ირაკლი ქარსელაძე - ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს

  Рет қаралды 9,512

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

3 ай бұрын

„დასკვნით ფაზაშია რიკოთის შემადგენელი შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი, სადაც გაჭრილი და მოსახულია პროექტით გათვალისწინებული ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და მიმდინარეობს 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემების და სხვა სამონტაჟო სამუშაოები. შესაბამისად, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს,“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ რიკოთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს.
„ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბუნებრივია, გზის დარჩენილ მონაკვეთზე კი, გაგრძელდება სამუშაოები“- აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
მინისტრმა ისაუბრა სპეციალურ სავაჭრო მოედნებზეც, რომელიც ახალ მაგისტრალურ გზასთან მოეწყობა. მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას თიხის ნაკეთობების რეალიზაციის შესაძლებლობა ექნება. გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, ჯამში, შენდება 52 კმ-მდე კმ გზა, 97 ხიდი და 51 გვირაბი. ამ დროისათვის, 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 51-ე გვირაბის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს. აქედან, 38 გვირაბით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ასევე, პროექტით გათვალისწინებული 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 89 ხიდი. 65 დასრულებული ხიდით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები 2024 წელს დასრულდება.

Пікірлер: 5
@kingdomofgeorgia1751
@kingdomofgeorgia1751 3 ай бұрын
რატომ აირჩიეთ ჩინური კომპანია? ხიდი ჩინეთში ცოტა ხნის წინ ჩამოიშალა. ენდობით ხარისხს?
@diversified170
@diversified170 3 ай бұрын
იაფია უფრო და უფრო მეტი დფული რჩებათ
@kingdomofgeorgia1751
@kingdomofgeorgia1751 3 ай бұрын
@@diversified170 იაფი კარგია, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე პირველ ადგილზეა.
@user-vz9pk2mg2n
@user-vz9pk2mg2n 3 ай бұрын
​@@kingdomofgeorgia1751როგორც რიონის ხიდზე😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂
რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნა
10:28
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Рет қаралды 19 М.
My little bro is funny😁  @artur-boy
00:18
Andrey Grechka
Рет қаралды 11 МЛН
When You Get Ran Over By A Car...
00:15
Jojo Sim
Рет қаралды 5 МЛН
Sigma Girl Past #funny #sigma #viral
00:20
CRAZY GREAPA
Рет қаралды 28 МЛН
35 Случаев, Когда Природа Сошла с Ума
25:03
Мастерская Настроения
Рет қаралды 8 МЛН
თვითსწორებადი იატაკი | რჩევები და მონტაჟი
6:56
რემონტის რჩევები
Рет қаралды 28 М.