მეტრო მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ

  Рет қаралды 25,749

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

6 жыл бұрын

თბილისის მეტროში სამუშაოები არასდროს წყდება. როცა ქალაქს სძინავს, თანამშრომლების ერთი ნაწილი მეტროს გვირაბებში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე და საპასუხისმგებლო სამუშაოებს ატარებენ. დღისით, კი მატარებლების გამართული და უსაფრთხო მუშაობისთვის პასუხისმგებლობას თანამშრომელთა სხვა ნაწილი იბარებს. ისინი ამბობენ, რომ მეტროს სტრუქტურა საჯარისო ფორმირებას გავს და აქ დასაქმებულებს ცხოვრება სამხედრო გრაფიკით უწევთ.
მეტროს თანამშრომლები დღეს სამართლიან ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან სამომხმარებლო კალათის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე, მათი ანაზღაურება საგრძნობლად შემცირდა. 2016 წლიდან, მეტროს თანამშრომლებმა ხელმძღვანელებისგან ანაზღაურების გაზრდაზე წერილობითი დაპირება მიიღეს, თუმცა ამ დაპირების შესრულებას დღემდე ელოდებიან.
რადგან არც მათი ხელფასები გაზრდილა და არც დამსაქმებელთან მოლაპარაკების არაერთ მცდელობას მოუტანია მათთვის შედეგი, 2018 წლის მაისში, მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვა გადაწყვიტეს. სასამართლომ დაგეგმილი გაფიცვა ერთი თვით გადაავადა, ხოლო რამდენიმე კვირაში, ახალი განჩინებით, მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით უკანონოდ შეუზღუდა და ამის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში დართო.
ფილმის ავტორი: სალომე ლაცაბიძე.

Пікірлер: 13
@natiajanjghava1
@natiajanjghava1 6 жыл бұрын
მადლობა ავტორებს საინტერესო და საჭირო ფილმისთვის :) სასამართლოს გადაწყვეტილება ცინიკურია. არანაკლები იყო კალაძის დამოკიდებულება: "მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე". როდესაც ხელფასები გაეზრდებათ და გაფიცვა დასრულდება, ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეთ მერიის და მეტროს თანამშრომლებს შორის სლოგანით "მერი ხარ, მეფე კი არა" :)
@magdakiladze1684
@magdakiladze1684 Жыл бұрын
როგორ მეცოდებით ჩემო ქართველებო 😢😢😢😢ჩემო საქართველო რა მთავრობის ხელში ხარ 😢😢😢როგორ არ გიფასდებათ ჩემო ალალო ხალხო შრომა გული მტკივა 😔😔😔😔სული მეწვის რავქნა სხვისი არ ვიცი მარა მე ესე ვარ .რანაირად შეიძლებააა ასე მოექცეე ამ კარგ ხალხს …რატოო არ მაქვს იმდენი რომ ამ ჩვენს გაჭირვებულ ხალხს დავეხმარო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
@gegaorjonikidze4758
@gegaorjonikidze4758 6 жыл бұрын
ჩემი ოცნების ახდენა 16 წლის შემდეგ ბავშობაში წლების მანძილზე ვცხოვრობდი რუსეთში და ხშირად მიწევდა მეტროთი სიარული იქ დაიბადა იდეა რომ მე მეტროს მემანქანე უნდა გავხედეთქო უამრავი თხოვნის მიუხედავად მემანქანეები უარს ამბობდნენ ჩემს კაბინაში შესვლაზე როგორც რუსეთში ასევე თბილიში წლების მერე გადავწყვიტე ბატონ კახი კალაძესთვის მიმეწერა წერილი ამის თაობაზე თუ მენახა როგორ იმართებო და მეტრო და როგორი იყო მემანქანის კაბინა რამოდენიმე დღეში პასუხიცც მოვიდა დაგიკავშირსებიან თბილისის სატრანსტორტო კომპანიიდან რათქმა უნდა ამან ძალიან გამახარა ტელეფონს არავის ვთხოვნიდი რომ არ დამჯდარიყო და მოუთმებლად ველოდი ზარს ორი დღე გავიდა არავინ დამიკავშირდა შემდეგ ისევ მივწერე მერიას წერილი და დაახლოებით სამი საათი იქნებოდა ტრენინგზე ვიჯექი თან ამ საკითხზე ვფიქრობდი ტელეფონი რეკავს თბილისის ნომერი დაეწერა ტანშო ჟრუანტელმა დამიარა ავიღე ალო გამარჯობათ გეგა ორჯონიკიძეს ვესაუბრები კი ბატონო მოკრძალებულათ უპასუხე მეც მე ვარ ლელა სეთურიძე თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან თქვენი წერილი მივიღეთ და ეხლა უფროსი მივლინებაშია როცა ჩამოვა დავლაპარაკები და დაგიკავშირდებითო მადლობა გადაუხადე და დავემშვიდობე უნდა გენახათ ჩემი ბღავილი და ტირილი ესმოდა მთელსკოლას გამოვარდა ტრეინერი რა მოხდა გეგა მე ვუპასუხე ოცნებების ასრულება იწყება მეთქი რამდენიმე დღეში ისევ დამირეკეს ჩაიწერეს ჩემი მონაცემები და თბილიში დამიბარეს პარასკევს 12 საათზე გავიცანი უამრავი მემანქანე შეკითხვებს ვუსვამდი და მე თვითონ ვცემდი პასუხს რაზეც მეცინებოდა ქუთაიში ჩამოსვლის შემდეგ ყველაამ იცოდა თუ ვინ არის ლელა სეთურიძე ამ ადამიანის ზარმა ჩემი ცხოვრბა მთლიანად შეცვალა ის ძალიან დადებითი და პოზიტიური ადამიანია დიდ მადლობას ვუხდი მას ჩემი ოცნების ასრულებისთბის ძალიან მიყვარს რანდენიმე დღეა ტრენინგები მიტარდება გელათში და მის სახელზე ვანთებ სანთელს მეგობრებო ამით იმის ტქმა მინდა რომ თუ რამე ოცნება გაქვთ არასოდეს დანებეთ და ადრე თუ გვიან აგისრულდებათ
@akumamakumam9403
@akumamakumam9403 Жыл бұрын
ჩვენი მერი ტყუილს არ იტყოდა😅😅
@natiafox8927
@natiafox8927 6 жыл бұрын
ეს რა გრაფიკია, 5 ღამე მუშაობა, 2 ღამე დასვენება???? ხალხი არ ხართ???
@9mta
@9mta 6 жыл бұрын
ძალიან კარგი და თან დროული.
@hiddenogluhiddenoglu1953
@hiddenogluhiddenoglu1953 4 жыл бұрын
მადლობა
@georgianvineyard
@georgianvineyard 6 жыл бұрын
Namdvilad cudad arian. meti dafadeba undat. Madloba avtors
@davitchitava6426
@davitchitava6426 6 жыл бұрын
Sakartvelos mtavrobas ar cxvenia ? Ra dgeshia tbilisis metros depo xalxi ra pirobebshi mushaobs Gcxvenodet
@user-xm7qi7wi8z
@user-xm7qi7wi8z 5 жыл бұрын
მთავრობას როგორ არ სრცხვენია რომ ამ ხალხის შრომას არ აფასებს
@user-xm7qi7wi8z
@user-xm7qi7wi8z 5 жыл бұрын
ამ ხალხს ეს შრომა უნდა დაუფასდეთ იმიტომ რომ ნაწილი ამ ხალხის ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ მეორე ნაწილი კი ახდენს ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე ჩვენს ტრანსპორტირებას რაც ამ ხალხს უნდა დაუფასდეთ
@alikamaisuradze6029
@alikamaisuradze6029 5 жыл бұрын
კალაძე უნდა მოიყვანოთ და 5 ღამე უნდა ამუშაოთ ისე როგორც თქვენ მუშაობთ და იქნებ მაშინ დააფასას თქვენი შრომა
Sigma girl and soap bubbles by Secret Vlog
00:37
Secret Vlog
Рет қаралды 4,6 МЛН
მემანქანე/მასტერი
4:59
პარაშუტი
Рет қаралды 8 М.
რუბრიკა - პროფესიები - მეტროს მემანქანე
6:18
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
Рет қаралды 47 М.
Metro Tbilisi: Modernized Ема-502 type metro carriages.
17:47
Nikoloz Darchiashvili
Рет қаралды 69 М.
Tbilisi Metro carriage № 0304 ~ 81-717M
7:21
Nikoloz Darchiashvili
Рет қаралды 10 М.
Sigma girl and soap bubbles by Secret Vlog
00:37
Secret Vlog
Рет қаралды 4,6 МЛН