გალაკტიონი - ბგერების ღმერთი

  Рет қаралды 19,267

რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლება

2 жыл бұрын

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის მუსიკალურ მხარესა და მთავარ ქართველ პოეტზე, რომელმაც ამ დარგში მსოფლიო მწვერვალებს მიაღწია, გადაცემაში საუბარია ბგერების ღმერთზე, დიდ გალაკტიონზე. ქართველებს პოეზიის მწვერვალზე უნივერსალური პოეტი გვყავს, რომელსაც ფილოსოფიით, გამოუცნობისაკენ ლტოლვით, ფორმალური ელვარებითა დ ბგერწერით ჯამურად ვერავინ ეჯიბრება, ესაა რუსთველი. თითოეულ ამ დისციპლინაში მას ჰყავდა გამოკვეთილი მოსწავლე და აი, ბგერწერაში მისი მოსწავლე და მეტოქე გალაკტიონია. რა კავშირია 1925 წელს დაწერილ და გენიის ბოლო წლებში დაწერილ ლექსებს შორის, რა ბგერები უყვარს გალაკტიონს, რითი განსხვავდება მისი ბგერწერა სხვებისგან, შეიძლება თუ არა გალაკტიონისთვის სტრიქონის მოპარვა, - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Пікірлер: 20
@AzaKodalashvili
@AzaKodalashvili 5 ай бұрын
უდიდესი პატივისცემა თქვენ, ბატონო ლევან!!!❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
@davitdanelia1749
@davitdanelia1749 2 жыл бұрын
ძალიან კარგი ეპიზოდი იყო, ოთარ ჭილაძის რომანებს ველოდებით!
@Somesop
@Somesop 2 жыл бұрын
უმაღლესი მაგისტრის მოხსენებაა ლევან ჩემო 🙂 P.S ვერლენზე და რემბოზე პასაჟი განსაკუთრებით მომეწონა
@giorgiGviniashvili-uq4tp
@giorgiGviniashvili-uq4tp 2 ай бұрын
Kargad saubrob,magram pexi pexze ar gixdeba
@vakhtanginikoleishvili117
@vakhtanginikoleishvili117 2 жыл бұрын
გმადლობთ!
@katemargiani391
@katemargiani391 Жыл бұрын
მაგარია
@ivlianimushkudiani8919
@ivlianimushkudiani8919 2 жыл бұрын
რომელი არის მნიშვნელოვანი ნამახვან ჰესი? თუ უსახელოური, ცოლიკოური(ტვიში), ხვამლის მთის მასივი?!!!!
@Jonlving
@Jonlving Жыл бұрын
"კუხარკებს" რას უწუნებდა იაშვილი ნეტავ😍
@mastermobile6292
@mastermobile6292 2 жыл бұрын
თქვენზე უკეთესი ფეიერვერკი- ლექცია შეიძლება ქონდეს ვინმეს?!💥👏👏
@mtvarisapirtskhalaishvili5528
@mtvarisapirtskhalaishvili5528 7 ай бұрын
გისმენთ სიამოვნებით ყოველთვის, მაგრამ მიკვირს ნიშნიანიძე შოთა არ გიხსენებიათ❤
@user-cf2uc1cm8d
@user-cf2uc1cm8d 7 күн бұрын
ბერძენიშვილო შდშ მაგ ტკბილ სიტყვებში ჩაბნეული მწარე ანტირელიგიური და ანტი ქართული მოწოდებებისთვის
@Stalker2108
@Stalker2108 2 жыл бұрын
ვაი, ვაი.. ბატონო ლევან, როგორი განრისხებული ხართ თქვენმა მზემ.. განა ამდენი ფული ჩაყრილი თქვენში, მამაბატონსა ოხრადა დარჩა? ტყუილად არ გაგინებს ზოგი ჯიგარო, მოეშვი ამ არაფრის მომცემ გადახვევებს და შენი საქმე აკეთე
@levanisabiashvili3859
@levanisabiashvili3859 2 жыл бұрын
ჰანტერ პირადპირ დაწერე რა არ მოგწონს ეს მიკიბმოკიბვა რა თემაა?
@tedotsaava2425
@tedotsaava2425 Жыл бұрын
განა რამე არ მოსწონს, უბრალოდ "თავის საქმეს" აკეთებს.
@achikogelenidze6107
@achikogelenidze6107 2 жыл бұрын
დიდი პატივისცემით, მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება: მე პირადად ის ადამიანი ვარ ვისაც უყვარს პოეზია ზღვა და მზის ( ჩასვენება) ზღვაში.. მაგრამ ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით იმაში რომ ამ საოცარ სანახაობას ქარი ან სიო, ნიავი რაც გნებავთ თან სდევდეს. უფრო მეტს გეტყვით : ეს ამბები სწორედ მაშინ ხდება შავი ზღვის სანაპიროზე როცა მზე აღარ არის ხოლმე. მე პირადი დაკვირვებით ვამბობ ამას. 😉😎
@user-ug2xk9mc8u
@user-ug2xk9mc8u 7 ай бұрын
Не випёндриваяся
@magnumopus7502
@magnumopus7502 2 жыл бұрын
ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ აფრიკატებსა და ნაპრალოვნებში დისჰარმონიულობა და არამუსიკალურობაა. ვერც იმ აზრს დავეთანხმები, რომ ამ ტიპის კოლორიტი გალაკტიონთან არ იყო ახლოს. ნაპრალოვანი ფშვინვიერის ალიტერაცია მისი ერთ-ერთი საყვარელი ალიტერაცია იყო: - "ოჰ, მზით გადანაცხარო, ცხრამუხა და ცხრაწყარო! რუსთაველი ხანია, ისიც ცხრა ანბანია", ან, " უცებ მოჰყვება ჭარხალი ხარხარს".. ან, " და დახარხარებს შენს ნანგრევებს;ცეცხლი, მახვილი...ცეცხლი მახვილი, სისხლი იყოს შენი სახელი", ან, "ხალივით მთვრალი ხაზი შირაზის, ალვაში შედის მრავალთ მრავალი", ან, "ატყდა ქუხილი, გავარდა მეხი, გაეხმაურა ტყე მეხის ტეხილს".. მოკლედ, ფაქტია, ეს მისი საუკეთესო ლექსების ფრაგმენტებია და სამკაულად იყენებს სწორედ ნაპრალოვან ყრუ ფშვინვიერებს. განსხვავება სხვა პოეტებისგან, რა თქმა უნდა, არის უზომოდ მაღალი შეხამება ბგერების და გემოვნება შინაარსთან შესაბამისობის თვალსაზრისით.. გურამიშვილთან დაკავშირებით კარგია აზრი რომ შეგეცვალათ. p.s. ბატონო ლევან, ლიბერალ-პოლიტიკური მუცლის გვრემები გქონდათ პერიოდულად და პატივისცემით, ნუღარ მოცდებით და გაინერვიულებთ თავს მაგ თქვენი "გეი ოცნებებით" ამ ასაკში. თქვენ და თქვენს ძმას რომ საქართველო გინდოდათ, აწი მხოლოდ სიზმრებშიღა ნახეთ ხოლმე ეგ საქართველო. ჯანმრთელობა და წარმატებები! ;)
@teklaisema
@teklaisema 2 жыл бұрын
როგორი საქართველო უნდოდათ??
О, сосисочки! (Или корейская уличная еда?)
00:32
Кушать Хочу
Рет қаралды 4,9 МЛН
Кәріс тіріма өзі ?  | Synyptas 3 | 8 серия
24:47
kak budto
Рет қаралды 1,6 МЛН
The Noodle Stamp Secret 😱 #shorts
00:30
Mr DegrEE
Рет қаралды 43 МЛН
გალაკტიონის ორი მუზა | ლევან ბერძენიშვილი
35:09
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 7 М.
ლევან ბერძენიშვილი: დიდი ინკვიზიტორი
39:55
რადიო თავისუფლება
Рет қаралды 22 М.
О, сосисочки! (Или корейская уличная еда?)
00:32
Кушать Хочу
Рет қаралды 4,9 МЛН