ალავერდი

  Рет қаралды 4,655

Mariam Adamashvili

Mariam Adamashvili

3 жыл бұрын

კავკასიონის ბუმბერაზი მთების ძირში, მდინარე ალაზნის დასავლეთით ნაყოფიერ ველზე მდებარეობს ალავერდის სამონასტრო კომპლექსი. ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში წმინდანთა და მონაზონთა სამოღვაწეო ადგილი ყოფილა. კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული“ ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.
VI ს-ში წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ერთ-ერთი ასურელი მამა, იოსები, კახეთის სხვადასხვა კუთხეში ქადაგებდა. ბოლოს იგი სოფელ ალავერდის ახლოს დამკვიდრდა, სადაც პატარა ეკლესია აუშენებია. დროთა განმავლობაში აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი ჩამოყალიბდა. მაშინ, როდესაც იოსებ ალავერდელი კახეთში დამკვიდრდა სამოღვაწეოდ, ეს ადგილი დასახლებული პუნქტიდან დაშორებული, უკაცრიელი ადგილი უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ჩანს, აქ არსებობდა წარმართული სალოცავი, რომელიც მრავალრიცხოვან მორწმუნეს იზიდავდა. სწორედ ამიტომ უნდა აერჩია ეს ადგილი ეკლესიის ასაშენებლად ახალი სარწმუნოების მქადაგებელს, წმინდა იოსებს.
საქართველოს არქიტექტურას ხშირად გამორჩეულად მოიხსენიებენ, რადგან ასეთ სილამაზეს ერთ ქვეყანაში იშვიათად თუ შეხვდებით. ბარში თუ მთაში, ნებისმიერ კუთხეში არქიტექტურის, სიძველისა და ისტორიის კვალი შეიმჩნევა და რთულია, მნახველს ამ მხარეში მეორედ დაბრუნება არ მოუნდეს. საქართველო ეკლესიების სიხშირითაც გამოირჩევა და მათგან რამდენიმე იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი, უმეტესი ტაძრები, უკვე საუკუნეეებს უძლებენ და ისტორიას გმირულად ინახავენ თავიანთ კედლებში. X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას კვირიკე კახთა მეფეს XI ს-ის დასაწყისში აუგია. XI ს-ის 30-იან წლებში, ამ ადგილზე საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი აღიმართა. ტაძრის XI ს-ში აგებას ადასტურებს მის აღმოსავლეთ ფასადზე დაცული ორი ლაპიდარული წარწერა.
ალავერდის ახალი დიდი ტაძარი მაშინვე იქცა კახეთის მთავარ სალოცავად. ამავე პერიოდში აქ შეიქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს ერთიან ეკლესიას დაუქვემდებარა. ალავერდის საყმო მამულთა უმრავლესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო მიმოფანტული. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ აბბას წოდებას ატარებდნენ. XVI ს-დან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.
„როგორც მსგავსება შვილებისა მშობლებთან, ისე ჩვენი მსგავსება წინაპრებთან ღირსეულს ჰყოფს ჩვენს მყოფობას ამ ცისქვეშეთში. ტკივილსა და სიხარულში, ლოცვითა და შრომით იქმნება მომავალი მსგავსი ისტორიები... სამი რამ ერთად არის შეკრებილი ალავერდობის დღესასწაულში: ღვთით მოცემული ხელისუფალი - წმინდა ქეთევან დედოფალი, ქვეყნიერების გამომხსნელი ჯვარი და წმინდა იოსებ ალავერდელი - ღირსი მამა, სიმბოლო ეკლესიის სწავლებისა. ეს არის უწყვეტი ჯაჭვი ძლიერებისა, რომელიც უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ. ეს სამეული ჩენი ერისთვის პასუხია, თუ რით გადავრჩით, როგორი ერთობით უნდა ვიყოთ დღეს, ვის უნდა ვავედრებდეთ ამ ერთობას და რა იქნება მომავალში ჩვენი გამარჯვების საწინდარი. ეს არის, გარკვეულწილად, ხატი, შიფრი დღევანდელობისათვის. ქრისტესმოყვარე ერი მსასოებელია იმ ზეციური მფარველობისა, რასაც ჯვარი ჰქვია და იმ მიწიერი ერთობისა, რასაც საერო და საულიერო პირთა ჯვრის გარშემო ერთობა ჰქვია... „ - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.
მონასტერში მისულ ადამიანს ჯერ ქონგურებიანი გალავანი მოსტაცებს თვალს, ხოლო შემდეგ, უზარმაზარი კარიბჭის მიღმა, ძველებური დიდებულებით წარმოუდგება ალავერდის ტაძარი. ალავერდის აღორძინება მხოლოდ შენობა-ნაგებობის რესტავრაციას როდი ნიშნავს; უწინარეს ყოვლისა, აქ სულიერი ცხოვრება აღდგა, მონასტრული წესი აღორძინდა. სადაც წესია, იქ წესრიგია, მშვიდობაა. ღრეობა და შფოთი, ალავერდობას რომ ახლდა, თანდათან გაჰყვება წარსულს...
ალავერდი იყო და არის სამეფო მონასტერი. ამ ადგილს დღემდე ეტყობა ჩვენი მეფეების ზრუნვის კვალი. საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი მასშტაბის მონასტერი. თავისი სიდიადითა და სიწმინდით ალავერდი, მართლაც გამორჩეულია. ალავერდში მისულს სიტყვით გამოუთქმელი განცდა გეუფლება. ალავერდი თავისი სულითა და გარეგნული იერსახით ნამდვილად მეფური დიდებულებისაა და ამავე დროს, მას ახასიათებს ბერული უბრალოება. ძნელია იყო მეფე და იმავე დროს იყო ერთი მწირი, რომელსაც არაფერი გააჩნია ღვთის სიყვარულის გარდა. ეს ორი რამ ჰარმონიულად შერწყმულა ალავერდში...

Пікірлер: 3
@xatunadavitiani4024
@xatunadavitiani4024 Жыл бұрын
Amin.🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏
@user-ik2qm5bd4b
@user-ik2qm5bd4b 8 ай бұрын
❤❤❤❤❤❤❤❤
@DimitriMirianashvili
@DimitriMirianashvili 19 күн бұрын
ალავერდი კახელების მფარველი და შეემწყნარებელი, მრავალი ჭირის მნახველი, მრავალი სისხლის თხევის მნახველი, ურჯულო შაჰაბასის მნახველი, ჩვენი კახეთის ალავერდის მადლი და წყალობა არ მოჰკლებოდეს, სრულიად კახეთს კახელებთან ერთად და სრულიად საქართველოს.
ალავერდის მონასტერი
1:21:19
Mariam Adamashvili
Рет қаралды 3,6 М.
ნეკრესი
11:13
Mariam Adamashvili
Рет қаралды 3,1 М.
Looks realistic #tiktok
00:22
Анастасия Тарасова
Рет қаралды 71 МЛН
1 or 2?🐄
00:12
Kan Andrey
Рет қаралды 48 МЛН
Nutella bro sis family Challenge 😋
00:31
Mr. Clabik
Рет қаралды 11 МЛН
40 სებასტიელის ტაძარი
24:01
Mariam Adamashvili
Рет қаралды 741
"იყალთოს მონასტერი - საქართველოს ოქროს ხანა"
17:47
ინტერნეტ ტელევიზია - მარტივი - MarTV
Рет қаралды 1,9 М.
ალავერდი
35:44
TV religia
Рет қаралды 9 М.
Looks realistic #tiktok
00:22
Анастасия Тарасова
Рет қаралды 71 МЛН