გოგრის ფხალი | შეფი ლევან კობიაშვილი

  Рет қаралды 31,302

Taste Corporation

Taste Corporation

3 жыл бұрын

სამარხვო, ვეგანური გოგრის ფხალი, ხრაშუნა ლავაშებით. 😋
გამოგვყევი:
instagram: / chef.cave​​...​
facebook: / chef.cave​​​...​
tiktok: / chefcave​​​​
facebook group: / chefcave​
#რეცეპტი​ #გოგრა #ფხალი​​ #ვეგანური #ვეგეტარიანული #სამარხო #შეფქეივი
---------------------------------------------------------------
ინგრედიენტები:
• გოგრა - 1კგ
• ნიგოზი-250გ-300გ
• უცხო სუნელი-1 სუფრის კოვზი
• ხმელი ქინძი-1 სუფრის კოვზი
• წიწაკა-3გ
• ნიორი-3კბილი
• ხახვი-50გ
• გოგრის თესლი- 40გ
• შინდის ჩურჩა ან კეკრის ჩირი-100გ
• ძმარი ან ლიმნის წვეთი-20გ
• მარილი არ დააკლოთ.
მომზადების წესი:
პირველ რიგში, გოგრას გამოვაცალოთ შიგთავსი, დავჭრათ სასურველ ზომებად და გამოსაცხობად მოვათავსოთ ელექტროლუქსის ღუმელში, კონვენციურ წვის რეჟიმზე.(45 წუთით, 150 გრადუსზე).
შემდეგ, მოვთუშოთ ხახვი და ნიორი. ამავდროულად, მწვანილი დავამარილოთ წყალში, რადგან ეს ბაქტერიებს კლავს. ამის შემდეგ, გავატაროთ ნიგოზი ელექტროლუქის კომბაინში.
გამოვაცხოთ ტორტილები, გადავუსვათ კახური ზეთი და დავამატოთ სვანური მარილი.
გოგრა მზადაა!
შემდეგ, მოვხალოთ გოგრის გული და შევაზავოთ გამომცხვარ გოგრაში. გავურიოთ სუნელები, ნიგოზი და მშრალი, მომჟავო ხილი.
ამ ყველაფერს დავუმატოთ ლიმნის წვენი, ხახვი და ნიორი.
გოგრის მარცვლები კი, ელექტროლუქსის ბლენდერში დავაქუცმაცოთ.

Пікірлер: 34
@tinatinchkhutiashvili2894
@tinatinchkhutiashvili2894 3 жыл бұрын
აუ ძაან კაია...აუცულებლად უნდა ვცადო 🥰 მადლობა შეფ 🧡
@Missess12
@Missess12 3 жыл бұрын
ეჰ წავედი ვჭამო ლობიო :D
@dimitriakhaladze2775
@dimitriakhaladze2775 3 жыл бұрын
Vizajisto ras erchi am kacs ra ambavia amdeni tonaluri kremi!!!!!! Magari mzareuli xar Levan!!!
@animachavariani2632
@animachavariani2632 3 жыл бұрын
ძალიან საინტერესოა
@lianikvashvili4952
@lianikvashvili4952 3 жыл бұрын
dzalian momewona..aucileblad movamzadeb
@vanobega
@vanobega 3 жыл бұрын
Bravo!!! 👏👏👏
@Annaconda1984
@Annaconda1984 3 жыл бұрын
Bevri rezeptebi ara bevri rezepti!!! ☺
@tako9796
@tako9796 3 жыл бұрын
ბევრი ვეგეტარიანული/ვეგანური ვიდეო რეცეპტის მოლოდინი მაქვს თქვენგან კიდევ. იმედები არ გამიცრუოთ! აუცილებლად მოვამზადებ ამ კონკრეტულს 🖐️
@ketiko4619
@ketiko4619 3 жыл бұрын
პასტაც მიყვარს გოგრაში, შავი პილპილით..ეს საინტერესოა..უნდა ვცადო..გემრიელი იქნება..
@ellen5986
@ellen5986 3 жыл бұрын
lazanias tu gaaketebt dzaan gamixardebaa
@khatiadvalidze2601
@khatiadvalidze2601 3 жыл бұрын
შესანიშნავია
@alalkoch2939
@alalkoch2939 3 жыл бұрын
ძალიან მიყვარს გოგრა უმიც კი☺☺☺ ალბათ გავაკეთებ ამ რეცეპტით ან უმად შევახრამუნებ😉😉😉😉😉
@anakobaidze3724
@anakobaidze3724 3 жыл бұрын
ისე დამაინტერესა ამ რეცეპტმა რომ ვიდეოს დადებიდამ მეორე დღესვე გავამზადე. უუუგემრიელესია. აუცილებლად სცადეთ არ ინანებთ. შვინდის ჩურჩის მაგივრად კრამბერი უქენი მე. მადლობა ბატონო ლევან უგემრიელი რეცეპტია.
@katekate5777
@katekate5777 7 ай бұрын
მეც ეგ ვიფიქრე, ქრანბერის ჩირს ვუზამთქო და თქვენი კომებტარიც ვნახე 😂❤
@sube1988
@sube1988 3 жыл бұрын
შენ გენაცვალე ლევან ოქრო კაცი ხარ!!!პ.ს. მე ისევ ჩემ კუბდარს ველოდები 😷😷😷😷😷😷😷
@sube1988
@sube1988 3 жыл бұрын
დიდი იმედი მაქ და მთელი სვანების სახელით მადლობას გიხდით!!!🙏🏻
@alexanderbakradze
@alexanderbakradze 2 жыл бұрын
Super
@user-gu7du9kq6q
@user-gu7du9kq6q 3 жыл бұрын
funny: ლევანის ვიდეოები ყოველთვის მოკლე, საქმიანი და მარტივია განსხვავებით ლუკასაგან, რომლებიც გრძელი გადაპრანჭული და ცოტა ეგოისტურია. იმედია არ ეწყინება ლუკსონას:):):):) ორივე უმაგრესი მზარეულია
@dilis-7
@dilis-7 3 жыл бұрын
რატო ტექნიკას და ისტორიას რომ ყვება უფრო ვრცლად მაგაში ცუდი რაარის
@lazaresadaghashvili352
@lazaresadaghashvili352 3 жыл бұрын
1var❤️❤️
@user-ye7fe8yc3r
@user-ye7fe8yc3r 3 жыл бұрын
Это просто гранж в кулинарии! Спасибо за интересные интерпретации, известных блюд.
@user-nu1si9sw7h
@user-nu1si9sw7h 2 жыл бұрын
❤️❤️❤️🥰🌹🌹🌹
@sherxansherxan250
@sherxansherxan250 3 жыл бұрын
შეფ ლევან თქვენი დანის ლინკი თუ შეიძლება 😉😉😉
@elenebibilauri2448
@elenebibilauri2448 3 жыл бұрын
🥺🥺😍😍😍😍😍😍❤❤❤
@elenebibilauri2448
@elenebibilauri2448 3 жыл бұрын
12 second
@hasbula7313
@hasbula7313 3 жыл бұрын
პირველიი
@user-lh1nh2zy5v
@user-lh1nh2zy5v Жыл бұрын
წარმოვიდგინე რა გემრიელი იქნება. უნდა მოვამზადო აუცილებლად
@kiilerbrawler521
@kiilerbrawler521 3 жыл бұрын
1 var
@user-wx9mg5ku4s
@user-wx9mg5ku4s 3 жыл бұрын
შეფ ლევანი მართლაც პროფესიონალი შეფია რა კარგათ ხსნის
@tatobasilaia2319
@tatobasilaia2319 3 жыл бұрын
1
@gigigigauri9154
@gigigigauri9154 3 жыл бұрын
დესერტებიც გააკეთეთ
@natiakvimsadze1796
@natiakvimsadze1796 3 жыл бұрын
ბებიაჩემი აკეთებდა,შინდის ჩურჩას არ უკეთებდა,პრას უშვებოდა.( იმერეთში). კეცის მჭადთან უგემრიელესია...
@vaxosamxaradze123
@vaxosamxaradze123 3 жыл бұрын
რამე ადამიანური მოამზადებინეთ ამ კაცს რა. ლუკა კარგ რაღაცეებს აკეთებს.
@ninoeliashvili1742
@ninoeliashvili1742 3 жыл бұрын
მასტერშეფსაც ამ კაცის ხათრით ვუყურებ.
ოსტრი | შეფი ლუკა ნაჭყებია
14:36
Taste Corporation
Рет қаралды 404 М.
უგემრიელესი გოგრის ფხალი pxali
2:34
ნათიას სამზარეულო
Рет қаралды 2,6 М.
Получилось у Вики?😂 #хабибка
00:14
ХАБИБ
Рет қаралды 7 МЛН
ჯემალ ქარჩხაძე, ქარავანი | ლევან ბერძენიშვილი
34:36
გოგრის კრემ-სუპი
4:44
2 ნაბიჯი I 2 Nabiji
Рет қаралды 46 М.
Became invisible for one day!  #funny #wednesday #memes
0:25
Watch Me
Рет қаралды 52 МЛН