"მესხეთი იყო გული და ბურჯი საქართველოსი" - მეუფე ანანია ჯაფარიძე

  Рет қаралды 558

მეცხრე არხი ახალციხე

მეცხრე არხი ახალციხე

2 жыл бұрын

ახალციხელობის დღესასწაულზე ტრადიციულად "საპატიო ახალციხელები" დასახელდნენ. 2022 წელს ეს ტიტული მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ, ექიმმა კარდიოლოგმა ზვიად მათოშვილმა და მესამე საჯარო სკოლის დირექტორმა სუსანა აკოფოვამ მიიღეს. მათ ჯილდო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა და სამცხე-ჯავახეთის რწუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა გადასცეს.
ეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე ახალციხისა და სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის პირველი წინამძღვარი იყო. 1981 წლის 29 აპრილს იგი მმართველად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაადგინა. იმ დროისთვის, ეპარქიაში ერთადერთი ეკლესია მოქმედებდა. ეს იყო წმიდა მარინეს სახელობის ტაძარი. მესხეთის დანარჩენი ეკლესია-მონასტრები ათეისტური რეჟიმის გამო იყო გაუქმებული. მეუფე ანანიამ 70-წლიანი უქმობის შემდეგ აკურთხა და აამოქმედა საფარის, ვარძიის, ზარზმის, უდეს, ვალეს, ხვილიშის, აბასთუმნისა და სხვა ეკლესიები. მისი უწმიდესობის კურთხევით ამოქმედდა მონასტრებიც. ეპისკოპოსმა ანანიამ 1990 წელს დააარსა ახალციხის სასულიერო სასწავლებელი სემინარია, რომელიც ამავე დროს იყო საღვთისმეტყველო ინსტიტუტი. მის კურსდამთავრებულებს დიპლომი უფლებას ანიჭებდა ეღვაწათ საშუალო სკოლებში საღვთო სჯულის მასწავლებლად.
ახალციხელობის დღესასწაულზე საპატიო მოქალაქის გამოვლენის ტრადიცია, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2013 წლიდან აღდგა. ინიციატორი საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი იყო.

Пікірлер: 3
@kvebekikvebeki1438
@kvebekikvebeki1438 Жыл бұрын
დიდება თქვენს მეუფებას მეუფეო,გვიყვარხარ ძალიან ❤️
@midiamidia9046
@midiamidia9046 2 жыл бұрын
დიდება უფალს, გამარჯვება საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ასეთი სასულიერო პირები რო ეყოლება.....
@maianakhoutsrisvili1819
@maianakhoutsrisvili1819 12 күн бұрын
დააბრუნეთ მესხები თავის მიწაზე!
NERF WAR HEAVY: Drone Battle!
00:30
MacDannyGun
Рет қаралды 44 МЛН
Khó thế mà cũng làm được || How did the police do that? #shorts
01:00
Мозг ничего не забывает Татьяна Черниговская
34:44
БЕСПЛАТНАЯ ПСИХОЛОГИЯ
Рет қаралды 1,4 МЛН
Нечто феноменальное происходит, когда тебе исполняется 33, 42/46, 60
15:20
Садхгуру — официальный канал на русском
Рет қаралды 4,8 МЛН
Почему Арабы и Евреи всегда воюют?
19:22
Сложный Процент
Рет қаралды 1,1 МЛН
В чем разница между мусульманами и христианами? Отец Андрей Ткачев
20:30
NERF WAR HEAVY: Drone Battle!
00:30
MacDannyGun
Рет қаралды 44 МЛН