Рет қаралды 45,034
კრიმინალურ საყაროში დიდი აფეთქებაა. ფულის გამო დაწყებული დაპირისპირება ე.წ კანონიერ ქურდებს შორის ჯახით დასრულდა. პოლიციის ხელში ახლა ბევრი მტკიცებულებაა ქურდებისა და მათთან კავშირში მყოფი პირების წინააღმდეგ. მათ შორისაა მასალები, როგორ ემუქრებოდნენ ბიზნესმენ გია გავაშელს ოჯახის განადგურებით დიდი ფულის გამოძალვის მიზნით. ტერორში ქურდი ჯუმბერ ბაირამიდი, იგივე ბონჩოა მხილებული. ის მიმალვაშია, მისი დამხმარეები კი დაკავებულები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბონჩო ფინანსური დავების ერთ-ერთი მთავარი მომგვარებელია და ამ მიზნით უცხოეთიდან საქართველოში ქურდულ გარჩევებს აწყობს