თავის დრო #23 - მარტოობა - უჩა ურუშაძე

  Рет қаралды 5,013

თავის დრო

თავის დრო

Жыл бұрын

თავის დრო პოდკასტების სერიაა, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება და სხვადასხვა თემებზე ვრცელი საუბარია.
სოციალური მედია:
TikTok - www.tiktok.com/ @TavisDro
Facebook - / tavisdro
Instagram - / tavisdro
კონტაქტი:
Email - tavisdro@gmail.com
#პოდკასტი #თავისდრო #Tavisdro #podcast #ფილოსოფია #საუბარი #მარტოობა #უჩაურუშაძე #uchaurushadze
პროექტის პარტნიორი:
Terminal • ტერმინალი
Special thanks :
Giorgi Kasrashvili- პოდკასტის ქუდი და მონტაჟი
Levan Abramishvili- გადაცემის მხატვარი
Gio Kvlividze - ლოგოს ავტორი
Tornike Karchkha და Nasi Chavchavadze - მუსიკა

Пікірлер: 33
@bevri
@bevri Жыл бұрын
რა ხეპრე ტიპია მარტო იქნება რა თქმა უნდა რა უკვირს :D ამაზე ცუდი მოსაუბრე და არაკომფორტული ადამიანი ჯერ არ მინახავს, საშინლად უხერხულად იყვნენ ბიჭები. ესეთ ვინ გაუძლებს? ტიპი მოსიარულე ქრინჯია, ჭკვიანურს მაინც ამბობდეს რამეს, თავისივე ბოდვაში რო იხლართება ყოველ ორ წუთში.
@red7057
@red7057 5 ай бұрын
ნაჰ, რაც მინახავს ამ პოდკასტში, ერთ-ერთი საინტერესო მოსაუბრე იყო, რომელსაც სიტყვების სიღრმეების შეგრძნება აქვს და ამას ვაფასებ, კომპლექსური პიროვნებაა და ამდენს ვერ შეხვდები ხშირად.
@ninotevdoradze86
@ninotevdoradze86 Жыл бұрын
ზუსტად ახლა რომ მჭირდებოდა ეს საუბარი.მადლობა ასეთი სტუმრისთვის,❤ მადლობა უჩას❤🙏.ძალიან საინტერესო საუბარი შედგა👍. და მინდა ვუთხრა რომ მეც მარტო ვარ იმ გაგებით რასაც მარტოობაში გულუსხმობდა,და ეს ახლა მივხვდი,რომ 10 წლის ასაკში აღმოვაჩინე ეს გრზნობა ,უბრალოდ სახელს ვერ ვარქმევდი.მერწმუნეთ ეს ყველაზე საშინელი განცდაა,რასაც ვერ მოვერიე 42 წლის განმავლობაში. მართალია ,ეს თუ გამოცადე ვეღარასოდეს მოიშორებ.😒და მართლა არავის ვუსურვებ. . თუმცა ალბათ ამის შემდეგ შემოვბრუნდი საკუთარი თავისკენ კითხვებით.ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე"მე" და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ორ სამყაროს შორის ვარ გაჩხერილი.😏ვერ ვხვდები ვინ ვარ აქ სად მოვხვდი და და უნდა ვაკეთო?🤔. მოკლედ ძალიან ძალიან დამეხმარეთ ❤.კიდევ მადლობა უჩას და მადლიბა თქვენ.❤🙏
@lab2714
@lab2714 Жыл бұрын
ვეთანხმები ამ ადამიანს იმაში რომ ჩვენი საზოგადოება ხდება უფრო და უფრო ინდეფერენტული, პრინციპით სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი.
@irinenutsubidze7501
@irinenutsubidze7501 Жыл бұрын
საინტერესოა 🙏 აღმოვაჩინე რომ მარტოობა (solitude) ყველაზე მაგარი რამ არის რაც დამემართა ..მაგ მარტოობაში შევიცან თავი ჩემი.. მიუხედავად იმისა რომ ხალხთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვს ჩემს თავთან დიდი სიამოვნებით ვატარებ დროს...შინაგანი დიალოგი იქნება თუ უბრალოდ ჯდომა მარტივად შინაგანი ჭვრეტა .. შეიძლება ეს იმიტომაც გამიადვილდა რომ ინტროვერტი ადამიანი ვარ და ბავშვობაში მაძალებდნენ ხოლმე ურთიერთობებს არადა მშვენივრად ვგრძნობდი თავს ჩემთვის მე მგონია რომ ზოგადად ადამიანი გაურბის მარტოობას იმიტომ რომ რასაც მაგ დროს შეხვდება იცის და ნამეტანი არ მოეწონება ეგეც იცის..გამოდის რომ საკუთარ თავს გავურბივართ .. ამიტომაც შეიქმნა ასეთი ქაოსი სამყაროში..გავურბივართ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს .. საკუთარი თავი არ მოგვწონს ამიტომაც ვერიდებით სარკეში ჩახედვას.. ისე კიდე ისიც მგონია რომ მხოლოდ მე ვარსებობ და გარე სამყარო ჩემი შინაგანი სამყაროს სარკეა და ყველგან მე ვარ ყველაში და ყველაფერში .. მარტო ვარ და თანაც არ ვარ ..ასეთი პარადოქსია 🌞
@lab2714
@lab2714 Жыл бұрын
ჩვენ სამყაროს საკუთარი თავით ვხედავთ და სამყაროში საკუთარ თავს ვხედავთ.
@ninotevdoradze86
@ninotevdoradze86 Жыл бұрын
მასეთი ფიქრები მეც მაქვს,რომ ჩემს ირგვლივ სამყარო ჩემივე ფიქრების პროექციაა.არ მომწონს ? ვერ ვცვლი ჯერჯერობით😏❤
@annanozadze2994
@annanozadze2994 Жыл бұрын
განმარტოვება კარგია ამ დროს ადამიანი შემოქმედებითი ხდება . აი მარტოსულობა კი აავადებს რადგან ადამიანს სჭირდება თვითგამოხატვა.
@bashkusha1140
@bashkusha1140 7 ай бұрын
ნათელი მაგალითი თუ რა განსხვავეება ემოციურ ინტელექტს შორს და ინტელექტს(შორის თუ შეიძლება ქონდეს ამ ადამიანს )
@teonazeikidze837
@teonazeikidze837 11 ай бұрын
მართლა ყველაზე უსიამოვნოდ მოსასმენი სტუმარი აღმოჩნდა. 15 წუთი გაჭირვებით გავუქაჩე😢
@marigabrichidze3694
@marigabrichidze3694 8 ай бұрын
ამ უსამართლო სამყაროში ყველაზე კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს მარტო ბუნებასთან
@red7057
@red7057 5 ай бұрын
ძალიან საინტერესო იყო, კიდევ მოიწვიეთ ბატონი უჩა.
@tedotonia
@tedotonia Жыл бұрын
მარტოობის განცდა ვის აქვს? შენ რეალურს მეს თუ შენ ეგოს? რეალური მე არის ერთი დიდი ცნობიერი ენერგიის ნაკადი და მან იცის რომ არ არის განცალკავებული სამყაროსგან. ის არის ხეც, ძაღლიც, სხვა ადამიანიც, მზეც და ყველაფერი ერთად. შესაბამისად მას აქვს მხოლოდ სისავსის და დიდის ნაწილობის და ერთიანობის განცდა. მარტოობის განცდა აქვს მხოლოდ ეგოს რომელიც ფიქრობს რომ ის ცალკეა და სამყარო ცალკეა. ცხადია ადამიანი უნდა რჩებოდეს თვის თავთან მარტო და მარტოობაში და მხოლოდ მარტოობაში, როგორც მერაბ მამარდაშვილი იძახის, თუ ღმერთმა გაგვიღიმა მოხდება პროცესი ფიქრისა და აზროვნებისა. და ეს სიმარტოვე არის პირობა და ადგილი სამყაროსთან კავშირის. ჩემი აზრითაც საბოლოო მიზანი ამ მარტოობისაც უნდა იყოს სამყაროს შეცნობა და მასთან შერწყმა. kzfaq.info/get/bejne/rqhjZLZe0NW4iH0.html
@ninotevdoradze86
@ninotevdoradze86 Жыл бұрын
აუცილებელი პირობა გამოდის მარტოობა ,რო თვითრეფლექსია დაიწყო და მიხვდე რომ არც ისე მარტო ყოფილხარ😊 მადლობა ამ აზრი მოწოდებისტვის❤🙏
@nodokapanadze7139
@nodokapanadze7139 5 ай бұрын
კარგი იყო
@ninijalagania5691
@ninijalagania5691 Жыл бұрын
ძააან კაი ტიპია
@red7057
@red7057 5 ай бұрын
კი, აღმოჩენაა ჩემთვის, ხელოვნება იყო მოსმენა :დ
@lkvantaliani
@lkvantaliani Жыл бұрын
ოჰოჰოოო… რა სქინტერესოა და რა მძიმე :))) რჩევა: ასეთ ტიპებს უნდა ელაპარაკოთ რამე მსუბუქზე. ფეხბურთი, რომელი ნაყინი უყვარს… რა მარტოობა
@ninotevdoradze86
@ninotevdoradze86 Жыл бұрын
გეთანხმებით ,ძალიან მძიმე სასაუბროა ,თუმცა მე პირადად მივხვდი და დამეხმარა.
@user-dj5sv1nb2i
@user-dj5sv1nb2i Жыл бұрын
მარტოობას ალბათ ყველა იგრძნობ რაღაც მომენტში, საქმე ისაა, როგორ მიუდგება ამ მოცემულობას. აქედან გაქცევის სურვილის საწყისი, ვფიქრობ, რომ არი არაადაპტირებულობა საკუთარ თვისებებთან, მოთხოვნილებებთან და დამახასიათებელ ნიშნებთან, მარტივად რომ ვთქვა ადამიანი არ იცნობს საკუთარს. დროს უთმობს მარტო სხვის მოსმენას. ამ შემთხვევაში, მარტოობის დროს ადაპტაციის სურვილიც არ ჩნდება და ადამიანი გარე კომფორტს ეძებს, დედას ეძახის რომ ჩაეხუტოს და დაამშვიდოს ან შეიძლება ტიკტოკს ხსნიდეს იმიტომ, რომ არ იცის რაზე იფიქროს და არ იცის, რომ ფიქრმა გზა უნდა გაიკვლიოს ამ მარტოობის სიმძიმიდან. თანამედროვე სამყარო, ზოგადად სწრაფ შედეგზეა ორიენტირებული და ყველა დეტალში ჩანს ეს. ინტერნეტში იპოვი ჯიმი ჰენდრიქსი როგორ აკივლებს გიტარას და ისე უკრავს თვალს ვერ მოწყვიტავ, მაგრამ არ ჩანს მისი გზა ამ "დიდებისკენ". მე, რომელიც მას წავაწყდი ჩემ არცოდნასთან მარტო მის ვირტუოზობას დავაყენებ და იმ რთული სატანჯველი შუალედის აღქმა რათქმაუნდა ნაკლებად მექნება. ეს და სხვა მრავალი მსგავსი მაგალითი უზრუნველყოფს "goal orientated" დამოკიდებულებას. ყოველდღიურობაში ასეთი ცხოვრებით, მივალთ იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ არ მჭირდება ბევრი ვიფიქრო, ბევრი ვიწვალო და უიმედობიდან გზა გავიკვლიო, რადგან შემიძლია ნაკლებ დროში მივიღო ის რაც მჭირდება, სულიერი სიმშვიდე. ასეთ პოდკასტებსაც ბევრი ხალხი იმიტომ არ უყურებს, რომ ამოჭრილი 5 წუთი უფრო დააკმაყოფილებს, სადაც აზრი უფრო დალაგებულია, სადაც იმაზე ფიქრი არ მოუწევს ეს კაცი რეებს ლაპარაკობსო, თითქოს ერთი შეხედვით უფრო მალე გაიაზრებს ამ პოდკასტის "სათქმელს". ვფიქრობ საინტერესო დეტალია მარტოობასთან დაკავშირებით.
@elzajmukhadze6009
@elzajmukhadze6009 Жыл бұрын
მარტოობა არის თავისუფლების უმაღლესი ხარისხი!!!❤
@user-jb1jl9zu6e
@user-jb1jl9zu6e 8 ай бұрын
რანაირად?😒
@mynameis8418
@mynameis8418 Жыл бұрын
ცოტა მაღალ ხმაზე ჩაწერეთ თუ შეგიძლიათ
@sj3222
@sj3222 8 ай бұрын
Resentful
@user-if9he3hq2f
@user-if9he3hq2f 5 ай бұрын
ხოშიანი ნამდვილი ბაზარი იყო .
@dimakvatchantiradze7398
@dimakvatchantiradze7398 Жыл бұрын
მე მაქვს განცდა კი არა განვიცდი. ეგეთი სტრუქტურის წინადადება ბევრად უარესია, ვიდრე ინგლისურ სიტყვები წინადადებაში.
@levanigiorgadze2271
@levanigiorgadze2271 11 ай бұрын
Damkargaa
@rugbychannel2027
@rugbychannel2027 11 ай бұрын
ეს ვინაა? რა უნდა საერთოდ? 😆😆😆
@ekaterinesidamonidze6740
@ekaterinesidamonidze6740 10 ай бұрын
Martalia tu ertxel ganicade sul marto xar
@Nino_Mtvarelishvili
@Nino_Mtvarelishvili 8 ай бұрын
ძალიან ცუდი მოსაუბრე 😢 ძალიან ცუდი გადმოცემის უნარი აქვს სტუმარს. არადა მოლოდინი მქონდა რამე საინტერესოს მოვისმენდი. იმედგაცრუება და სევდა.
@user-dx6wp5sm3k
@user-dx6wp5sm3k Жыл бұрын
რა ჩაკეტილი ტიპია. არ გაასწორა ამ პოდკასტმა
Slow motion boy #shorts by Tsuriki Show
00:14
Tsuriki Show
Рет қаралды 8 МЛН
Despicable Me Fart Blaster
00:51
_vector_
Рет қаралды 24 МЛН
სივრცე ანასტასიასთან - დეა ყოლბაია | Sivrtse Anastasiasstan - Dea Kolbaia
43:53
სივრცე ანასტასიასთან / Sivrtse Anastasiasstan
Рет қаралды 1,7 М.