პასკის მარტივი და სწრაფი რეცეპტი

  Рет қаралды 45,165

ნუცას დღიური

ნუცას დღიური

2 жыл бұрын

ყველაზე სწრაფი და მარტივი პასკა ✨
საჭირო მასალა:
1) 1 კგ. ფქვილი ( უმაღლესი ხარისხი)
2) 300 მლ. რძე (3,5 %)
3) 300 გ. კარაქი (სასურველია ნაღების)
4) 400 გ. შაქარი
5) 6 ც. კვერცხი + 1 ც. კვერცხის გული
6) 25 გ. საფუარი (2 ს/კ)
7) 30 გ. შაქარი ( 2 ს/კ)
8) 2 ც. ვანილი
9) დაფქული დარიჩინი
10) დაფქუკი მუსკატის კაკალი (ჯავზი)
11) ილი ( კარდამონი)
----------------------------
მომზადების წესი:
1) პირველ რიგში რძე შევათბოთ (არ ავადუღოთ)
2) პატარა ჯამში ჩავყაროთ 2-2 ს/კ საფუარი და შაქარი. შემდეგ დავასხათ შემთბარი რძე და თავზე დავაფაროთ. 10-15 წუთის შემდეგ საფუარი მზად იქნება .
3) ფქვილი გავცრათ თასში, დავუმატოთ 400 გ. შაქარი და ჩავატეხოთ კვერცხი, შემდეგ კვერცი და ფქვილის მასა კარგად გავხსნათ ხელით და დავამატოთ გამზადებული საფუარი, გადავზილოთ და დავასხათ წინასწარ გამლღვარი 300გ. კარაქი. მოვზილოთ ცომი.
4) დავუმატოთ სუნელები და ვანილი, შევფუთოთ თასი და დაველოდოთ ნახევარი საათი.
5) პირველი ამოფუების შემდეგ ცომს შევურევთ წინასწარ გარეცხილ, გამშრალებულ და ფქვილში ამოსვრილ ქიშმიშს ან გამხმარ ჩირს (ცუკატს), სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაუკეთოთ ორივე ან არც ერთი ☺️
6) ცომი გავაჩეროთ სითბოში 40-50 წუთი, დაველოდოთ მეორედ ამოფუებას, გადავზილოთ ნაზად და შემდეგ გადავიტანოთ ფორმებში.
7) ფორმებში გადატანის შემდეგ დაველოდოთ ხელახლა ამოფუებას, შეგიძლიათ ღუმელში 30-40 გრადუსზე დააყოვნოთ 20-25 წუთი, ასე უფრო სწრაფად ამოფუვდება.
8) შემდეგ ქვედა წვით დავიწყოთ პასკების ცხობა 150-170 გრადუსზე ( თქვენი ღუმელის მიხედვით) ... 25-30 წუთის შემდეგ ჩავურთოთ ზედა წვაც, შემდეგ გრძელი ჩხირით 20-25 წუთის გასვლისას რაც ზედა წვას ჩართავთ გასინჯეთ პასკა ( ჩაარჭეთ ვერტიკალურად ბოლომდე და ჯოხი შეამოწმეთ, თუ სისველე ამოჰყვა დაელოდეთ რამოდენიმე წუთი, თუ მშრალი იქნება პასკა უკვე მზად არის. გაითვალისწინეთ დიდხანს არ უნდა გავაჩეროთ პასკა ცხობის შემდეგ ღუმელში, თორემ გამოგვიშრება და ნოტიო აღარ იქნება.
9) პასკის გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ, გავაციოთ და სასურველი მეთოდით გავაფორმოთ, შეგიძლიათ შაქრის პუდრის მოყრა, შოკოლადის გლაზურის გადასხმა, კვერცხის ცილის ბეზის გადასმა და ა.შ.
10) პირველ დღეს ისეთი გემრიელი არ არის, როგორც რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ, გაითვალისწინეთ რომ პასკა 2-3 დღეში გახდება ის, რაც უნდა იყოს.
გემრიელად მიირთვით ☺️
ქრისტე აღდგა!

Пікірлер: 32
@ingajangveladze1546
@ingajangveladze1546 Күн бұрын
ნუცა, საყვარელო, გაოცების ცარ, ეს რა იოლად დასამზადებელი რეცეპტი მასწავლე. სულ ვაცხობდი პარკებს, მაგრამ ასე იოლად, პირველად დავაცხვე. უღრმესი მადლობა საყვარელო, ლამაზო ჭკვიანო გოგო
@nataliakashia9771
@nataliakashia9771 Ай бұрын
აი,ნუციკო.მე ახლა ვაცხობ შენი რეცეპტით პასკას,ვნახოთ როგორი გამომივა. შენ ხარ სუპერ გოგო და ამიტომ ვიფიქრე შენი რეცეპტით გამეკეთებინა სასწრაფოდ დღეს... მრავალ აღდგომას დაესწარი❤🎉
@rusudani3503
@rusudani3503 Ай бұрын
ნუციკო, ძალიან საყვარელი გოგო ხარ, ჭკვიანი და ლამაზი. და საერთოდ, ეს თუშის ქალები რა ლამაზები ხართ!
@omarikochauri5537
@omarikochauri5537 Жыл бұрын
გამოირჩევით ყველა სიკეთით ბუნებით და ეს ყველაფერი ქართველ მანდილოსანს უხდება დაე ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
@natodundua5613
@natodundua5613 Жыл бұрын
სიცოცხლით სავსე უსაზღვროდ თბილი და ძლიერი გოგო ხარ ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
@user-um6ox7lm2j
@user-um6ox7lm2j Ай бұрын
❤❤მართლაც რომ საუკეთესო ადამიანი ხარ მიყვარს შენი ვიდეოების ყურება და ბევ რაღაცას ვიძენ შენი სახით....გაიხარე ნუცა საუკეთესო გოგო ხარ
@user-qx9zc7lk5e
@user-qx9zc7lk5e Жыл бұрын
ქრისტე აღსდგა ! მადლობას გიხდი ასეთი კარგი რეცეპტისთვის . ვფიქრობ ჩვენც გამოგვივა , ვსინჯავთ . შედეგებს მოგწერთ . უფალი გფარავდეთ .❤️❤️❤️🌹🌹🌹
@ekaterinakomakhidze5904
@ekaterinakomakhidze5904 Жыл бұрын
პირველივე ჯერზე საუკეთესო გამომივიდა ☺️ მადლობა ნუცა 💖💖
@user-ji1ep4ce6l
@user-ji1ep4ce6l Ай бұрын
რამდენი ცალი გამოდის და რამდენ გრამიანი ამ პორციიდან?
@xatunanatroshvili2372
@xatunanatroshvili2372 Жыл бұрын
ყოჩაღ ძვირფასო! როგორც პასკა ხინკალიც ძალიან ლამაზი გამოგდით.დაგელოცოთ მარჯვენა!
@feyzadayoglu3261
@feyzadayoglu3261 Жыл бұрын
Yvelaferi dzveli gaqvs xelt,rac magonebs im tbil, Martlac tkbil mogonebebs, rac agar ganmeordeba 🙄gaixare chemo gogo💖💖💖
@nanakipshidze380
@nanakipshidze380 Жыл бұрын
ძალიან სასიამოვნო საუბარი გაქვთ.ადამიანს კეთილ განწყობაზე დააყენებს თქვენი ყურება.წარმატებებს გისურვებთ.მრავალ აღდგომას დაესწარით🙏🙏🙏💕🌹
@omarikochauri5537
@omarikochauri5537 Жыл бұрын
საყვარელო კეთილო გულისხმიერო მთის გოგო ყველაფერი კარგი და გემრიელი გამოდის თქვენი ხელიდან გისურვებთ წარმატებებს ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
@feyzadayoglu3261
@feyzadayoglu3261 Жыл бұрын
Pozitiuri gogo 😍
@user-re5fy4vy7s
@user-re5fy4vy7s Ай бұрын
❤❤❤
@geraklzemlianin5793
@geraklzemlianin5793 Жыл бұрын
👍👍👍👍👍
@lalikolxi4484
@lalikolxi4484 10 ай бұрын
მაგარი გოგო ხარ ნუცა...უფალი გფარავდეს...მეც ეგრე ვაკეთებდი თავიდან...მე სერი ფქვილითაც ვაკეთებ და ფუმფულა გამომდის უბრალოდ ტექნიკა უნდა იცოდე და გამოდის დიდ ნასვრეტებიანიც.....
@diananazgaidze6119
@diananazgaidze6119 Жыл бұрын
💚💚💚🥰👍
@ziarezmadze9349
@ziarezmadze9349 Ай бұрын
ნუცი❤
@luerabjalava8848
@luerabjalava8848 Жыл бұрын
Nutsa carmatebebs gisurveft, dzalian kargi da sasiamovnoa tkveni videoebi. Mxolod erti nakli akvs gaxmovaneba aris dzalian cudi mikrofoni miitanet axlos.
@eteriguraspauli2839
@eteriguraspauli2839 Ай бұрын
კარგი იქნებოდა ბოლომდე გაგეგრძელებინათ აღწერა: რა და რამდენი სუნელები?! რამდენი ცუკატები?! რა + რამდენი ბრენდი?! რამდენი ხანი + რა ტემპერატურა ყუმელში?! გმადლობ!
@user-yc9fi5ef2u
@user-yc9fi5ef2u Ай бұрын
25 გრ. თუ უნდა მშრალი საფუარი, დაპრესილი 75 გრ. დასჭირდება. ბევრი არაა 1 კგ. ფქვილზე?
@user-ji1ep4ce6l
@user-ji1ep4ce6l Ай бұрын
ნუცა შენ ხარ სუპერ გოგო. ბატონ ოტიას რომ ეკადრებოდა ისეთი გოგო ხარ. .ყველა ინატრებდა შენს რძლობას. ბედნიერი იყავი ჩემო კარგო. მიყვარხარ ასეთი ძვირფასი, დაუდგრომელი,ინტერესიანი, რავი რაა ყველაფერი ასე როგორ ,,დაგაფერთხა" დალოცვილმა ღმერთმა. ❤იხარე, იბედნიერე შენი ლამაზი და დიდი ოჯახით. უდაოდ საინტერესო ადამ იანი ხარ. ერთი კითხვა მაქვს ძვირფასო--- ამ პორციიდან რამდენი ცალი გამოდის?.და რამდენ გრამიანი?.
@user-zz2gn3qf9t
@user-zz2gn3qf9t Ай бұрын
რამდენი გამოდის რაოდენობა მაინტერესებს❤ მადლობთ
@dalikatcharava7102
@dalikatcharava7102 Ай бұрын
რეცეპტი მინდა🙏🏻 მადლობა წინასწარ
@tamtatemi
@tamtatemi Жыл бұрын
Chamowerili araa ingredientebi da raodenoba?
@user-cd8pi3gp9b
@user-cd8pi3gp9b Ай бұрын
Nuca rato haufine formebs ?
@ananokorkia2239
@ananokorkia2239 2 ай бұрын
სუნელების რაოდენობაც ხომ არ შეგიძლიათ რომ დაგვიწეროთ? და რაღაც მომენტში ვიდეოში მგონი ბრენდი გამოიყენეთ არა? ამის ინსტრუქციაც ხომ არ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ? მადლობა
@IrmaBeradze-nz2if
@IrmaBeradze-nz2if Ай бұрын
შაქარი რამდენი უნდა რივა წერ ვუდეის თქვი შაქარი რამდენი უნდა
@nunuxmaladze5887
@nunuxmaladze5887 Ай бұрын
Gamarjoba am receptit ramdenicali gamodis paska
@Yanaa4kaa
@Yanaa4kaa Ай бұрын
პირველად დავინტერესდი პასკით და მართლა მომინდა გაკეთება❤
@ninodolidze8454
@ninodolidze8454 Жыл бұрын
❤❤❤
#პასკა #იაკოსპასკა.
27:45
აცხობს იაკო
Рет қаралды 33 М.
პასკა ბებოს რეცეპტით
5:57
Food_Blogger_Khato
Рет қаралды 40 М.
Increíble final 😱
00:37
Juan De Dios Pantoja 2
Рет қаралды 75 МЛН
Each found a feeling.#Short #Officer Rabbit #angel
00:17
兔子警官
Рет қаралды 7 МЛН
Countries Treat the Heart of Palestine #countryballs
00:13
CountryZ
Рет қаралды 27 МЛН
Please be kind🙏
00:34
ISSEI / いっせい
Рет қаралды 59 МЛН
საოცარი ქორწილი ქუთაისში
25:45
ნუცას დღიური
Рет қаралды 220 М.
შობის ვლოგი ✨ ჩემს და-ძმასთან ერთად 🥰
8:31
Increíble final 😱
00:37
Juan De Dios Pantoja 2
Рет қаралды 75 МЛН