ჩიტის რძის მარტივი რეცეპტი. უგემრიელესი, იაფი და სწრაფი, რა უნდა იყოს ამაზე კარგი? Птичье молоко

  Рет қаралды 11,666

Shinauruli -homemade easy recipes

Shinauruli -homemade easy recipes

3 жыл бұрын

მარტივი "ჩიტის რძე"
📺 ვიდეორეცეპტი- • ჩიტის რძის მარტივი რეც...
ეს არის ჩიტის რძის მარტივი , სწრაფი და ბიუჯეტური რეცეპტი და თან შედეგად უგემრიელესი და ულამაზესი ტორტია.
ინგრედიენტები: (21 სმ- ის დიაგონალის ფორმისთვის)
📌3 კვერცხი
📌150 გრ.შაქარი
📌250 გრ.ფქვილი
📌150 მლ.რძე
📌4ს.კ.კაკაო
📌50 მლ.ზეთი
📌ვანილი
📌მწიკვი მარილი
📌1ჩ.კ.სოდა
კრემისთვის:
📌3 კვერცხის ცილა
📌150 გრ. შაქარი
📌ვანილი
📌მწიკვი მარილი
📌მწიკვი ლიმონმჟავა
📌გასაფორმებლად 100 გრ.შოკოლადი.
მომზადება:
📌3 კვერცხის გული და 150 გრ.შაქარი ავთქვიფოთ გათეთრებამდე, შემდეგ ვუმატებთ
150 მლ.რძეს, ვანილს, მწიკვ მარილს, 50 მლ.ზეთს და კიდევ ავთქვიფოთ. ბოლოს კი ვამატებთ
4ს.კ.კაკაოსა და 250 გრ.ფქვილში გახსნილ 1ჩ.კ.სოდას. კარგად ავურევთ და ბისკვიტის ცომიც მზადაა.
🔥🕓 ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ და ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 25-30 წთ
( გააჩნია ღუმელსაც).
📌გამომცხვარი ბისკვიტი გავაცივოთ და შემდეგ გვერდები თხლად ჩამოვაჭრათ. ჩამონაჭრელები კი დავაქუცმაცოთ.
📌კრემი: მოხარშული ბეზეს კრემი( მერენგა) დაგვჭირდება. ამისთვის 3 კვერცხისგან მორჩენილი ოთახის ტემპერატურის ცილას ვურევთ 150 გრ.შაქარს და ვდგამთ ორთქლზე. დადგმისთანავე ვიწყებთ ათქვეფას მიქსერით.
📌ათქვეფისას
ვუმატებთ მწიკვ მარილს, მწიკვ ლიმონმჟავას და ვანილს.
ავთქვიფოთ სანამ მიქსერს არ გაუჭირდება ტრიალი.
📌 კრემი წავუსვათ ბისკვიტს ზემოთაც და ირგვლივაც, მოვაყაროთ გვერდებზე ნაფხვენები.
📌ზემოდან დავსვათ სასურველი ზომის ბეზეები და მოვასხათ გალმღვალი შოკოლადი.
📌 უგემრიელესი შოკოლადის ბისკვიტი და ჰაეროვანი და მსუბუქი ბეზეს კრემი საოცარს ხდის ამ ტორტს.
🧑‍🍳🏠📺მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად ეწვიეთ :
ფეის-გვერდი: / shin2975
ინსტაგრამ- გვერდი: shinauruli_home...
იუთუბი არხი: / @shinauruli

Пікірлер: 21
@lelasibashvili1438
@lelasibashvili1438 Жыл бұрын
👍ძალიან , გემრიელად გამოიყურება ძან მარტივია😍
@shinauruli
@shinauruli Жыл бұрын
მიხარია რომ მოგეწონათ ❤️
@irinejikidze8673
@irinejikidze8673 3 жыл бұрын
მადლობა, ძალიან კარგი რეცეპტია
@shinauruli
@shinauruli 3 жыл бұрын
ნინო, მადლობა კომენტარისთვის ❤️
@lelachiqashua5914
@lelachiqashua5914 3 жыл бұрын
სუპერ სუპერ 👍👍👍
@shinauruli
@shinauruli 3 жыл бұрын
ლელა, მახარებს ყოველი თქვენი კომენტარი ❤️
@lenaelene1423
@lenaelene1423 2 жыл бұрын
ძალიან კარგი ვიდეოა. ინგრედიენტების ჩაწერაც თავისუფლად შეიძლება. ზოგიერთი ისე სწრაფად აჩვენებს ძნელია მოასწრო. გაიხარეთ.გავაკეთებ აუცილებლად.
@shinauruli
@shinauruli 2 жыл бұрын
ძალიან გემრიელია, მოგეწონებათ, ვიცი ზუსტად ❤️მადლობა კომენტარისთვის ❤️
@user-rn4xb3oc2y
@user-rn4xb3oc2y 3 жыл бұрын
სუპერ❤👍👍👍
@shinauruli
@shinauruli 3 жыл бұрын
მადლობა ❤️❤️❤️
@tatiamacharashvili9135
@tatiamacharashvili9135 Жыл бұрын
ყველაზე სწრაფი მოსამზადებელი,ადვილი და რაც მთავარია გემრიელი ❤ 3:50
@shinauruli
@shinauruli Жыл бұрын
👍👍🥰🥰
@lenaelene1423
@lenaelene1423 2 жыл бұрын
მშვიდობა მოგცეს უფალმა. მინდა გკითხოთ, ორმაგი პორციის დროს რა დიამეტრის ფორმაა საჭირო?
@shinauruli
@shinauruli 2 жыл бұрын
გაიხარეთ, ასევე ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ ❤️ მიხარია რომ მიყურებთ. ერთი დოზა 21 სმ დიაგონალის ფორმაშია
@qetiferiashvili8397
@qetiferiashvili8397 Жыл бұрын
გამარჯობათ ბეზე როგორ კეთდება მოხარშვა,რო არ უნდოდეს ჩიტის რძე მინდა გავაჯეთო ბეზეთი
@shinauruli
@shinauruli Жыл бұрын
3 კვერცხის ცილა მწიკვი მარილი, რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი თქვიფეთ აქაფებამდე, შემდეგ თანდათან პატარა პორციებად ამატეთ 100 გრ. შაქრის პუდრა, თან გაუჩერებლივ თქვიფეთ ბეზეს გამყარებამდე
@liairemadze1729
@liairemadze1729 2 жыл бұрын
გამარჯობა. დამიშაქრდა ორთქლზე თქვეფისას. დრო ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ?როცა გადმოვდგამთ აღარ ვთქიფოთ?
@shinauruli
@shinauruli 2 жыл бұрын
ლია არ უნდა დაშაქრდეს, ოდნავ რომ შეთბება ორთქლზე ცილა, თან ვთქვიფოთ, გადმოდგით და თქვიფეთ გასქელებამდე. არაჩვეულებრივი კრემი გამოდის. ვაფლებშიც ვიყენებ.ტარტალეტკებშიც
@shinauruli
@shinauruli 2 жыл бұрын
მადლობა რომ მიყურებთ. პირველად მეც არ გამომდიოდა, ეხლა უკვე გავიწაფე.
@lenaelene1423
@lenaelene1423 2 жыл бұрын
ბედნიერი ახალი წელი გაგითენოთ უფალმა. ბეზე მთლიანად ორთქლზე მზადდება?
@shinauruli
@shinauruli 2 жыл бұрын
მადლობა, გაიხარეთ. მრავალ ახალ წელს! ბეზე მზადდება თავიდან ორთქლზე,თან განუწყვეტლივ ვთქვიფავთ, როცა შეთბება ბეზე, გადმოგვაქვს და ვაგრძელებთ თქვეფას კიდევ 5 წთ მაინც
DEFINITELY NOT HAPPENING ON MY WATCH! 😒
00:12
Laro Benz
Рет қаралды 57 МЛН
Heartwarming Unity at School Event #shorts
00:19
Fabiosa Stories
Рет қаралды 18 МЛН
DAD LEFT HIS OLD SOCKS ON THE COUCH…😱😂
00:24
JULI_PROETO
Рет қаралды 14 МЛН
ტორტი დათუნია 🧸 Cake Teddy Bear
24:43
Apolines cuisine
Рет қаралды 59 М.
გურმანია - ჩიტის რძე
10:00
გურმანია
Рет қаралды 156 М.
Торт Птичье молоко | Թռչնի կաթ | Bird’s milk cake
24:02
Аза Геворгян
Рет қаралды 2,1 МЛН
ნამცხვარი "ჩიტის რძე".Торт "Птичье молоко".Cake "Bird's milk"
7:35
Culinary Info.გემრიელი ამბები
Рет қаралды 76 М.
ყავის ტორტი☕🍰😍 @katerina888
15:18
კატერინას სამზარეულო
Рет қаралды 14 М.
Don't buy cheese! 1 kg of cheese from 1 liter of milk in just 5 minutes!
6:02
DEFINITELY NOT HAPPENING ON MY WATCH! 😒
00:12
Laro Benz
Рет қаралды 57 МЛН