ყოველ დილით ღიღინ-ღიღინ იჩქარიან სკოლაში შვიდი და-ძმა მუსიკოსი - დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. დო ყველაზე დაბალია, ეს ამბავი სულ არ სწყინს, იმ და-ძმებს ხომ სკოლისაკენ დო მიუძღვის მუდამ წინ. სხვა და-ძმებიც აქ სწავლობენ, ამ მხიარულ სკოლაში, მათაც ზუსტად ასე ჰქვიათ: დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. ადგილი თუ დავალება ყველასა აქვს თავისი, ბეჯითობენ და საღამოს შინ მიდიან ხალისით.
@mak712.2 жыл бұрын
გივი ჭიჭინაძეა ტექსტის ავტორი და კომპოზიტორი ხომ არ იცით ვინ არია ?