Рет қаралды 74,666
მე საიდუმლოს შენახვა ვიცი
და რა ხანია გულში ვინახავ
სევდას, რომელსაც შენ ვერ მიმიხვდი
შენმა თვალებმაც ვერ დაინახა.
მისამღერი:
მე, უსასრულო ლოდინიც ვიცი
ვერ გამიგია რამ გაგაოცა
ღმერთი არა მწამს და ხატის ნაცვლად
მე შენს თვალებზე ვისწავლე ლოცვა.
მე შენზე ფიქრებს მივდევ კვალდაკვალ
გულს იჭვის ლანდმა გადაუარა
მე არც კი ვიცი ახლა სადა ხარ
და არც ის ვიცი, მოხვალ თუ არა.
მისამღერი
მე საიდუმლოს ამოხსნაც ვიცი
და ვიცი შენი მალული ზრახვა
გან-გან დადიხარ, რომ უფრად მეტად
მომინდეს შენი ღიმილის ნახვა.
გან-გან დადიხარ, რომ უფრად მეტად
მომინდეს შენი ღიმილის ნახვა.