Рет қаралды 7,871
16 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა ზაზა ოსმანოვის საჯარო ლექცია "კოსმოსური არტეფაქტები: დაისონის სფერო/რგოლი, ფონ ნოიმანის ზონდები".
ლექციაზე საუბარი იყო შესაძლო მაღალგანვითარებული ცივილიზაციის მიერ აგებული არტეფაქტების შესახებ და მათი აღმოჩენის ასტროფიზიკურ მეთოდებზე. კერძოდ, ზაზა ოსმანოვმა განიხილა ე.წ. დაისონის სფეროები და რგოლები და შეეხო თვითრეპლიკაციის მქონე ფონ ნოიმანის ზონდებს.