Рет қаралды 44,890
mtisambebi.ge/ - „ჯოჯოხეთური 4 საათი იყო. ის ტალღები რომ მახსენდება, ნგრევის ისეთი ხმა, ადამიანი მხოლოდ მაგის გამო შეიშლებოდა ჭკუიდან, ხალხის ყვირილი, რა გადავიტანეთ, როგორ გადავრჩით?“ - დავით ჯელაძე და მისი ოჯახის 9 წევრი, 3 აგვისტოს, შოვში სასეირნოდ იმყოფებოდნენ, როცა მოულოდნელად ღრიალის ხმა გაიგეს. მთიდან მათკენ უზარმაზარი ღვარცოფი მოდიოდა. წამებში ისინი სტიქიის ეპიცენტრში მოყვნენ. დავითი 6 წლის დისშვილთან ერთად ცალკე აღმოჩნდა და 2 საათზე მეტი დასჭირდა, ზურგზე მოკიდებული მაშო ღვარცოფიდან ხოხვით რომ გაეყვანა, რის შემდეგაც ისევ ოჯახის წევრებთან დაბრუნდა. ისინი ღვარცოფის მიერ მოტანილ მასაში, 4 საათის განმავლობაში ნახევრად მიწაში ჩაფლულები იყვნენ და დახმარებას ელოდნენ.