ეკლერის და შუს საუკეთესო რეცეპტი

  Рет қаралды 86,724

Kates. Dinner

Kates. Dinner

3 жыл бұрын

ეკლერი ან შუ⁣

მოგიყვებით ჩემი გამოცდილების შესახებ, სანამ შევჩერდი სასურველ დოზირებაზე ბევრი ინგრედიენტი გავაფუჭე, მაგრამ ახლა მინდა შემოგთავაზოთ ყველაზე კარგი ცომი, რომელიც არ გიღალატებთ. ამ რეცეპტს ყოველთვის ვზომავ ჭიქით და არა სასწორით, თქვენ კი გირჩევთ იქონიოთ ჭიქა 250 მლ მოცულობის, რომელიც დაგეხმარებათ ამ საქმეში.⁣

ცომი:⁣
🍡3 ჭიქა სითხე (2 რძე, 1 ჭიქა წყალი)⁣
🍡200 გ კარაქი⁣
🍡მარილის მწიკვი⁣
🍡4 ჭიქა ფქვილი⁣
🍡11 კვერცხი "1" კატეგორიის ან 10 კვერცხი "0" კატეგორიის ⁣

ცომის მომზადება საკმაოდ ადვილია, კარაქს დავუმატოთ რძე/წყალი ან მხოლოდ წყალი, სხვათაშორის წყალზე მოზელილი ცომი ძალიან მიყვარს, შესაბამისად ხარისხზე არ იმოქმედებს. შემდეგ ვამატებთ მწიკვ მარილს და ვდგავთ ცეცხლზე. როგორც კი ადუღდება ვუმატებთ ფქვილს, აუცილებლად ერთჯერადად! ეს მნიშვნელოვანია! ამის მერე ცეცხლს ვაყენებთ მინიმალურზე და ვიწყებთ მორევას. ვურევთ იქამდე სანამ ყველა კორკოში არ გაიხსნება და ცომი არ შეიკვრება გუნდათ. ამის მერე ამ ცომს ვატრიალებთ და ვბრაწავთ ყველა მხრიდან, ასე ვაშრობთ ზედმეტ სითხეს, როგორც კი ქვაბის ძირზე ნახავთ მიკრულ ცომს გამორთეთ ცეცხლი, ეს იმის ნიშანია, რომ ცომი საკმარისად მშრალი და შეკრულია! ამ ეტაპზე გუნდას ვტოვებთ 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ოდნავ გაგრილდება. მერე უნდა შევათქვიფოთ თითო თითო კვერცხი, სულ დავუმატე 11 კვერცხი "1" კატეგორიის, მაგრამ თუ გაქვთ "0" კატეგორიის კვერცხები დაუმატეთ 10 ც. ⁣
ამ ცომზე შემიძლია ბევრი რამ დავწერო, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არა თქვენთვის საინტერესო ან სასარგებლო, მომწერეთ კომენტარებში, თუ დაგრჩებათ კითხვები, აუცილებლად გიპასუხებთ ⁣

როდესაც ცომი უკვე მზად არის, ვამზადებთ სინს, შეგიძლიათ დაუფინოთ სილიკონის ნოხი, ან პერგამენტის ქაღალდი, ან თუნდაც წაუსვათ ზეთი თხლად. გვერდზე დადეთ ჭიქა ცივი წყლით, წყალი დაგეხმარებათ ამ ცომის მართვაში, თუ სადმე გასასწორებელი გაქვთ ან დაუზიანებლად მოსაჭრელია მაშინ თამამად შეიძლება ამ მანიპულაციის გაკეთება სველი დანით.⁣

რაც შეეხება ფორმას რითაც ვსვავ ეკლერს, ეს არის დახურული 6 წვეტიანი ვარსკვლავი, ტომარა უნდა იყოს აუცილებლად კარგი ხარისხის, იმიტომ რომ ცომი მძიმეა და დაჭერის დროს არ უნდა გაგისკდეთ. ⁣

დავსვათ ეკლერები ერთმანეთისგან დაშორებით, იმიტომ რომ ისინი იზრდებიან ზომაში, რათა არ შეეხონ ერთმანეთს და არ დარჩნენ გასაშრობი, თქვენც დასვით განშორებით! ⁣

ვაცხობ შუს და ეკლერს 200 გრადუსზე 32-35 წუთის განმავლობაში, არანაირი კონვენცია, არანაირი გრადუსების დაწევა, აუცილებლად ფეჩი უნდა იყოს გახურებული⁣

გამომცხვარი მაშინ ითვლება, როდესაც გვერდები აქვს შებრაწული, ანუ გამომცხვარი, თუ გვერდი რჩება ხაზივით და თქვენ გამოიღებთ ფეჩიდან, მაშ იცოდეთ, რომ ისინი დარბილდებიან და ჩავარდებიან⁣

რაც შეეხება კრემს, მოხარშულ ცომს უხდება მოხარშული კრემი, წაუსვით ნებისმიერი მოხარშული კრემი, ჩემს გვერდზე დევს უამრავი მოხარშული კრემი, როგორც კლასიკური, ასევე კვერცხზე, ასევე შესქელებული რძეზე და ა.შ. ⁣

ზემოდან ვუსმევ მინანქარს, ამ ჯერად მინანქარი მოვხარშე ფქვილზე, ასევე იხილეთ ჩემს გვერდზე არაჟნის მინანქარი და ჩემი საავტორო მინანქარი ⁣

თუ კიდევ დაგრჩათ კითხვები მომწერეთ, მე კი შევეცდები თქვენს დახმარებას ♥️⁣
#შოკოლადისმინანქარი #მოხარშულიკლასიკურიკრემი #მოხარშულიკრემი ⁣
#შუ #ეკლერი

Пікірлер: 35
@ilonasordia8980
@ilonasordia8980 2 жыл бұрын
ძალიან მიყვარს ბავშვობიდან წარმატებები 💕💕💕
@natiakapanadze3634
@natiakapanadze3634 2 жыл бұрын
ძალიან კარგი რეცეპტია💕💕მადლობა ესეთი დეტალებისთვის.
@tamunagvritishvili9015
@tamunagvritishvili9015 2 жыл бұрын
განსხვავებული რეცეპტია და ძალიან მომწონს🥰 მადლობაა
@user-st1ld8nf3z
@user-st1ld8nf3z 2 жыл бұрын
მადლობა გადასარევი რეცეპტია❤
@kates.dinner4088
@kates.dinner4088 2 жыл бұрын
მადლობა 🥰🥰
@kristigulordava8707
@kristigulordava8707 Жыл бұрын
მიყვარს ძან.
@user-wr8vv6mh2l
@user-wr8vv6mh2l 5 ай бұрын
@BdhrhBxbdhd
@BdhrhBxbdhd 5 ай бұрын
რეცეპტი შუ
@marikamarika9251
@marikamarika9251 Жыл бұрын
საუკეთესო რეცეპტია,ძალიან კარგი გამომივიდა.მადლობა უღრმესი🥰🥰
@qristiqristi5454
@qristiqristi5454 Жыл бұрын
რამდენი ცალი გამოდის ამ ცომიდან?
@nanatchadashvili8230
@nanatchadashvili8230 2 жыл бұрын
ძალიან მაგარია ყოჩაღ გამომადგა შენი რჩევები გაიხარე
@kates.dinner4088
@kates.dinner4088 2 жыл бұрын
დიდი მადლობა 💜💜
@xb9323
@xb9323 2 жыл бұрын
ყოჩაღ!
@kates.dinner4088
@kates.dinner4088 2 жыл бұрын
მადლობა 🥰🥰
@irinagabunia1685
@irinagabunia1685 8 ай бұрын
ფქცილი რამდენგრამიანი ჭიქით?
@mari197811
@mari197811 Жыл бұрын
მხოლოდ წყლით შეიძლება?
@luizachubinidze7869
@luizachubinidze7869 Жыл бұрын
ანუ 750 გრ.წყალს და რძეს უნდა 1კგ ფქვილი?
@ninoberidze5465
@ninoberidze5465 10 ай бұрын
ეს მინანქარი შრება ეკლერზე?
@marifalelashvili1055
@marifalelashvili1055 2 жыл бұрын
Moxarshuli kremis naxva minda da ver shevdivar tqvens gverdze
@user-qz7gx4pp1w
@user-qz7gx4pp1w Жыл бұрын
რომელი ჭიქით ჩავასხათ წყალიდარძე
@maikonacvlishvili5966
@maikonacvlishvili5966 Жыл бұрын
ძალიან კარგი რეცეპტია თუ არ შეწუხდებით რითიც ფორმას სვამთ ის წვერი მანახეთ
@qetiferiashvili8397
@qetiferiashvili8397 Жыл бұрын
პატარა ტორტის წვერებით აკეთებთ თუ დიდია ტორტის წვერები
@merymery5841
@merymery5841 Жыл бұрын
რძე თუ არგვაქ?
@user-qq5ys3vv2q
@user-qq5ys3vv2q Ай бұрын
გამარჟობა❤თუ კვერცხის დამატების დროს ცომი თხელდება აღარ დავუმატოთ კვერცხი?
@NanaSimonisvili
@NanaSimonisvili 3 ай бұрын
ჭიქა რამდენ გრამიანია??
@Maia-xl3zt
@Maia-xl3zt 8 ай бұрын
11 კვერცხი??
@khatunasichinava6494
@khatunasichinava6494 2 жыл бұрын
ამ რაოდენობის შუს კრემი 1 ლ რძისგან ეყოფა? და რამდენი ცალი გამოდის ამრეცეპტით?
@kates.dinner4088
@kates.dinner4088 2 жыл бұрын
კრემი ეყოფა კი, ერთი პორციისგან გამოდის 35 ც ეკლერი საშუალო ზომის, შუ-ზე მიდის მეტი რაოდენობა ცომის
@qetiferiashvili8397
@qetiferiashvili8397 2 жыл бұрын
ეს ჩვეულებრივი ტორტის ტომარა არ არის
@kates.dinner4088
@kates.dinner4088 2 жыл бұрын
კი
@user-qz7gx4pp1w
@user-qz7gx4pp1w Жыл бұрын
ვერ ვნახე ეკლერის კრემის რეცეპტი
@kates.dinner4088
@kates.dinner4088 Жыл бұрын
ინსტაგრამზე ნახეთ ❤️
@nanikoo100
@nanikoo100 Жыл бұрын
ცხობის დეტალებს შეგნებულად არ წერთ? ))) არც გრადუსი, არც ცხობის დრო, იმასაც კი არ ეუბნებით მაყურებელს, რომ გამოცხობის შემდეგ ღუმელში უნდა გაგრილდეს.. 🙄🥴😡
@eladapapava4596
@eladapapava4596 5 ай бұрын
ვიდეოში ამბობს. გახურებულ ღუმელში 200°-ზე 35 წთ, ზედა ქვედა წვაზე.
@user-uy9br9sn7i
@user-uy9br9sn7i Жыл бұрын
Gamarjobat.soda???
ეკლერი | ყველა საიდუმლო ეკლერებზე❤️Eclairs | all secrets about eclairs
12:11
Smart Sigma Kid #funny #sigma #comedy
00:26
CRAZY GREAPA
Рет қаралды 3,5 МЛН
Heartwarming Unity at School Event #shorts
00:19
Fabiosa Stories
Рет қаралды 17 МЛН
Cool Items! New Gadgets, Smart Appliances 🌟 By 123 GO! House
00:18
123 GO! HOUSE
Рет қаралды 17 МЛН
Заварное тесто,ПОЛУЧИТСЯ У КАЖДОГО !!!
18:04
Выпечка и кулинария.
Рет қаралды 6 МЛН
EN BASİT ŞEKİLDE EKLER YAPIMI!
3:01
Ufak Tefek Yemekler
Рет қаралды 538
დალის "შუ"
10:29
Dali
Рет қаралды 334 М.
ЭКЛЕРЫ ПРОФИТРОЛИ Получатся у всех Заварное тесто
13:14
Оближи мне пальчики
Рет қаралды 1 МЛН
შუ და ეკლერი/მოხარშული კრემი/😍@katerina888 4.08.2023
8:10
კატერინას სამზარეულო
Рет қаралды 8 М.
Smart Sigma Kid #funny #sigma #comedy
00:26
CRAZY GREAPA
Рет қаралды 3,5 МЛН