ლევან ბერძენიშვილი: ჟულიენ სორელი

  Рет қаралды 14,579

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

5 жыл бұрын

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს ფრანგული ლიტერატურის დიდი შედევრის, პირველი ფსიქოლოგიური რომანის, „წითელი და შავის“ მთავარ პერსონაჟზე, ჟულიენ სორელზე. პატარა ქალაქ ვერიერის მკვიდრი, გლეხის ოჯახში დაბადებული ყმაწვილი ბავშვობიდანვე სოციალური კიბის სათავეში მოქცევაზე ოცნებობს. მამამისი და მისი ძმები სამხერხაოში მუშაობენ, ჟულიენსაც მხერხავის როლი დაეკისრა, მაგრამ მას უფრო წიგნები და ოცნებები იტაცებს. ამ დროს დაბალი წარმოშობის კაცისთვის მხოლოდ ორი კარიერა არსებობს - სამხედრო და სასულიერო, თუმცა, ჟულიენის დროს, რესტავრაციის ეპოქაში, სამხედრო კარიერა უკვე შეუძლებელი გამხდარა და ყმაწვილ კაცსაც ეპისკოპოსობა მოუნდომებია; ამისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი არ სწამს, ვულგატა, ლათინური სახარება, ისწავლა ზეპირად. ზეციური ღმერთი არ სწამს, მაგრამ მიწიერი ღმერთის, ნაპოლეონის სიყვარულს გულით საიდუმლოდ ატარებს. საბოლოოდ ირკვევა, რომ ჟულიენ სორელი საკუთარ თავს არ იცნობს, რადგან თავი კარიერისტი ჰგონია და გულწრფელი შეყვარებული კი აღმოჩნდება. როგორ მიიკვლევდა გზას მაღალი საზოგადოებისკენ უაზნო, მაგრამ განათლებული ახალგაზრდა, როგორ შეუყვარდა მას ლუიზ დე რენალი; რითი მოხიბლა მარკიზის ასული, სინამდვილეში რატომ შეუფარდა ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ სიკვდილით დასჯა; შეიძლება თუ არა, ბედნიერი იყოს კაცი, რომელსაც დღე-დღეზე თავს მოკვეთენ - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 16
@giorgi9814
@giorgi9814 5 жыл бұрын
მაგრად მიყვარხართ ბატონო ლევან! გენიოსი ხართ
@levannutsubidze982
@levannutsubidze982 5 жыл бұрын
ძალიან საინტერესო გადმოცემა,.
@elenenarmania1100
@elenenarmania1100 2 жыл бұрын
მიყვარს ეს რუბრიკა 💗
@inganikuradze3010
@inganikuradze3010 3 жыл бұрын
ძალიან მიყვარს თქვენი მოსმენა
@shorenakostava9906
@shorenakostava9906 3 жыл бұрын
ბატონო ლევან❤️🙏
@ketavanegnatashvl2229
@ketavanegnatashvl2229 5 жыл бұрын
@tamaa2653
@tamaa2653 5 жыл бұрын
სასწაული წიგნია
@mistahbayard3656
@mistahbayard3656 5 жыл бұрын
ამ ქალს მგონი ვუყვარვარ
@tatiagocholeishvili713
@tatiagocholeishvili713 5 жыл бұрын
ეს წიგნი ორჯერ დავიწყე და ორეჯერვე შევწყვიტე. ეხლა მესამე მიბრუნება გადავწყვიტე.
@newopportunity2080
@newopportunity2080 5 жыл бұрын
9-ე კლასში წავიკითხე. ჭამის დროსაც კი ვკითხულობდი და რომ დავამთავრე შოკირებული ვიყავი.
@gioxelo
@gioxelo 4 жыл бұрын
მეც ალბათ სადღაცა 23 წლის ასაკში წავიკითხე, არ მომეწონა და მივატოვე, თან იმის ფონზე რო ლიტერატურა მიყვარს და ამ წიგნმა იმედი გამიცრუა, ახლა თავიდან მივუბრუნდები, შეიძლება მაშინ ასაკით და შემეცნების დონით ავცდი
@marinamaina408
@marinamaina408 3 жыл бұрын
სტუდენტობა ში წავიკითხე და დღემდე ტკბილად მახსოვს. აუცილებლად წაიკითხეთ.
@mariamfloyd1051
@mariamfloyd1051 3 жыл бұрын
მეც მივატოვე ერთხელ.და ახლა 29 წლის ასაკში წავიკითხე
@zuraphartenadze5684
@zuraphartenadze5684 2 жыл бұрын
მე ახლა ვკითხულობ და ახლოს ვარ შეწყვეტასთან;დ
@sxvasxvisi3846
@sxvasxvisi3846 Жыл бұрын
Yoveltvis siamovnebit vusmen am pirovnebas
ბოდლერის სილუეტი | ლევან ბერძენიშვილი
35:46
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 11 М.
НРАВИТСЯ ЭТОТ ФОРМАТ??
00:37
МЯТНАЯ ФАНТА
Рет қаралды 1,3 МЛН
ლაჯანურჰესი
2:56
Energo-Pro Georgia
Рет қаралды 8 М.
შეყვარებული დანტე - ლიტერატურული წახნაგები
32:14
პერსონაჟი: აგამემნონი
38:48
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 17 М.
სტენდალის - „წითელი და შავი“
9:21