ვინ არიან იეზიდები?

  Рет қаралды 6,946

HISTORY GEO

HISTORY GEO

Жыл бұрын

ეზიდები, მოძველებული - იეზიდები - ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 2 მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე - კურმანჯიზე.
ეზიდიზმი სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. ეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც ეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.
ეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა ეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. ცნობები ეზიდების საზოგადოებრივი წყობის და რელიგიის შესახებ გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში: „გამოცხადების წიგნი“ (აღსარების წიგნი), „შავი წიგნი“, რომელიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. ეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).
ჩვენი სხვა პროექტები:
რუსულენოვანი KZfaq არხი - / @vis_geo
არხის TikTok - www.tiktok.com/@important_his...

Пікірлер: 22
@MarinaDjavoeva
@MarinaDjavoeva Ай бұрын
მე ვარ იეზიდი❤ და ვცხირობ საქართველოში რადგან საქართველო ერთ ერთი ეზიდების უსაყვარლესი ადგილია მე ვარ10 წლის ქართულიც ვიცი და ეზიდური ენაც❤❤❤❤
@user-fd3ei5lt6e
@user-fd3ei5lt6e Ай бұрын
კარგია , ტრადიციები არ დაკარგოთ
@pantelemoni1
@pantelemoni1 Жыл бұрын
მაგარი ხალხი ბოიშვილი ვიყო, ჯიგრები, უღალატო, ჩვენი ძმები.
@uchadvali4038
@uchadvali4038 Жыл бұрын
პიროვნულად შეილება. მაგრამ ქურთისტანი ქართულ მიწებს ითხოვს რომელიც თურქეთშია
@VIS_GEO
@VIS_GEO Жыл бұрын
@@uchadvali4038 ქართულს არა, სომხურს კი. ტაოზე და ლაზეთზე ლაპარაკი არასდროს ყოფილა. ეს ბერძნები და სომხები ითხოვენ იმ მიწებს.
@user-tt5di8mi1f
@user-tt5di8mi1f Жыл бұрын
​​@@uchadvali4038აც არ იცი იმას ნურც ამბობ და ავრცელებ არავითარ ქართულ მიწებზე არ აქვთ პრეტენზია პრეტენზია მათ აქვს ძველი როჟავის მიწისთვის რომელიც 1920_წლამდე ჰქონდათ და ფრანგების და ბრიტანელების ჯარმა სირიას ერაყს თურქეთს და ირანს გადაუფორმეს (ბიჟი როჟავა ჰერ ბიჟი ქურთისტანი)🤣🤣❤❤🇬🇪🇬🇪🧡💛💚.
@user-tt5di8mi1f
@user-tt5di8mi1f Жыл бұрын
სორანის ენაზეც საუბრობენ ქურთები სხვათა შორის ისე ცნობისთვის ყველაზე უღალატო ერია ქართველისთვის ჩვენს მხარდამხარ იომეს აფხაზეთში და სამაჩაბლოში😢😢❤❤.
@uchadvali4038
@uchadvali4038 Жыл бұрын
@@VIS_GEO მერე ვინ გააბლატავა რო ითხოვენ რა ნამუსით, გონებაშიც კი არ უნდა ივლებდნენ? ყარსში თუ ბევრი ქურთი ცხოვრობს არ ნიშნავს რო ეს მათი მიწაა, მოსულები არიან იქ როგორც თურქები მოვიდნენ და არ არის მათი ისტორიული მიწა საქართველოს და სომხეთის ისტორიული ტერიტორია
@mikheilgongadze8385
@mikheilgongadze8385 7 ай бұрын
ძმები არიან 👍
@giorgiterunashvili2083
@giorgiterunashvili2083 7 ай бұрын
ძაან უმაგრესი ხალხია!
@Tcl4k-fz2lp
@Tcl4k-fz2lp Жыл бұрын
იეზიდები ❤
@sowhat5115
@sowhat5115 26 күн бұрын
კარგი ხალხი❤
@brilliance1231
@brilliance1231 Жыл бұрын
არიან უძველესი მიდიელების შთამომავლები. ჩვენ გვაქვს ხურიტულ-ხეთური (G2-J2) გენები, მათ ხურიტულ-ირანული. საერთო გენეტიკის გადაკვეთა უეჭველია. G2 იქნება ჩვენი საერთო გენები.
@brilliance1231
@brilliance1231 8 ай бұрын
@@lashagigashvili575 კაი კაცო :))) ჩვენი გენები ბევრ ერებშია შერეული, სომხებშიც კი. წადი წიგნები იკითხე ...
@amorazmiashvili-dx7hp
@amorazmiashvili-dx7hp 5 ай бұрын
კარგი ერია არ ეწყინოთ მაგრამ ვერასდროს გახდებიან ჩვენი ძმები ჩვენი ძმები ი გუშები არიან უფრო გენეტიკურად ტრაპიზონი ჩაითვლებოდა მაგრამ სამწუხაროდ ოსმალებმა დაიპყრეს და გადაარჯულეს დღეს მხოლოდ ინგუშები არიან ხვენი ძმები არავის ეწყინის ინგუშები💖💖💖💖💖💖
@gochakorogla
@gochakorogla 9 ай бұрын
გაიხარეთ დძმებო იეზიდებო
@zurabinasaridze
@zurabinasaridze Жыл бұрын
ჰმ... არის რაღაც სიმართლის ნაწილი მათ რწმენაში მგონი :) გამიგონია არის ერთი მთავარი რომელიც ხშირად ტირის ადამიანთა გამო...
@amooo7198
@amooo7198 9 ай бұрын
Შეგიზლია მიტხრა რომელზე იზახი მე იეზიდი ვარ და მაგრატ ვცემ პატივს ქარᲗველებს და ჯემებს ❤
@MrIBERIELI
@MrIBERIELI Жыл бұрын
ნურავის ეწყიენბა , იეზიდები საუკეთესო ხალხია იმ უცხო ერებს შორის ვისაც კი საქართველოში უცხოვრია .
@DefenceGeorgoa
@DefenceGeorgoa 5 ай бұрын
ხალხს ომი არ უყვარს და აფხაზეთში ყველაზე მეტმა იბრძოლა და კიდეც დაიღუპა ყველაზე მეტი პროცენტულად.
@teogeotbl7589
@teogeotbl7589 4 ай бұрын
@@DefenceGeorgoa კი ასეთი მაგალითი მამაჩემია ბოლომდე იბრძოლა აფხაზეთის ომში და იცავდა თავის ქვეყანას❤ ამით ვამაყობ ძალიან
Жайдарман | Туған күн 2024 | Алматы
2:22:55
Jaidarman OFFICIAL / JCI
Рет қаралды 457 М.
Tom & Jerry !! 😂😂
00:59
Tibo InShape
Рет қаралды 47 МЛН
Final muy increíble 😱
00:46
Juan De Dios Pantoja 2
Рет қаралды 32 МЛН
Balloon Stepping Challenge: Barry Policeman Vs  Herobrine and His Friends
00:28
ვინ არიან ინგუშები?
10:06
HISTORY GEO
Рет қаралды 94 М.
ეგვიპტელების 10 საოცარი გამოგონება
10:57
ისტორია - საინტერესო ფაქტები
Рет қаралды 152 М.
ლალი მოროშკინას ისტორია - საქართველოს დაბადება
1:20:09
საქართველოს დაბადება
Рет қаралды 69 М.
Жайдарман | Туған күн 2024 | Алматы
2:22:55
Jaidarman OFFICIAL / JCI
Рет қаралды 457 М.