პერსონაჟი: მადამ დე რენალი - ლიტერატურული წახნაგები

  Рет қаралды 4,706

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

3 жыл бұрын

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი დიდი შედევრის, სტენდალის „წითელი და შავის“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მადამ დე რენალის, შესახებ. ეს, ერთი შეხედვით, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უხმაურო და უპრეტენზიო პერსონაჟია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, ეს ძალიან რთული პერსონაჟია. იმ ამბავმა, რომ „წითელი და შავის“ გამოქვეყნებას ფლობერის „მადამ ბოვარის“, იბსენის „თოჯინების სახლის“, ტოლსტოის „ანა კარენინასა“ და, განსაკუთრებით, „კრეიცერის სონატის“ მსგავსად, სკანდალი არ მოჰყოლია, არ უნდა შეგვაცდინოს. სკანდალი სტენდალმა მხოლოდ იმით აიცილა თავიდან, რომ მისი რომანი თითქმის არავის წაუკითხავს, მისმა პოპულარობამ „სულ რაღაც“ ასიოდე წლით დაიგვიანა. მართალია, ეს დიდი მწერალი მისმა თანამედროვე ლიტერატურულმა გიგანტებმა, ონორე დე ბალზაკმა და ვიქტორ ჰიუგომ, შეამჩნიეს, ამას მკითხველზე სერიოზული გავლენა არ მოუხდენია. ჟულიენ სორელიც და მადამ დე რენალიც თავის დროს ელოდებოდნენ. და მაინც, რატომ უნდა მოეხდინა სკანდალი „წითელსა და შავს“? თუნდაც იმიტომ, რომ ამ წიგნში გლეხმა ბიჭმა სოციალურ კიბეზე ის ადგილი მოითხოვა, რომელიც მას „არ ეკუთვნოდა“ და, მეორეც, წიგნში აღწერილია სრულიად დაუშვებელი ადიულტერი: მასში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ლუიზ დე რენალი, ფარული საყვარლიდან ქმრის აშკარა, საჯაროდ გამოცხადებული მოღალატე ხდება და ჟულიენის თავის მოკვეთის შემდეგ სახლშიც კი ბრუნდება. მოკრძალებული მადამ დე რენალი მოულოდნელად გიგანტურ ამბოხებულ ფიგურად იქცევა...

Пікірлер: 8
@Penelopa13
@Penelopa13 3 ай бұрын
დიდი ადამიანი ❤
@Tato88888
@Tato88888 Жыл бұрын
როგორც ყოველთვის 👍
@gigirioniinoir4736
@gigirioniinoir4736 Жыл бұрын
გამარჯობა ბატონო ლევან, თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ, მიმაჩნია რომ ერთერთი ყველაზე დიდი ხართ თქვენს სფეროში, და ერთი თხოვნა მაქვს, თუ არის შესაძლებელი ნიკოლოზ გაბაონის აივნიანი ქალაქი შესახებ მოამზადოდ გადაცემა, მესმის რომ თქვენი ინტერესი საგანი უფრო მაღალი ზარისხის ლიტერატურაა მაგრამ იქნებ მოხერხდეს. დიდი მადლობა
@mastermobile6292
@mastermobile6292 3 жыл бұрын
💙
@levanisabiashvili3859
@levanisabiashvili3859 3 жыл бұрын
♥️
@ninougrekhelidze2677
@ninougrekhelidze2677 3 жыл бұрын
🥰🥰🥰
@void5186
@void5186 3 жыл бұрын
@rezogogishvili2327
@rezogogishvili2327 2 жыл бұрын
უნდა
პერსონაჟი: კვაზიმოდო
37:24
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 17 М.
- А что в креме? - Это кАкАооо! #КондитерДети
00:24
Телеканал ПЯТНИЦА
Рет қаралды 7 МЛН
Scary Teacher 3D Nick Troll Squid Game in Brush Teeth White or Black Challenge #shorts
00:47
Дарю Самокат Скейтеру !
00:42
Vlad Samokatchik
Рет қаралды 8 МЛН
Alex hid in the closet #shorts
00:14
Mihdens
Рет қаралды 10 МЛН
პერსონაჟი: აგამემნონი
38:48
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 17 М.
În dialog cu un istoric: prof. univ. dr. Gheorghe Cliveti m. c. A. R.
43:35
Liga Studenților de la Istorie CLIO
Рет қаралды 607
Евгений Жаринов: беседы о литературе
3:31:47
Profileschool
Рет қаралды 2,4 МЛН
ბაკურ გულუას ისტორია - “საქართველოს დაბადება”
3:25:21
საქართველოს დაბადება
Рет қаралды 1,1 МЛН
- А что в креме? - Это кАкАооо! #КондитерДети
00:24
Телеканал ПЯТНИЦА
Рет қаралды 7 МЛН