ეკლესიასტე - ბიბლიის ერთ ერთი წიგნის "ეკლესიასტეს" მე-12 თავის მიხედვით.

  Рет қаралды 397

maia beri

maia beri

Ай бұрын

ტექსტის შინაარსი აღებულია "ეკლესიასტეს" წიგნის მე-12 თავიდან და გარითმულია მაია ბერიძიშვილის მიერ.
ეკლესიასტე, 12 თავი, რითმაში ჩამოსხმული:
სიჭაბუკეში მუდამ გახსოვდეს გამჩენი შენი,
დაგიდგებოდეს ვიდრე ბნელი და შავი დღენი,
როდესაც იტყვი: აწმყო დამწარდა, აღარ ვარგიან,
წარსული წლები არ დაბრუნდება, რაღად მარგიან.
ვიდრე მზე, მთვარე, ვარსკვლავები დაბნელდებოდეს,
და წვიმის შემდეგ ცაზე ღრუბლები ვიდრე ჩნდებოდეს,
იმ დღემდე, ვიდრე დაფრთხებოდნენ სასახლის მცველნი,
ცახცახს იწყებდნენ მეომარნი, ვაჟკაცნი ძველნი,
და ვიდრე წელში მოიხრებოდნენ კაცნი ძლიერნი,
ვიდრე შეწყვეტდნენ სამუშაოს მეწისქვილენი,
რადგან მცირედნი დარჩებიან ბევრი ხალხიდან,
ვიდრე ნათელი დააკლდებოდეთ მჭვრეტელთ სარკმლიდან,
ვიდრე ჩაკეტდენ შესასვლელებს ქუჩის კარისა,
და კიდევ ვიდრე მიჩუმდებოდეს ხმა დოლაბისა,
მამლის ყივილზე ვიდრე კაცი დილით დგებოდეს,
ვიდრე გალობა მგალობელთა დადუმდებოდეს,
სიმაღლე აკრთობთ და გზებზე მუდამ შიშში არიან,
ვნება ცხრებოდეს, დამძიმდებოდეს ბაღში კალია,
ნუში ყვაოდეს, კაცი იმ ქვეყნად გადავიდოდეს,
მარადიულში, და მოტირალი ისევ ტიროდეს,
იქამდე, ვიდრე ვერცხლის საბელი არ გაწყვეტილა,
ოქროს ფიალა არ დამსხვრეულა, არ დაჭყლეტილა,
წყაროსთან დოქი არ გამტყდარა, არ დაგდებულა,
და ოწინარის ბორბალი ჭაში არ ჩაგდებულა,
და ვიდრე მტვერი დაუბრუნდება ისევე მიწას,
სული დარჩება, რადგან ჯერ ისევ უფალი იცავს,
ღმერთმა მისცა და სული ისევ ღმერთთან მოვაო,
ეკლესიასტემ თქვა: ყველაფერი ამაოაო.
თვით ბრძენი იყო ეკლესიასტე, სხვასაც ასწავლა.
ჩხრეკდა, იკვლევდა და იგავებსაც მრავლადა თხზავდა,
ეკლესიასტე, როგორ ყველაფერს ბრძნულად გვიყვები,
მოგიძებნია ჭეშმარიტი და წრფელი სიტყვები.
ბრძენთა სიტყვები დეზები არის გამოჭედილი,
კიდევ ლურსმნები, საგულდაგულოდ ღრმად ჩაჭედილი,
გამონათქვამთა გონივრული დიდი კრებული,
ერთი მწყემსისგან წამოსული, შთაგონებული.
და უფრო მეტსაც გეტყვი შვილო, მცნებად დაიდე,
ყურად მიიღე, გაფრთხილდი და გულში ჩაიდე,
ბოლო არა აქვს წერას იცოდე ბევრი წიგნების,
ხორცს დაგისუსტებს შენ ზედმეტი ცვენა ფიქრების.
მაშ, მოვისმინოთ ამ ყველაფრის თავი და ბოლო:
მცნებებს ვიცავდეთ და გვეშინოდეთ ღმერთისა მხოლოდ,
უფალს ვესავდეთ და არ გავივლოთ ჩვენს გულში ავი,
რადგან ეს არის ადამიანის თავი და თავი.
აწონ-დაწონე ეს ყოველივე, დაფიქრდი დროზე,
რადგან შენს საქმეს ღმერთი მიიტანს თვის სამსჯავროზე,
აწ დაფარულის და განზრახულის თავსა და ბოლოს,
მალულს, საჩინოს, მართალს, ტყუილს, კეთილს და ბოროტს.

Пікірлер: 5
@tamaridzidzaria2900
@tamaridzidzaria2900 28 күн бұрын
კარგი ჩანაფიქრია მთელი დღეა ვუსმენ მადლობაააა❤
@temonebieridze4809
@temonebieridze4809 22 күн бұрын
❤❤❤
@ninimelikidze2155
@ninimelikidze2155 27 күн бұрын
გმადლობთ❤❤❤
@user-pr4lb4jk5g
@user-pr4lb4jk5g 25 күн бұрын
MP3 Pauli mimaqvs madloba qalbatono maia ❤
@nelibegiashvili1206
@nelibegiashvili1206 24 күн бұрын
დიდებულია!
მთავარი 8 საათზე - 24.07.2024
7:57
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Рет қаралды 670
Red❤️+Green💚=
00:38
ISSEI / いっせい
Рет қаралды 77 МЛН
Cool Items! New Gadgets, Smart Appliances 🌟 By 123 GO! House
00:18
123 GO! HOUSE
Рет қаралды 17 МЛН
ТАМАЕВ УНИЧТОЖИЛ CLS ВЕНГАЛБИ! Конфликт с Ахмедом?!
25:37
ბუმერანგი არაკეთილისმსურველს. 🪃🏹✋
28:34
მზის ადამიანი
Рет қаралды 2,5 М.
Enigma - Sadeness (Full Version)
7:34
northborneo27
Рет қаралды 116 МЛН
ეკლესიასტე
40:05
maia beri
Рет қаралды 3,1 М.
მიხა ხელაშვილი - mikha khelashvili
3:34
giorgi liparishvili / გიორგი ლიპარიშვილი
Рет қаралды 92 М.
Red❤️+Green💚=
00:38
ISSEI / いっせい
Рет қаралды 77 МЛН