გაკუ ფუნაბაში: მენეჯმენტი იაპონურად

  Рет қаралды 365

Kakha Bendukidze Campus Media

Kakha Bendukidze Campus Media

Жыл бұрын

29 ნოემბერს, კახა ბენდუქიძის კამპუსში გაიმართა იაპონიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გაკუ ფუნაბაშის საჯარო ლექცია თემაზე: „მენეჯმენტი იაპონურად“.
საჯარო ლექცია არის JICA - იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლასთან ერთად ორგანიზებული იაპონიის შემსწავლელი კურსის მეორე შეხვედრა.
პროფესორი ფუნაბაში არის ოგატას კვლევითი ცენტრის მოწვეული მკვლევარი; ის 2015, 2020, და 2021 წლებში მუშაობდა JICA-ს უფროს მრჩევლად კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით და სააგენტოს მოწვეული ექსპერტის სტატუსით მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში ვიეტნამში, სერბეთში, მონტენეგროში. ბატონი ფუნაბაშის კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება მოიცავს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: Tostem Co.Ltd (Lixil) (იაპონია), PRC Components A/S (დანია), Ingeniörfirman Titan (შვედეთი).
გაკუ ფუნაბაშის ბაკალავრის ხარისხი ჰიტოცუბაშის უნივერსიტეტში აქვს მიღებული (1991), მაგისტრის ხარისხი - ჩიკაგოს უნივერსიტეტში (1998), ხოლო დოქტორის ხარისხი - ტოკიოს უნივერსიტეტში (2014).
ლექციაზე განხილული იყო ის გარემოებები, რომლებიც საერთაშორისო ბაზარზე იაპონური სამრეწველო კომპანიების კონკურენტუნარიანობას განაპირობებს. ეს დაფუძნებულია ტექნოლოგიის დამახასიათებელ თვისებებსა და იაპონური კომპანიების მუშაობის მოდელზე. ამ გარემოებების გამო, პროფესორი ფუნაბაში იაპონური მენეჯმენტისთვის დამახასიათებელ თვისებებს აანალიზებს.
ბევრისთვის ცნობილია იაპონური მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ელემენტი, ხარისხის კონტროლისა და პროდუქციულობის გაუმჯობესების მეთოდი - „კაიძენი“. თუმცა ენტერპრენერების დიდი ნაწილი სირთულეებს განიცდის აღნიშნული მეთოდის ეფექტური დანერგვის მიმართულებით. შესაბამისად, ლექციაზე დამსწრეები მოისმენენ რჩევებს „კაიძენის“ ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით.

Пікірлер
THEY made a RAINBOW M&M 🤩😳 LeoNata family #shorts
00:49
LeoNata Family
Рет қаралды 43 МЛН
ზაზა ოსმანოვი: ფერმის პარადოქსი
1:08:20
Kakha Bendukidze Campus Media
Рет қаралды 12 М.
ზაზა ოსმანოვი: SETI საქართველოში
1:11:51
Kakha Bendukidze Campus Media
Рет қаралды 6 М.
გიორგი ბურჯანაძის საჯარო ლექცია
1:21:43