მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 88. საფრანგეთის რევოლუცია: ახალი ეპოქის დასაწყისი

  Рет қаралды 7,397

Bitter Podcast

Bitter Podcast

Жыл бұрын

მოიწონეთ და გამოიწერეთ არხი - like and subscribe our channel
▶️თუ უსმენთ პოდკასტს, გსურთ დაეხმაროთ პროექტს სწრაფ განვითარებაში, პრემიუმ ანგარიშის ჩართვაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ხარისხის გაუმჯობესებაში, „მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ:
საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა)
PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
--------------------------------------------------------------------------
88-ე ეპიზოდში, „მწარე პოდკასტს" განსაკუთრებული სტუმარი ეწვია, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე. ალექსანდრე მსოფლიოს ახალი ისტორიის (XVIII-XIX სს.), განსაკუთრებით, ნაპოლეონის ეპოქის, ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია მსოფლიოში. ჯერ კიდევ „მწარე პოდკასტის" დაარსებამდე რამდენიმე წლით ადრე, ჩვენ ერთად ვიწერდით პოდკასტ „საუბრები ნაპოლეონზეს" (napoleontalk.podbean.com), რომელიც დღეისთვის 85 ეპიზოდს მოიცავს და სრულად ფარავს ნაპოლეონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. „მწარე პოდკასტში" კი თემად საფრანგეთის დიდი რევოლუცია ავირჩიეთ და განვიხილეთ ამ მუდამ აქტუალური ისტორიული მოვლენის შორეული ფესვები, ბურბონი მონარქების ძვირადღირებული საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური პრობლემები, „ძველი რეჟიმი" და გენერალური შტატები, მესამე წოდება არისტოკრატიასა და ეკლესიასთან, დიდი ტერორის წლები, რობესპიერი და დანტონი, პროგრესული კონსტიტუცია, ახალი სამხედრო ელიტა, ნაპოლეონი როგორც რევოლუციური მონაპოვრის გამავრცელებელი და საფრანგეთის რევოლუციის მსოფლიო მნიშვნელობა.

Пікірлер: 44
@BitterPodcast
@BitterPodcast 10 ай бұрын
▶„მწარე პოდკასტის" მხარდაჭერა შეგიძლიათ აქ: patreon.com/BitterPodcast515 საქართველოს ბანკი: GE23BG0000000181160700 (მიმღები: ხოფერია ნიკა) PAYPAL @bitterpodcast (Nika Khoperia)
@Tato88888
@Tato88888 Жыл бұрын
საფრანგეთის რევოლუცია უმაგრესი საკითხია, თავისი სხვადასხვა წახნაგით.
@badomezvrishvili4263
@badomezvrishvili4263 Жыл бұрын
საუკეთესო გადაცემებია, აუცილებლად გააგრძელეთ ვიდეოების სერია და ძალიან კარგს იზავთ გიორგი ბრწყინვალეზე თუ გააკეთებთ ვიდეოს რადგან მაინცდამაინც ბევრი ინფორმაცია ასე ფართოდ განხილული არ არის მის შესახენ , მადლობა
@ditosigua4681
@ditosigua4681 Жыл бұрын
საუკეთესო ხალხი ❤️❤️
@DavidNasaridzeChokha
@DavidNasaridzeChokha Жыл бұрын
წარმატებები .
@NIKANIK-if6ef
@NIKANIK-if6ef Жыл бұрын
კაი ხალხი! წარმატებები
@user-ig3nu8kt1o
@user-ig3nu8kt1o Жыл бұрын
❤❤❤❤
@schimakadze
@schimakadze Жыл бұрын
ძალიან გამორჩეული ეპიზოდია,არ ვიცი სტუმრის,თემის,მთხრობელის დანახვის მხრივ თუ იმის გამო,რომ ძალიან გულწრფელი და თბილი დამოკიდებულება ჩანს ერთმანეთთან მაგრამ ნამდვილად სასიამოვნო სანახავია მსგავსი ეპიზოდები...
@nicolasdefii9
@nicolasdefii9 Жыл бұрын
მაგარია
@Gigichanturia
@Gigichanturia Жыл бұрын
ძალიან მაგარ რაღაცას აკეთებთ, განაგრძეთ აუცილებლად
@Blackandblue787
@Blackandblue787 Жыл бұрын
❤❤
@archilmodebadze1555
@archilmodebadze1555 Жыл бұрын
@archilmodebadze1555
@archilmodebadze1555 Жыл бұрын
ყველასათვის საყვარელი თემაა
@foch155amxfoch3
@foch155amxfoch3 Жыл бұрын
კარგია ყველაფრით მარა ეს ხითხითი არ უხდება...ჩემი აზრით რა თქმა უნდა
@BitterPodcast
@BitterPodcast Жыл бұрын
გაყინული სახით, მონოტონური საუბარი ჯობია, მეგობრულ, მხიარულ საუბარს დიდი ხნის უნახავ მეგობართან და კოლეგასთან ერთად? 😐 პირიქით მეგონა ყოველთვის. ვალერი კვარაცხელიას გადაცემები არის სახით სერიოზული, მაგრამ შინაარსით კომიკური 😁მგონი, მაინც ჯობია გარეგნულად თავისუფალი და მხიარული იყოს და შინაარსი სერიოზული ჰქონდეს.
@schimakadze
@schimakadze 11 ай бұрын
მე პირიქით მაგის გამო უფრო ვისიამოვნე.ჩანს,რომ რასაც აკეთებენ გულით არის და სერიოზულად,რომ ეკიდებიან აღწერას ჩახედე და მაქედანაც იგრძნობ მარტო.
@giorgi8754
@giorgi8754 Жыл бұрын
კარგ საქმეს აკეთებთ დღეგრძელობა მოგცეთ ღმერთმა
@joshjosh.8221
@joshjosh.8221 Жыл бұрын
მთელი აბიტურიენტობა შენ დამეხმარე იმენა 😂
@shorenabartaia3502
@shorenabartaia3502 Жыл бұрын
მაგარ საქმეს აკეთებთ !
@rosjerry
@rosjerry Жыл бұрын
10:25 :დდდ აზნაურის ცოლზე :დდდ მთლად ნუ გააქაქოლდეთ ფრანგები :დ
@BitterPodcast
@BitterPodcast Жыл бұрын
😬
@avtandilrukhadze219
@avtandilrukhadze219 Жыл бұрын
საინტერესოა, ისე ადრე რაღაც დოკუმენტურ ფილმს ვუყურე, ეგეთი აზრი მუსირებდა რომ საფრანგეთის რევოლუციამ გამოიწვია ევროპული კლასიკური კულტურის დეგრადაცია
@BitterPodcast
@BitterPodcast Жыл бұрын
გარკვეულწილად, შეიძლება აქვს საფუძველი ამ მოსაზრებას. რევოლუციის შემდეგ, ყველაფერი უფრო მასობრივი და სადა გახდა.
@BEGLARBEGi
@BEGLARBEGi 6 ай бұрын
ბოლო 2-3 თვის მანძილზე 20 ვიდეომდე ვუყურე უკვე. ძალიან მომწონს პროექტი, კმაყოფილი ვარ და ვთლი რომ დროს ტყუილად არ ვხარჯავ, ერთ რამეს ვერ მივხდი მხოლოდ- რატომ ქვია არხს მწარე პოდკასტი? მწარე რატომ ? ალბათ იმიტომ რომ ხანდახან არაპოპულარულ აზრს აჟღერებთ ხოლმე? სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს :DD
@BitterPodcast
@BitterPodcast 6 ай бұрын
ბევრ არაპოპულარულ აზრსაც ვაჟღერებთ, ისტორიის შეულამაზებელი და საქმიანი გადმოცემა ხდება და თან ტაბუდადებული თემები არ გვაქვს. რაც ხშირად იწვევს კონსპირაციული თეორიებითა და ურაპატრიოტული ყიჟინით გაჯერებული ხალხის გამწარებას, შესაბამისად, წელების გადმოყრის ბევრი შემთხვევაა ხოლმე. თან ეპიზოდები ვრცელია, დეტალური, არგუმენტირებული და ყველას არც ყოფნის ყურადღება, ნებისყოფა, ტიკტოკის 8 წამიან ვიდეოებს შეჩვეულ საზოგადოებას განსაკუთრებით. ამავე დროს, პოდკასტის დამფუძნებლის პირდაპირი და ხისტი ხასიათიდან და ყველანაირი პათეტიკის სიძულვილიდან გამომდინარეც ჰქვია ეს სახელი.
@geoge3078
@geoge3078 11 ай бұрын
გასაგებია რომ ისტორიულ მოვლენებს აშუქებთ და დიდი დრო არის გასული იმ მოვლენებიდან, მაგრამ ყველა მოვლენაზე სიცილი/ღლიცინი არ არის ეთიკური რა დროც არ უნდა იყოს გასული....
@BitterPodcast
@BitterPodcast 11 ай бұрын
ეს ერთი გაგვეპარა. შემდეგზე ვრემიას წამყვანებივით დავსხდებით და მაქსიმალურად თავშეკავებულად, თან დაყენებული სახეებით ვისაუბრებთ.
@geoge3078
@geoge3078 11 ай бұрын
@@BitterPodcast თემას გააჩნია და კონტექსტს, არის თემები/მოვლენები რაზედაც შეიძლება ხუმრობა და შესაბამისად მასეთ ისტორიულ ფაქტებს იუმორისტულად გაარჩევთ თუ სერიოზულად ეგ გემოვნების ამბავია, მაგრამ ტრაგედიებზე (თუნდაც დიდი ხნის წინანდელზე) ასეთი სიცილ-კისკისი რბილად რომ ვთქვა უადგილოა... ვუყურებ თქვენს პოდკასტებს და მსგავსი დამოკიდებულება არ შემიმჩნევია აქამდე, ამიტომაც გამიკვირდა... რა ვიცი, სადაც სისხლმა და ჟლეტამ გაიჟღერა ყველგან გადაბჟირდა თქვენი სტუმარი... მოკლედ მე რჩევა მოგეცით და თქვენი საქმის თქვენ იცით...
@BitterPodcast
@BitterPodcast 11 ай бұрын
შავი იუმორით შეხედეთ, არ გვინდა ეს ძალით სერიოზული როჟების დაყენება, მეგობრული საუბარია, სატელევიზიო გადაცემა კი არა. ახლა საუბრის დროს ვის გაეცინება და ვინ დაბღვერილი იჯდება მაგას მე არ განკკარგავ, როგორიც გამოვიდა, გამოვიდა, ვისაც უნდა მოუსმენს, ვისაც არა, არა. რა პრობლემაა. ყველა თვითონ გადაწყვეტს რაზე გაიცინოს და რაზე - არა.
@NataLeeCat
@NataLeeCat 8 ай бұрын
​@@BitterPodcastნაჯახივით სახეებს არავინ გთხოვთ, მაგრამ ჩემთვისაც უადგილო იყო ეგ ღლიცინი. აი, წარმოიგინეთ, ფრანგები რომ ასე სიცილით ყვებოდნენ გეორგიევსკის ტრაქტატზე, მაგალითად. 😂
@BitterPodcast
@BitterPodcast 8 ай бұрын
@@NataLeeCat მასეთი უკულტურო ხალხი ვართ.
@dronemaster2371
@dronemaster2371 Жыл бұрын
ღმერერთო ჩემო, ერთი მიკროფონი რა გახდა…..
@dronemaster2371
@dronemaster2371 Жыл бұрын
ანგარიში დადეთ, შევაგროვებთ სასტავი 😅
@BitterPodcast
@BitterPodcast Жыл бұрын
webcam-თ არის ჩაწერილი, მიკროფონი ცალკეა, მაგრამ ხმაურიან ადგილზეც ვიყავით. პეტლიჩკები და პროფი კამერა არ მაქვს. რაც შეეხება შეგროვებას, წერია ანგარიში და ვისაც უნდა დაეხმაროს პოდკასტს (დევს ანგარიში ყველა ვიდეოს აღწერაში, დასაწყისში), შეუძლია ჩარიცხოს. მაგალითად, ზენკასტრის მთელი წლის აბონიმენტი გვაქვს მსმენელის დამხმარებით :) პოდკასტს ან სპონსორი ყავს, ან დონაციაზეა როგორც უცხოური პოდკასტების 99% სხვა მხრივ სრულად ენთუზიაზმზე გაკეთებული პროდუქტია და როგორც შემიძლია ტექნიკურად, ისე კეთდება. იქნება სპონსორი, სათანადო კომპიუტერული ტექნიკა, კამერა, მიკროფონები, იქნება უკეთესი ხარისხი, არა და როგორცაა ასეც უსმენს ვისაც მოსმენა უნდა. :) პოდკასტი არაა ჩემი ძირითადი საქმიანობა, ლექტორი ვარ, დოქტორანტი, კვლევებზე ვმუშაობ თან საქართველოში განათლების სფეროში რა ფინანსებია უნდა იცოდეთ, და ამის ჩაწერაც რომ ესწრება რაცაა ეგეც საქმეა.
@NataLeeCat
@NataLeeCat 8 ай бұрын
​​@@BitterPodcastსაწყენად ნუ იღებთ 🫂 (მესმის, რომ ფორმებსაც აქვს მნიშვნელობა).
@nodarigventsadze7930
@nodarigventsadze7930 Жыл бұрын
გეხვეწებით რომის იმპერიაზეც გააკეთეთ ერთი პოდკასტი
@BitterPodcast
@BitterPodcast Жыл бұрын
არის რომზე რამდენიმე ეპიზოდი, რომაელები კავკასიაში (2 ნაწილად), ომი ჰანიბალთან (პუნიკურ ომებზე). რომის სამოქალაქო ომებზე არის დაგეგმილი, ძმები გრაკხუსები, მარიუსი და სულა და კეისარი და პომპეუსი.
@sj3222
@sj3222 Жыл бұрын
სპონსორები გჭირდებათ, ვინმე დაინტერესდდება აუცილებლად
@BitterPodcast
@BitterPodcast Жыл бұрын
პოდკასტში ნახსენები წიგნი, ფრიდონ საყვარელიძის „მადამ გილიოტინას საყვარლები" www.artanuji.ge/book_ge.php?id=270
Does size matter? BEACH EDITION
00:32
Mini Katana
Рет қаралды 20 МЛН
КАК ДУМАЕТЕ КТО ВЫЙГРАЕТ😂
00:29
МЯТНАЯ ФАНТА
Рет қаралды 9 МЛН
42° პარალელი - 40 წელი ირანის ისლამური რევოლუციიდან
10:44
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Рет қаралды 2,4 М.
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 82. ცივი ომი
1:18:05
მწარე პოდკასტი
Рет қаралды 14 М.
ეპიზოდი 21. რატომ არის რუსეთი ზესახელმწიფო?
1:11:11
Does size matter? BEACH EDITION
00:32
Mini Katana
Рет қаралды 20 МЛН