466
@iamzekintraia466 Жыл бұрын
👍💋♥️👍
@ingaqavtaradze5638
@ingaqavtaradze5638 Жыл бұрын
🤗
@nanukadautashvili2735
@nanukadautashvili2735 10 ай бұрын
😢ძალიან სევდიანია♥️
@zeinabipkhakadze3897
@zeinabipkhakadze3897 Жыл бұрын
mshoblebi saxlshi da shvilebtan arian kargad mxolod.
@ninojakeli
@ninojakeli Жыл бұрын
არ არის საჭირო ამის აფიშირება და რაკლამირება რაა.. აშკარაა რომ სხვა რამეს ემსახურება ეს სიუჟეტი. არიქა მიბაძეთ ეხლა და ჩააბარეთ მშობლები პანსიონატში...
@merabibakuradze6335
@merabibakuradze6335 Жыл бұрын
რთულია, მაგრამ რაკი გადაწვიტე სწორად მოქცეულხარ.
@izabelatatishvili7436
@izabelatatishvili7436 Жыл бұрын
ძალიან ძნელია ასეთი დაავადებულის მოვლა. სათქმელად და გასაკიცხად ადვილი. ნანიკომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვისაც არ ჰყოლია ასეთი ავადმყოფი სახლში, ის ვერ მიხვდება. ადრე მეც არ მიმიტანია გულთან, რომ გამიგონია ვიღაცას დემენცია ჰქონდა. ჰოდა ერთ დღეს ჩემს ოჯახშიც შემოაბიჯა ამ ჯოჯოხეთმა, ჩემს ქმარს დაემართა.რას ვიზამ, ეს ჩემი ჯვარია. სამსახური დავტოვე, მარტო რომ არ დამეტოვებინა. ურთულესი ყოფილა მოვლა. მთელი დღეები ქუჩაში უნდა სეირნობა, სულ გეკითხება ერთსა და იგივეს. მალავს და ვერ პოულობს ნივთებს. ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, არ ახსოვს არავინ და არაფერი. არ აქვს არაფრის დარდი. სახელმწიფოსგან ეს ოჯახები და ადამიანები მიტოვებულები არიან. აუცილებელია ცოტათი მაინც მოხდეს სახელმწიფოსგან დახმარება. ევროპაში სათანადოდ მოვლილები არიან ასეთი ადამიანები. ოჯახისთვის ძალიან ძნელია. იქნებ ვინმემ იფიქროს, რომ ყველა ვბერდებით და დაზღვეული არავინაა ამ საშინელი დაავადებისგან და სპეციალური სახლები ააშენონ , რომლის ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფოსგან მოხდება. პენსიონრებს არ აქვთ ამისი ფინანსური შესაძლებლობა. ჩვენ ხომ ვიხდით გადასახადებს და რატომ არ უნდა გვქონდეს ნორმალური სიბერე?
@leilapapidze7021
@leilapapidze7021 Жыл бұрын
😅 ნანუკა შენ მაგარი გოგო ხარ. ❤❤❤❤❤❤❤❤❤ ვინც შენსკენ თითს იშვერს უარყოფითად მასაც არ უსურვებ შენი ფეხსაცმლით მე მესმის კარგად შენი მდგომარეობა. დედას ერთი სული აქვს როდის გაიზრდება პატარა ბავშვი რომ ამდენი კითხვები აღარ ქონდეს დედასთან ჩვენ კი როდემდის? გამძლეობას ღმერთი გვაძლევს. მაგრამ ღმერთს დიდი ძალა აქვს დადგება დრო ჩვენ და ჩვენი ავადმყოფები და გამკიცხველებიც გავსრულყოფილდებით ყველანი ღმერთის ძალით და დაუმსახურებელი მადლით . ნ ა ნ უ კ ა.❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤ დარჩენილი გზის გავლას
@ida8989
@ida8989 Жыл бұрын
შენზე მეტი ვის უნდა უყვარდეს და ენანებოდეს და ზრუნავდეს შენს მშობელზე, ამ ხალხს რო აყვე..... 😢😢😢😢
@123ruw2
@123ruw2 3 ай бұрын
ხომ ვერ მეტყვით რომელ პანსიონში ყავს ნანიკოს მამა? ვიცი რომ საუკეთესო პირობებშია
@dodokhobiadchvili
@dodokhobiadchvili Жыл бұрын
არავის საქმე და გასარჩევი არ არის არავისი მოქმედება და გადაწყვეტილება, მაგრამ მშობელი იმიტომ ათევს ღამეებს და იკლებს ყველაფერს შვილისთვის , რომ თავშესაფარში აღესრულოს??????ვფიქრობ არ არის კარგი ,მაგრამ ეს ჩემი ინდივიდუალური აზრია და არავის არ ვახვევ თავზე... ყველამ თავის საქმე იცის....
@qetunaruadze8204
@qetunaruadze8204 Жыл бұрын
Rodesac kvebi ....ukve getkoba rogor rtulad gadaitane es ambavi....visac ar gamoucdia es situacia mxolod is ver gagigebs....dzlieri Gogo xar....
@tinamujirishvili3794
@tinamujirishvili3794 Жыл бұрын
გთხოვ მომწეროთ როგორ შევხვდე ფსიქოლოგ მარიამს მადლობა
@user-zg5xn9un9q
@user-zg5xn9un9q Ай бұрын
Namdwilad scori gadckvetileba miige araperi. Sanerviulo arc gasakici ar gakvs.
@user-ep8gy1hq4w
@user-ep8gy1hq4w Ай бұрын
ხოდა ვისაც მოგწონთ ეს ნაბიჯი ყველას მიგიყვანენ იქ ამას იმიტომ წერთ არ გაქვთ იმედი რომ მოგივლით შვილები უცნაური ახალგაზრდობა მოდის აბა არ პასიონატი ადრე არ უვლიდნენ მშობლებს ??
@maritsotsoria2669
@maritsotsoria2669 Жыл бұрын
გენაცვალე ნანიკო ❤️❤️❤️
@nejnajaniashvili9961
@nejnajaniashvili9961 Жыл бұрын
ნუ ნერვიულობ ნანუკა იქ უკეთესად იგრძნობს თავს მამათქვენი,იცით რა კარგი გრძნობაა როცა აღარავის აღარ აწუხებ?!მერე წყნარდება,ამიტომ შენც დაწყნარდი ნურავის ნუ მოუსმენთ,ყველამ თავის საქმეს მიხედოს,გკოცნი გაიხარე💖🍧🌹🌸🌼🌺🍇🍒☕🥞
@nataliakverashvilicullathe2725
@nataliakverashvilicullathe2725 Жыл бұрын
მაგარი გოგო ხარ ნანუკა. ყველაფერი სწორად გააკეთე და აკეთებ. ეს საქართველოშია სიახლე და ქართველებს უჭირთ ხოლმე მსგავსი სიახლეების მიღება თორემ სრულიად მისაღები მომენტია. შენ აუცილებლად ასე უნდა მოქცეულიყავი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.
@lianahoffmann2115
@lianahoffmann2115 Жыл бұрын
Naniko me girtshew sacharebas miubrundi Rom sheni shechedulebebi gaaszoro, nache da gaozdebi Alph Luckau und Andrea bisonni auf KZfaq
@katep7774
@katep7774 Жыл бұрын
მახსოვს ბავშვი რომ ვიყავი ერთი ოჯახი იყო, ამ ოჯახში ბებია იყო და მთელი ოჯახის ბურჯი იყო, მერე დრო გავიდა და ამ ქალმა არაფერი არ იცოდა, დადიოდა მეზობლებში, იპარავდა ნივთებს, მიჰქონდა სახლში, მერე თავის შვილმა და შვილიშვილებმა სახლში ჩაკეტეს. ამ ოჯახმა არ იცოდა რა უნდა ექნათ, მაშინ ჩვენთან მსგავსი სახლები არ არსებობდა. ჩვენ ქვეყანას დრო ჭირდება ამის გასაგებად, რომ ასეთ მოხუცებს მსგავს სახლებში უკეთესად უვლიან, რა თქმა უნდა თუ მართლა კარგ სახლშია.
@datozavrashvili8706
@datozavrashvili8706 Жыл бұрын
Shen sxvas nu uyureb shoridan laparaki advilia kargi shvili xar dao
@ekaterinejobava497
@ekaterinejobava497 Жыл бұрын
Cochagi qalia. micvars nanuka
@darejanidarejaji3832
@darejanidarejaji3832 Жыл бұрын
დედა 85 წლისაა.რვა წელია ალცჰაიმერის დაავადება ააქვს. უკვე კრიტიკული მდგომარეობაა. ღმერთს ვთხოვ შემაძლებინოს ბოლომდე ვუერთგულო. ჩემ შვილებს ვუთხარი,თუ რამე დამემართა მაშინ წაიყვანეთ თავშესაფარში .ნანიკო საყვარელო მესმის შენი,მხოლოდ ის გაგიკითხავს,ვისაც ესეთი მდგომარეობა არ ჰქონია.
@zeinabipkhakadze3897
@zeinabipkhakadze3897 Жыл бұрын
titon ambobs ver shevzlebdio
@lianahoffmann2115
@lianahoffmann2115 Жыл бұрын
iSABEL=eshmakeulis sulit ,sacharebidan, koweli daawadeba Aris zodwebisa, da kidew kowelma izodes ,, seziuro mamaw Jesu Christis sachelit amashore es sasmisi Ära ise rogorz me minda ,aramed ise rogorz shen Honda, iszawlet szori LOZWA, gmerto sheismine tshemi ugirsi lozwa da kidew koweli daawadeba inkurneba Hipnosit, Hipnose, Hipnose. Da kidew Ar daamatot zodwebi mshobeli Koweli daawadebas inkurneba hipnosit, hipnose, hipnose
@lalimetreveli7491
@lalimetreveli7491 Жыл бұрын
Ara xar Martali Shen ...,.,,
@iak14
@iak14 Жыл бұрын
სწორი გადაწყვეტილება მიიღე
@maiakevkhishvili3635
@maiakevkhishvili3635 Жыл бұрын
ვისაც არ განუცდია,მაინც ვერ გაიგებს,ამიტომ ახსნა განმარტებაც ზედმეტად მიმაჩნია.ყველაზე კარგად შენ იცი,შენს ტკივილს როგორ მიხედო ადამიანმა...დავანებოთ სხვის სულში ხელების ფათურს თავი ხალხო,ცხოვრება ისედაც ძალიან მძიმეა...
@ErekleGorgisheli
@ErekleGorgisheli Жыл бұрын
მომვლელი აყავთ კარგ შვილებს მსგავს სიტუაციაში......
@leamichaeli6235
@leamichaeli6235 Жыл бұрын
nanuka gesalmebi israelidan gisurveb kovelive kargs .ra tkma unda ar aris ioli mshobeli gaikvano sakutari sahlidan magram zoggher aris iseti situacia rom shva gamosavali ar aris . mohucs zhirdeba kuradgeba pizikuri dahmareba sulieri gamhneveba da mkurnaloba.shen scori nabigghi gadadgi da nu ilaparakeb ise titkos sazogadoebis zhinashe bodishs ihdi .vinc shen ar giconebs scori nabighis gadadgmas dadgeba imati droc rom mohucdebian vin sheghlebs mat movlas.israelshi mohucta bimebi gavs 5 varskvlavian sastumros sadac aris kargi kveba da imkopebian med personalis kuradgebis kvesh .damshviddi halhis laparaks nu miakcev kuradgebas 🇮🇱🇮🇱🇮🇱
@noragulikashvili7619
@noragulikashvili7619 Жыл бұрын
@kostava888
@kostava888 Жыл бұрын
masec unda moiqces yvela
@shorenapilia3395
@shorenapilia3395 Жыл бұрын
Очень тяжело вас слушать и никто не знает в какой ситуации окажется сам. Вы приняли самое правильное решение. Я знаю, где ваш отец находится потому что там находится и моя близкая родственница.я просто хочу рассказать о вашем отце. Мы были студентами где-то В конце 60 годов. На кафедре хирургии Игната Пипия. Ваш отец был ассистентом на кафедре. Красавец., ну и представьте все девочки были в него влюблены. А у нас была преподователь Родама Николаевна. И как только появлялся ваш отец она говорила нам, а ну-ка девочки приведите себя в порядок, Дато идёт. Дай бог здоровья вам На нука и вашему отцу. Вы всё сделали правильно. ბოდიᲨი რომ რუსულად დავწერე
@maiaabashidze1997
@maiaabashidze1997 Жыл бұрын
თავის მართლება არაა საჭირო .ვისაც ეს არ ესმის ის ამის ღირსი არაა. სხვისი იარები ხომ არც ისე ღრმაა...
@ninotsmindaninotsminda3172
@ninotsmindaninotsminda3172 Жыл бұрын
არ შეიძლებოდა მომვლელი აგეყვანათ და ყოფილიყო მშობელი თქვენთან ,სახლში,მომვლელთან ერთად?მგონი არ იქნებოდა ეგ მატერიალურად შეუძლებელი თქვენთვის...სწორი გამოსავალია მგონი და არ დაიტანჯებოდით ასე. და კიდევ,საჭიროა ამ მივლენის ასე აფიშირება? რაში გჭირდებოდათ ასეთი საჯაროობა?ვერ ვხვდები.
@Ravenola
@Ravenola 5 ай бұрын
უბრალო მომვლელი მიხედავს ჯანმრთელ მოხუცს მხოლოდ და არა დემენციით დაავადებულს, ღმერთმა ნუ გამოგაცდევინოთ დემენციანთან თანაცხოვრება.
@gorjgorj9556
@gorjgorj9556 Жыл бұрын
არა უშავს... შენც იქ წახვალ!!! Dენი საბოლოო სახლი იქნება!!!!
@giorgigigauri4820
@giorgigigauri4820 Жыл бұрын
ვალდებული არახარ მშობლების მიმართ?? არასწორად მიმაჩნია
@user-dl5mt4ey3u
@user-dl5mt4ey3u Жыл бұрын
ნამდვილად ბოლომდე მოუსმინეᲗ ?! 1050 ზარი რო Შემოგდის დᲦეᲨი და წარამარა ჰალუცინაციებᲨია არარსებულს ებრᲫვის და Შველას იᲗხოვს იქ სადაც საᲨველი არაფერია, და ეს არის ისეᲗი ახლო ადამიანი როგორიც საკუᲗარი მᲨობელია, 10 000 000 მორალური დეტალი განადგურებს ფიქრიᲗ ამის გარᲨემო , და ამაზე უნდა ინერვიულო და იმავდროულად მისივე სარᲩენად იმუᲨაო ადექვატურად ?! Თუ როგორ ვქნაᲗ ?
@user-dl5mt4ey3u
@user-dl5mt4ey3u Жыл бұрын
Ჩვეულებრივად ᲨეიᲫლება ᲨენᲗვიᲗონ ( Შვილი ) განადგურდე, ამის Შემყურე !
@user-dl5mt4ey3u
@user-dl5mt4ey3u Жыл бұрын
და არ არის საᲭირო რო განადგურდე, ამ ვალდებულებაზეა საუბარი
@user-dl5mt4ey3u
@user-dl5mt4ey3u Жыл бұрын
მისი არსებობაც არ გახსოვდესო, არავის უᲗქვამს
@user-dl5mt4ey3u
@user-dl5mt4ey3u Жыл бұрын
Თუ გეამაყებაᲗ , როგორ ხედავᲗ ადამიანს, სხვის მდგომარეობას Შეწირულს ? და რამდენი ვიციᲗ ასეᲗი გარᲨემო
@samsungsamsung-mj9km
@samsungsamsung-mj9km Жыл бұрын
Igive mogiva she $cxovreba
@soyyo8656
@soyyo8656 Жыл бұрын
იიი.
Smart Sigma Kid #funny #sigma #comedy
00:25
CRAZY GREAPA
Рет қаралды 16 МЛН
THE POLICE TAKES ME! feat @PANDAGIRLOFFICIAL #shorts
00:31
PANDA BOI
Рет қаралды 24 МЛН
Who has won ?? 😀 #shortvideo #lizzyisaeva
00:24
Lizzy Isaeva
Рет қаралды 10 МЛН
შვილი: ნანიკო ხაზარაძე
38:53
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 61 М.
ნიკო ნერგაძე vs ყველა
1:00:33
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 441
Smart Sigma Kid #funny #sigma #comedy
00:25
CRAZY GREAPA
Рет қаралды 16 МЛН