შიდა სამხედრო დაპირისპირება რუსეთში

  Рет қаралды 6,095

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Жыл бұрын

რუსეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები როსტოვსა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტებს აკონტროლებენ. ორივე ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს. ისმის აფეთქებებისა და სროლის ხმა. ვლადიმერ პუტინის განცხადების შემდეგ, სადაც მან ევგენი პრიგოჟინი ღალატში დაადანაშაულა და „ვაგნერის“ ყველა მებრძოლის განეიტრალების ბრძანება გასცა, მოსკოვის მისასვლელებთან ბლოგპოსტებისა და თავდაცვითი პოზიციების მოწყობა დაიწყეს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლებს მოსკოვიდან 500-ს კილომეტრზე ნაკლები მანძილი აშორებთ. ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა მისი მებრძოლების ბანაკებზე დარტყმების განხორციელებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, „ვაგნერი“ იწყებს სამართლიანობის მარშს მოსკოვზე, რათა შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა პრიგოჟინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.
ქეთი ჩოხელის რეპორტაჟი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - kzfaq.info
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Пікірлер: 4
@giorgi870
@giorgi870 Жыл бұрын
რუსეთიც შეგვასწრებს ევროპაში
@user-mg5uj7nz2p
@user-mg5uj7nz2p Жыл бұрын
😂😂😂😂😂👍
@user-mg5uj7nz2p
@user-mg5uj7nz2p Жыл бұрын
ნატოშიც