საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა

  Рет қаралды 86

Georgian Kudo Federation

Georgian Kudo Federation

7 ай бұрын

🛬🇬🇪 5 ოქროსა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველოს კუდოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში კუდოისტებს ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ;
🇬🇪🥇 ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ღირსებას 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა;
🥇🥇პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია;
🇬🇪🥇ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19 წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ . ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა;
🇱🇹🥋 ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, - დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია;
🇬🇪🇬🇪 საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფებოდა საქართველოდ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.
საქართველოს კუდოს ნაკრების შედეგი ევროპის ჩემპიონატზე:
🇬🇪🥇ლევან დარასელია - უფროსები, კატეგორია -230
🇬🇪🥇გიორგი ჟვანია - U19, კატეგორია - 240
🇬🇪🥇თორნიკე კურტანიძე - U19, კატეგორია - 230
🇬🇪🥇სედრაკ კარაპეტიან - U19 კატეგორია - 260
🇬🇪🥇ვასილ დვალაძე- U19, კატეგორია -270
🇬🇪🥉რომეო გაბლაია - უფროსები, კატეგორია -260

Пікірлер
How I prepare to meet the brothers Mbappé.. 🙈 @KylianMbappe
00:17
Celine Dept
Рет қаралды 53 МЛН
Why? 😭 #shorts by Leisi Crazy
00:16
Leisi Crazy
Рет қаралды 46 МЛН
ZVARTNOTS AIRPORT 2024
2:35
ArmWrest
Рет қаралды 891