No video

რიკოთის ყველაზე გრძელი - 1800 მ-იანი გვირაბი გაიჭრა

  Рет қаралды 16,563

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

9 ай бұрын

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებული გვირაბის პარალელურად ახალი გვირაბი გაიჭრა. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე გაჭრილი ახალი გვირაბის სიგრძე 1800 მეტრია და დღეის მდგომარეობით, ყველაზე გრძელი გვირაბია ქვეყანაში.
“მნიშვნელოვანია ამ გვირაბის გაჭრა, ვინაიდან ახალ გვირაბში მოძრაობის გადართვის შემდეგ შესაბამისი სამუშაოები დაიწყება ძველ, არსებულ გვირაბში. ახალი გვირაბის საბოლოო მოსახვის სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებულია, მოეწყობა საფარი, დასრულდება საინჟინრო და ელექტრო ქსელების მონტაჟი, რის შემდეგაც გვირაბში გაიხსნება ავტოტრანსპორტის მოძრაობა,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რიკოთის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.
ამავე მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთო ახალ, 2.4 კმ-იან გზაზე. ძველ საგზაო მონაკვეთზე კი, გაგრძელდება პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები.
მინისტრის თქმით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებული ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს 33 ფერდზე. ასევე, დაწყებულია სატენდერო პროცედურები 149-ე კმ-ზე, მიმდინარე წლის დასაწყისში, მონიტორგინის შედეგად გამოვლენილი პოტენციური მეწყრული უბნის სტაბილიზაციის სამუშაოების ჩასატარებლად.
„149-ე კილომეტრზე, წლის დასაწყისში, მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი იქნა მეწყრის პოტენციური კერა ძველ გზასთან 200 მეტრის მოშორებით, რის გამოც გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და დაწესდა სპეციალური რეჟიმი. ღონისძიებები გრძელდება იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში გაუქმდეს რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ტრანსპორტისთვისაც. პარალელურად კი, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები აღნიშნული ფერდის დამუშავებისთვის საჭირო სამუშაოებზე, რაც არ იყო გათვალისწინებული არც პროექტით და არც სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში,“-აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ამ დროისათვის, რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 50 გვირაბი და 97 ხიდიდან უკვე აშენებულია 83 ხიდი. აქედან, ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან, 4 ზოლიან მონაკვეთზე სოფელ ხევიდან და დაბა შორაპნამდე. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს, რომელმაც რიკოთზე გადაადგილების მანძილი 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით უკვე შეამცირა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.
ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და მსოფლიო ბანკთან (WB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60%-ზე მეტი (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე.

Пікірлер: 4
@taiatsiklauri5760
@taiatsiklauri5760 8 ай бұрын
სურამი -ფონა-ხარაგაულის გზას როდის დაამთავრებთ
@badribarabadze8918
@badribarabadze8918 8 ай бұрын
რიკოთზე მეწყრის კერა აღმოუჩენია, მაგარი აღმოჩენაა.
@user-lf6nq7dz8m
@user-lf6nq7dz8m 8 ай бұрын
გვირაბის. გათხრა. კარგია. მაგრამ. რა. შედეგს. დადებს. ზამთარში. და. გაზაფხულზე
@user-ss9go6to3c
@user-ss9go6to3c 8 ай бұрын
Молодци грузини
გელა ბარკალაიას ისტორია - საქართველოს დაბადება
1:26:11
საქართველოს დაბადება
Рет қаралды 22 М.
Survive 100 Days In Nuclear Bunker, Win $500,000
32:21
MrBeast
Рет қаралды 154 МЛН
Чёрная ДЫРА 🕳️ | WICSUR #shorts
00:49
Бискас
Рет қаралды 2,9 МЛН
天使救了路飞!#天使#小丑#路飞#家庭
00:35
家庭搞笑日记
Рет қаралды 63 МЛН
„ბეტონის უღელტეხილი. მეწყერი დიდ გზაზე“ #გამომძიებელი #რეპორტიორი
39:49
პირველი არხი - გამომძიებელი რეპორტიორი
Рет қаралды 144 М.
სამშენებლო სამუშაოები რიკოთზე
8:37
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Рет қаралды 56 М.
Советский мультфильм про нашу жизнь !
13:49
Дедушка Аргентинца
Рет қаралды 4,1 МЛН
#საუკუნისპროექტი
3:45
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Рет қаралды 1,9 М.
ითხვისს მიწა ყლაპავს
7:13
Mtisambebi / მთის ამბები
Рет қаралды 15 М.
Survive 100 Days In Nuclear Bunker, Win $500,000
32:21
MrBeast
Рет қаралды 154 МЛН